„ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№311/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016887
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №311/04

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/06/2021, 220090000.18.011.016563) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბაზრის ანალიზის, მათ შორის, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას, ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან და სხვა შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან.“.

2. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კონცენტრაციის მონაწილეებს ეროვნული ბანკისთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე, მათ შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე.“.

3. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ეროვნულ ბანკს წარედგინა შეტყობინება, რომელიც, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის კომპეტენციას დაქვემდებარებული არ არის, იგი ამ შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.“.

4. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებულია, შეტყობინება განიხილოს ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.“.

5. მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს იმავე კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამ წესის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით იღებს ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი.

2. ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრულ ფულად ჯარიმასთან ერთად ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს სხვა სანქცია ან საზედამხედველო ზომა.“.

6. 29-ე მუხლის:

ა) მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის მონაწილეთა მიერ წარდგენილი ღონისძიებების შედეგად, კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას ბაზარზე, ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის თაობაზე. გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ.

11. თუ განსაზღვრული ღონისძიებები არ იქნა შესრულებული განსაზღვრულ ვადაში ან თუ კონცენტრაციის მონაწილეების მიერ არ მოხდა ღონისძიებების შეთავაზება, ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს შესასრულებელ სტრუქტურულ ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებს ან მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან შეუთავსებლობის შესახებ.

12. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და ეკონომიკურმა აგენტმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ აღემატება ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.“.

7. 303 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ წესის 302 მუხლის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი ოპერაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა