⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016617 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
6,429 სიტყვა · ~32 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
01.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2024 წლის 18 დეკემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და 22-ე მუხლების მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის შემდეგი ქვეპროგრამები: 1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება დანართი1-ის შესაბამისად; 2. ახალშობილთა ოჯახების დახმარება დანართი 2-ის შესაბამისად; 3. ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა დანართი 3-ის შესაბამისად; 4. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების  დახმარება დანართი 4-ის შესაბამისად; 5. ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება დანართი 5-ის შესაბამისად; 6. სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება დანართი 6-ის შესაბამისად; 7. მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება დანართი 7-ის შესაბამისად; 8. ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება დანართი 8-ის შესაბამისად; 9. ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება დანართი 9-ის შესაბამისად; 10. მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება დანართი 10-ის შესაბამისად; 11. დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფა დანართი 11-ის შესაბამისად; 12. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება დანართი 12-ის შესაბამისად; 13. ხანდაზმულ პირთა დახმარება დანართი 13-ის შესაბამისად; 14. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება დანართი 14-ის შესაბამისად; 15. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება დანართი  15-ის შესაბამისად.; 16. სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება დანართი 16-ის შესაბამისად; 17. შშპ პირთა დახმარება დანართი 17-ის შესაბამისად ; 18. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება დანართი 18-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული  ასიგნების ფარგლებში. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.ge,  26/12/2023 წ., 010250050.35.166.016585 მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური  დახმარების პროგრამა დანართი №1  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია დემოგრაფიული მაჩვენებლების და მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი არასრულწლოვანი შვილი, თუ ოჯახის შემადგენელ წევრთა 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და/ან არის დევნილის სტატუსის მქონე პირი. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: განცხადება; ბ) მშობლის/ების პირადობის მოწმობის ასლი; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) ოჯახის ყველა წევრის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაცია გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ზ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 3🔗. მომსახურების მოცულობა დახმარება გაიცემა მრავალშვილიანი ოჯახის მე-4 და ყოველ შემდეგ 18 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვზე 100 ლარი ყოველთვიურად. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით ანაზღაურება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თვიდან ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშზე. 18 წლის შესრულების შემთხვევაში ბავშვის დახმარება შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 3.თანხის ჩარიცხვა მოხდება ყოველი თვის 15 რიცხვამდე. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი  ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗 . დამატებითი პირობები 1. დახმარებით ვერ ისარგებლებს მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ბავშვი/ბავშვები ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში. დანართი №2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია დემოგრაფიული მაჩვენებლების და ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ერთ-ერთი მშობელი ასევე რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში და/ან არის დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი. 2. ახალშობილთა დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის და მშობლის/მშობლების რეგისტრაციის ადგილის შესახებ გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ; ე) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) მშობლის და ან ბავშვის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა დახმარება გაიცემა 1-ელ და მე-2 ახალშობილზე 300 (სამასი) ლარი, მე-3 და ყოველ შემდეგ ბავშვზე 500 (ხუთასი) ლარი ერთჯერადად. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანიდან არაუგვიანეს შემდეგი თვის 15 რიცხვამდე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №3 ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 03) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და იშვიათი დაავადებების მქონე პირებისათვის აუცილებელი საკვების მიწოდება. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრება დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვი: ა) 0-დან ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის დროს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა. ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული პირები. 2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV100/ა; ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; თ) ცნობა სსიპ –სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად რეგისტრირების შესახებ (1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს მიკუთვნებული ბენეფიციარი). მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა 1. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება საკვების შესაძენად გაიცემა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 2. ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული პირების დახმარების ოდენობა განისაზღვრება წლიური ლიმიტით 3 000 ლარი. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1 ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №4 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში დევნილის ან ლტოლვილის სტატუსის მქონე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში და აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტეტიტორიაზე მცხოვრები ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში; ბ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი; გ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი; დ) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; ე) ოჯახი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სარეიტინგო ქულა გადამოწმების მიზნით; ვ) ოჯახი, რომელმაც მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით და არ არის ამოწურული კანონმდებლობით განსაზღვრული ქულის მინიჭების ვადა. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან გაცემული მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში; ე) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ასლი სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცნობა შშმ ბავშვის სტატუსის შესახებ; თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობა გაცემული სოციალური მომსახურების სააგენტოდან აღნიშნული ფაქტის შესახებ. ი) ინფორმაცია ოჯახის წევრთა შემოსავლების შესახებ გაცემული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები და დაფინანსების მოცულობა 1. ქვეპროგრამის ღონისძიებებია: ა) საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს; ბ) ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს; გ) სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს; დ) საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 700 ლარს; ე) საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;  2. ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ღონისძიებით საბიუჯეტო წლის განმავლობაში მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტს რეკომენდაციის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სოციალური მუშაკის რეკომენდაციის შემდეგ გაიცემა ვაუჩერი განმცხადებლის სახელზე 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. განაღდებული ვაუჩერი ანაზღაურდება ვაუჩერის „ბ“ ნაწილისა და მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საამისოდ სპეციალურად გამოწერილი, საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული პირი. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.  დანართი №5 ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება  (პროგრამული კოდი 06 02 06) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი 1. ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსზღვრული ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია. 2. ქვეპროგრამის ამოცანაა მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ისეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირები: ა) 0-18 წლამდე ასკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი „ Q 90.“; ბ) 0-18 წლის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი F84.0 , F84.1; გ) 0-დან 7 წლის ჩათვლით ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი- R62.0; დ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი-“G80”. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის)ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV 100/ა; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ვ) ცნობა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან; ზ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან შესაბამისი პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); თ) ქვეპროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში „ADOS–2“ ტესტირების აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი (საჭიროების შემთხვევაში); ლ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა 1. 0-დან 7 წლის ჩათვლით ასაკის ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების, ასევე 0-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის და ბავშვთა ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს დაუფინანსდებათ თვეში 8 სეანსი შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 2. 7 წლიდან 18 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრმაში დაუფინანსდებათ 12 სეანსი. 3. სეანსის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 30 ლარის. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ასანაზღაურებელი წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას: ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.  2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: რეესტრს (ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი მომსახურების სახეობა, მომსახურების ჯერადობა, მომსახურების ჩატარების ადგილი, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა). ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. მომსახურება ანაზღაურებას ექვემდებარება 60 სამუშაო დღეში. 5. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.  მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი. ქვეპროგრამით გათვალიწინებული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი. დანართი №6 სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე (სტაციონარული, ამბულატორიული, ფიზიოთერაპიული მკურნალობა, კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსრგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი; ბ) დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი;  გ) სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV100/ა (გაცემული არაუადრეს 90 კალენდარული დღისა); ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული არაუადრეს 90 კალენდარული დღისა); ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და/ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ლ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) დოკუმენტი სახელმწიფო ზრუნვის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. თუ გადასახდელი თანხა ნაკლებია 4 000 ლარზე: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქმედი 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირის, მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანის, დევნილის სტატუსის მქონე პირის, ძალადობის მსხვერპლის, შშმ და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს მომსახურების ღირებულების 70%-ს, არაუმეტეს 1 000 ლარისა; ბ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 2 000 ლარით; გ) პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება წელიწადში ერთხელ, გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა. 2. თუ პირველადი მომართვის დროს გადასახდელი თანხა ტოლია ან მეტი 4 000 ლარზე: ა) თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 50%-ს, არაუმეტეს 5 000 ლარისა. ბ) თუ პირმა ისარგებლა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, განმეორებით ვერ ისარგებლებს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ასანაზღაურებელი წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.  2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N 100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი  ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები 1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს; ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების ამავე დანართის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან ამ დადგენილების მე-7 დანართის მე-3 მუხლის 1-ელი ქვეპუნქტით განსაზღვრული დახმარებით (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პირის); გ) საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები; დ) პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი; ე) პირი, რომელიც არის 18 წელზე მეტი ასაკის და საჭიროებს ფიზიოთერაპიულ მკურნალობას; 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე. 3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი პირადობის მოწმობის ასლი, მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა; 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო პროგრამის და/ან კერძო დაზღვევის მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა), მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. 5. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება. 6. უკვე ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მკურნალობის თანადაფინანსების მიზნით მოსარგებლემ დამატებით უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადასახდელი დავალიანების შესახებ. დანართი №7 მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 08) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი  ქვეპროგრამის მიზანია მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შეძენაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი; ბ) მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე; გ) შშმ ბავშვი; დ) ძალადობის მსხვერპლი; ე) მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირი; ვ) 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიის, A ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის დაავადების III-V სტადიის დიაგნოზის მქონე პირი; ზ) მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტი; თ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი; ი) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუის მქონე პირი; კ) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სახელმწიფო პროგრამის მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვი. მუხლი 3🔗. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შეძენაზე თანადაფინანსებისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV100/ა (ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში გაცემული ონკოლოგის მიერ); ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სტუდენტის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ი) ვეტერანის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); კ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის და/ან კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); მ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ნ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ო) დოკუმენტი სახელმწიფო ზრუნვის მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირის, შშმ ბავშვის, დევნილის სტატუსის მქონე პირის და მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის, მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე სტუდენტის, მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირის მედიკამენტების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების შემთხვევის) განხორციელდება მედიკამენტების ღირებულების 50%-ით, არაუმეტეს 150 ლარისა წელიწადში ერთხელ. 2. მიასთენიის, გაფანტული სკლეროზის, 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიის და თირკმელის დაავადების III-V სტადიის დიაგნოზის მქონე პირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტის ოდენობა შეადგენს 800 ლარს; (ერთჯერადად გაიცემა 200 ლარი) 3. 18 წლამდე ასაკის A ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვების საანალიზო ჩხირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 200 ლარი). 4. ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 500 ლარს. მუხლი 5🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV100/ა) წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები 1.თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს; ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების მე-6 დანართის მე-3 მუხლის 1- ელი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით, ან ამავე დანართის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დახმარებით. 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე. 3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე. 4. თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება შესაბამისი დოკუმენტის (წარმოდგენის შემთხვევაში), მაშინ დაფინანსება მოხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. დანართი №8 ა(ა) იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომის“ დაფინანსება  (პროგრამული კოდი 06 02 09) მუხლი1. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ პირი ან შშმ ბავშვი; ბ) ოჯახი, რომლის ყველა წევრი პენსიონერია; გ) ოჯახი, რომელიც შედგება მხოლოდ მარტოხელა მშობლის და არასრულწლოვანი შვილის/შვილებისაგან; დ) ოჯახი, რომლის სარეიტიგო ქულა უფრო ნაკლებია. 2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთი და იმავე კატეგორიების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ყოველი მომდევნო პუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის /ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV 100/ა; ზ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ბენეფიციართა უფასო კვება განხორციელდება კვირაში ექვსი დღე, დღეში ერთხელ ადგილზე ქალაქ გურჯაანში და სოფელ კაჭრეთში. ტერიტორიულად დაშორებულ დასახლებებში და გადაადგილების უნარშეზღუდული პირისთვის (რასაც ადასტურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100/ა და თემის სოციალური მუშაკის დასკვნა) საკვების მიტანა განხორციელდება საცხოვრებელ ადგილზე მიტანით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარები რაიმე მიზეზით არ იღებენ კუთვნილ ულუფას, არგამოცხადებულ ბენეფიციართა ნაცვლად საკვების მიღების უფლება აქვთ დამატებითი სიის ბენეფიციარებს. დამატებითი სიის ბენეფიციართა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს. 3. ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს. 4. ქვეპროგრამის, როგორც ძირითად, ასევე დამატებით სიაში ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი პროგრამის მიმწოდებელია ა(ა) იპ „მოქალაქეთა თანადგომა“. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები 1. ქვეპროგრამიდან ამორიცხვა (საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება, ბენეფიციარის პირადი განცხადება, ბენეფიციარის მხრიდან ერთ თვეში 10 არასაპატიო მიზეზით გაცდენა) განხორციელდება ა(ა) იპ „მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორის მომართვის საფუძველზე. 2. პროგრამის მოსარგებლის სტატუსი არ განესაზღვრება ოჯახის წევრს, რომელიც არის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულების აღსაზრდელი. 3. პროგრამის ბენეფიციარი პროგრამაში ჩარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ ყოველწლიურად მიმწოდებელთან წარადგენს ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ. დანართი №9  ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება  (პროგრამული კოდი 06 02 10) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების პატივგება საქართველოს კანონით „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულება. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე პირები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო, აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; გ) გარდაცვლილი ომის ვეტერანი. 2. თანადაფინანსებისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (საჭიროების შემთხვევაში); დ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრების შესახებ; ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახებზე (მშობელი, მეუღლე, 18 წლამდე ასაკის შვილი) და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;  2. გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის თანადაფინანსების მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს; ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი  ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №10  მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 11) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია გარდაცვლილის მიმართ პატივისცემის გამოხატვა.  მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) უპატრონო გარდაცვლილი; ბ) გარდაცვლილი, რომლის ოჯახი შედგება მხოლოდ შშმ პირებისგან ან 0-18 წლამდე ასკის ბავშვისაგან/ბავშვებისაგან. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის); ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წამომადგენლისაგან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ე) ხარჯის გამწევი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ზ) ნოტარიულად დამოწმებული აქტი ხარჯის გამწევი პირის შესახებ; თ) ოჯახის წევრთა შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) ოჯახის წევრთა პირადობის (დაბადების მოწმობის) დამადასტურებელი მოწმობის ასლები. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი. 1. სარიტუალო მომსახურაბაზე თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანის დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.  დანართი №11 დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 12) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახად/პირად რეგისტრირებული: ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 21 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან; ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 21 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისად). გ) თუ ოჯახს აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ; დ) თუ ოჯახი მრავალშვილიანია; ე) თუ პირი ძალადობის მსხვერპლია; ვ) თუ 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა სახელმწიფო ზრუნვიდან გასულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში; ზ) თუ ოჯახი შედგება მხოლოდ მარტოხელა ( შვილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება) ხანდაზმული 70 წელზე მეტი ასაკის პირის /პირებისაგან; თ) თუ ოჯახის ერთ-ერთ წევრი არის შშმ პირი. 2. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის /ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ; თ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის და ქირით ცხოვრების შესახებ გამქირავებლის პირადი მონაცემების მითითებით – გვარი, სახელი, პირადი ნომერი (გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ); ი) გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; კ) ცნობა ბინის ავარიული მდგომარეობის შესახებ გაცემული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ. ლ) ინფორმაცია უსახლკარო ოჯახად/პირად რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 300 ლარს ყოველთვიურად. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი. 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;  ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.  2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება ჩაირიცხება განცხადების შემოტანიდან მეორე თვის 15 რიცხვამდე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №12 უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13)  მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი  ქვეპროგრამის მიზანია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.  მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი.  1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა უბედური შემთხევის (ხანძრის, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახი.  2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  ა) განცხადება;  ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნა;  დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;  ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.  მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა  ქვეპროგრამის ფარგლებში უბედური შემთხვევის და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად არაუმეტეს 5 000 ლარისა.  მუხლი 4🔗. თანადაფინასების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზეშემდეგი თვის არაუგვიანედ 15 რიცხვისა. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №13  ხანდაზმულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ხანდაზმული პირის მიმართ ზრუნვისა და პატივისცემის გამოხატვა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. პროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 95 წლის და 95 წელს გადაცილებული ხანდაზმული პირი. 2. 95 წლის და 95 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის თანხის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა ბენეფიციარზე საჩუქრის სახით გაიცემა 300 ლარი. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №14 ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავე დროს მუდმივად მცხოვრები ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-დან 100 000-მდე. ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი; გ) ძალადობის მსხვერპლი. 2 . ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ვ) ცნობა, გაცემული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ; ზ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარი წელიწადში ერთხელ. 2. მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარი წელიწადში ერთხელ. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის შემდეგი თვის 15 რიცხვამდე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახური. დანართი №15 ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 16) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებელთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: მარტოხელა მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შშმ ვეტერანი, რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი, ძალადობის მსხვერპლი. 2. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მშობლის, მეურვის); გ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში); დ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სოციალური მომსახურეობის რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში); ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) რეინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა მშობლის გარდაცვალების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (საჭიროების შემთხვევაში); ი) სადისტრიბუციო კომპანიის „ეპ ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტების ნომერი (ქვითარი); კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ლ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა. ელექტროენერგიის ყოველთვიური ხარჯის თანადაფინანსება შეადგენს არაუმეტეს 15 ლარს. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი. 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ სადისტრიბუციო კომპანიის – „ეპ-ჯორჯია მიწოდება“ – მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე განცხადების შემოტანის შემდეგი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად სადისტრიბუციო კომპანიის – „ეპ ჯორჯია მიწოდება“ – მიერ ბენეფიციართა დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე; 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №16 სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 17) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების გზით მოქალაქეებისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მისარგებელთა შერჩევის წესი 1. პროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირი: ა) ჰემოდიალიზის და პერიტონეული დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები; ბ) დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი (Q90); გ) 0- 18 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი (F 84); დ) 0-7 წლამდე ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი (R 62); ე) 0-18 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული პირი (G 80). 2. თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N –IV-100/ა; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ზ) ცნობა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ სერვისის მიწოდები შესახებ; თ) ცნობა შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესახებ. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ყოველთვიურად სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელი ადგილის დაშორების შესაბამისად დანართი 16.1 შესაბამისად. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის მომდევნო თვიდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. ზონა საცხოვრებელი ადგილი სამედიცინო  დაწესებულების  მდებარეობა თანხა (ლარი) სამედიცინო დაწესებულების  მდებარეობა თანხა (ლარი) სამედიცინო  დაწესებულების  მდებარეობა თანხა (ლარი) I ვაჩნაძიანი გურჯაანი 100 თელავი 80 თბილისი 200 კალაური შაშიანი ვაზისუბანი II მუკუზანი 80 100 ზეგაანი ველისციხე ახაშენი ყიტაანი III ჩუმლაყი 60 120 ქ.გურჯაანი ს.გურჯაანი IV ჭანდარი 70 120 ძირკოკი ვეჯინი V კოლაგი 100 140 ბაკურციხე კარდენახი VI ჩალაუბანი 120 200 მელაანი არაშენდა ჯიმითი კაჭრეთი ზ/კაჭრეთი  დანართი №17  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება  პროგრამული კოდი (06 02 18) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია შშმ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, საზოგადოებაში ინტეგრაციის და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირი; ა) 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირი, რომელსაც აქვს მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტიალური, სენსორული დარვევა გადაადგილებისა და თვითმომსახურების მე-3 ხარისხის შეზღუდვით; ბ) დღის ცენტრის „life line” მომსახურების მოსარგებლე პირი; გ) სათემო ორგანიზაცია „ხელი ხელს“; დ) სათემო ორგანიზაცია „LiFe LINe”; ე) უსინათლო პირი; ვ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და/ან უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV100/ა (მოვლის საშუალებების: პამპერსი, სველი ხელსახოცი, კოლოსტომის ჩანთა და სხვა რეკომენდაციით); დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სოციალური მომსახურეობის რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1.ამ დანართის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტის მიკუთვნებულ პირთა მოვლის საშუალებების (პამპერსი, სველი ხელსახოცი, კოლოსტომის ჩანთა და სხვა) თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განისაზღვრება 800 ლარით. ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 200 ლარი 3 თვეში ერთხელ. 2. 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე „დღის ცენტრის’’ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ან სარეიტინგო ქულის არმქონე პირის თანადაფინანსება – ყოველთვიურად სახელმწიფო ვაუჩერის ღირებულების 20%; 3.უსინათლო პირისთვის ხმოვანი წნევის გასაზომი აპარატის, თერმომეტრის და გლუკომეტრის, უსინათლოთა ხელჯოხის შესაძენად – საგნის ღირებულების 70%; 4. მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტის რეაბილიტაციის თანადაფინანსება – წლიური ლიმიტი 2000 ლარი. 5. საოჯახო ტიპის სახლის „ხელი ხელს“ კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 2 000 ლარი; 6. სათემო ორგანიზაციის „LIFE LINE“ გაზის გადასახადის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი – 1 000 ლარი; 7. ა(ა)იპ „ზრუნვისა და განვითარების სახლი თანადგომის“ კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1 000 ლარი მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმომადგენელი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;  ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მე-3 მუხლის 1-ელ, მე-3, მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მე-3 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხა უნაღდო ანგარიშსწორების წესით ჩაირიცხება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.  დანართი №18  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება  (პროგრამული კოდი 06 02 19) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 150 000-მდე ქულის მქონე ოჯახის: ა.ა) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია; ა.ბ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტი შვილი. ა.გ) სტუდენტი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის ერთ-ერთი მშობლის შესახებ; ა.დ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის შშმ პირი; ბ) ორივე გარდაცვლილი მშობლის სტუდენტი შვილი; გ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთ მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა. 2. სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ); დ) სტუდენტის მოწმობის ასლი; ე) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში) ვ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ). ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტი (საჭიროების შემთხვევაში); თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის ღირებულების ოდენობის და საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ; ი) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; კ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1 000 ლარს. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი. 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხა ჩაირიცხება სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.