დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, ხონის მუნიციპალიტეტის შესაბამის დარგის კურატორ მერის მოადგილესთან შეთანხმებით და სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი):

1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა) სტრატეგიულ მართვაზე (დირექტორი);

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე (მოადგილე მეთოდურ დარგში);

გ) მატერიალური რესურსების მართვაზე (მოადგილე სამეურნეო დარგში);

დ) ფინანსური რესურსების მართვა (მთავარი ბუღალტერი, ბუღალტერი, შესყიდვების კოორდინატორი)

ე) ადამიანური რესურსების მართვაზე (ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე, იურისტი, საქმისმწარმოებელი).

2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი;

ბ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი (სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ა.შ).

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი (ექიმი/ექთანი).

4. ტექნიკური პერსონალი:

ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე);

ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დამლაგებელი, მრეცხავი);

გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მზარეული, მზარეულის თანაშემწე, ექიმი ან ექთანი);

დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი (ცეცხლფარეში, დამხმარე მუშა, მნე);

ე) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მეეზოვე);

ვ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დაცვა, დარაჯი).

5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ხონის მუნიციპალიტეტის შესაბამის დარგის კურატორ მერის მოადგილესთან შეთანხმებით და სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე  შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.

6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას ხონის მუნიციპალიტეტის შესაბამის დარგის კურატორ მერის მოადგილესთან შეთანხმებით და სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს დაწესებულება, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.

თავი IIIადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტე