1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს  აქვს: სულ მცირე  ბაკალავრის ხარისხი ან ადამიანური რესურსების მართვის ან/და საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;

ბ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;

გ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

ზ) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;

თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.

3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;

ბ) პერსონალის საჭიროებების დადგენა;

გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;

დ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;

ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.

თავი IVსაგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე