ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2024 წლის 20 დეკემბერი ქ. ამბროლაური
|
|
2. პროგრამის მიზანია ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება, მოწყვლადი ჯგუფების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შექმნა – გაუმჯობესება.
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ) ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა;
გ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
დ) ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ე) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრუნვის ხელშეწყობაა;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;
თ) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება;
ი) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
კ) სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ლ) მარჩენალდაკარგული (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
მ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
ნ) მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
პ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ჟ) შინ მოვლის პროგრამა.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
3. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი)
4. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში იმ პირის ჩართვის შესახებ, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. თანხმობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი დამატებით მოიძიებს მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობით ინფორმაციას ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ.
6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, ვანო კობახიძის ქ. №4) ყოველდღიურად, გარდა კვირისა და სხვა უქმე დღისა.
7. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
2. სასურსათო პაკეტი გაიცემა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდებული ბაზის, სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
3. ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემა მერის წარმომადგენლის მიერ, გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერით.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებით მძიმე სოციალური-ეკონომიკური პირობების მქონე პირებს/ოჯახებს (შშმ პირი, მარტოხელა მშობელი, მარტომცხოვრები და ა.შ.), რომელთაც საახალწლოდ და სააღდგომოდ არ გადაეცემათ სასურსათე პაკეტი, წლის განმავლობაში ერთჯერადად მიიღებენ საკვებ პროდუქტებს არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შემთხვევაში დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).
ვ) მერის წარმომადგენლის ან/და დეპუტატის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/ შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და დახმარების საჭიროების შესახებ;
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შემთხვევაში სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი გადაეცემა მერის წარმომადგენლის მიერ, გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ახალშობილის (ტყუპების) დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ე) მშობლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელი წინაპირობაა:
ა) ქორწინება (ფაქტობრივი თანაცხოვრება) შედგეს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე განცხადების შემოტანამდე არაუადრეს 3 თვის პერიოდში;
ბ) განმცხადებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰქონდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
3. დაინტერესებულმა პირმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ახალდაქორწინებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ახალდაქორწინებულის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) ქორწინების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის (ახალდაქორწინებულის) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.
2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) პირის მიერ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის გაწევის თაობაზე მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატის და ორი მეზობლის დადასტურებით;
ვ) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ; (საჭიროების შემთხვევაში);
ე) შშმ და სსსმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული ბავშვის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ დღის ცენტრს – ,,ბაო“, სსსმ ბავშვთა მომსახურების მიზნით (გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად).
2. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ქვედა კიდურებს/დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს.
3. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე არის უსინათლო, აქვს ორივე თვალის სრული/პრაქტიკული სიბრმავე და საჭიროებს მომვლელს.
4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ავადობის მითითებით);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა), სადაც მითითებული იქნება ბენეფიციარის მძიმე მდგომარეობა (საჭიროებისამებრ);
ვ) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა);
დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა პირმა (საცხოვრებელი სახლის მესაკუთრემ/მართლზომიერმა მფლობელმა) ზიანის დადგომიდან ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) აქტი ხანძრის (წაკიდების) შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოდან;
დ) პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები, ხანძრის მიზეზების შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობისა და საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი ფლობის შესახებ;
ვ) დაზარალებულის საბანკო ანგარიში.
3. მუნიციპალიტეტის მერია გამოითხოვს ინფორმაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.
4. განცხადება შემოწმებისა და განხილვის მიზნით (მათ შორის ზარალის ოდენობის დასადგენად) გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, განიხილოს ყველა განცხადება, მათ შორის, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე რეკომენდაციით მიმართოს მერს დახმარების გაცემის საჭიროების შესახებ.
6. თანხა გაიცემა სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მერის გამოცემული ბრძანებით.
7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400(ოთხასი) ლარის ოდენობით.
3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლების/მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;
ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – წარმომადგენელზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;
ე) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);
ვ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები, იძულებით გადაადგილებული ბავშვის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულა), უსახლკარო ან განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები (რომელთა საცხოვრებელი სახლი დაზიანების ხარისხის გამო ექვემდებარება დემონტაჟს) ოჯახებისთვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას (უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც საკუთრებაში არ უფიქსირდებათ რაიმე სახის უძრავი ქონება, ასევე შშმ პირთა ან მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს);
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე (გამონაკლის წარმოადგენს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლი ქალები), სოციალურად დაუცველი 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე უსახლკარო პირთა ოჯახებისთვის (უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახებს), რომლებიც ხანძრის, სტიქიური მოვლენების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, 1 (ერთი) წლის განმავლობაში ყოველთვიურად ბინის ქირისთვის ფულადი დახმარების გაწევას არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
2. ქვეპროგრამით სარგებლობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს შემდეგი ვითარებები:
ა) უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახის წევრ(ებ)ს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს/აქვთ საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად ან სარეაბილიტაციოდ (გამონაკლის წარმოადგენენ ოჯახები, რომელთაც საცხოვრებელი სახლები ხანძრის და სხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზიანდა/განადგურდა).
ბ) უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახის წევრ(ებ)მა საცხოვრებელი ფართი გაასხვისა 2023 წლის 01 იანვრიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) მერის წარმომადგენლის ან/და დეპუტატის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის, უსახლკარობის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) უსახლკარობის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან) ოჯახის ყველა წევრზე, მძიმე საცხოვრებელი პირობების შემთხვევაში კი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა საცხოვრებლად უვარგისი სახლის დემონტაჟის შესახებ.
4. განცხადება სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით, გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
5. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე მზადდება მერის ბრძანება მოქალაქისთვის/ოჯახისთვის შესაბამისი დახმარების გაცემის თაობაზე.
6. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა ან მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა განახორციელოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თითოეული 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
დ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის, უსახლკარობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაცია საცხოვრებელი სახლის ვარგისიანობის შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის მერია გამოითხოვს ინფორმაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი არ გავრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთაც საცხოვრებელი სახლები ხანძრის ან/და სტიქიური მოვლენების დროს დაზიანდა/განადგურდა, აგრეთვე ძალადობის მსხვერპლ ქალებზე.
9. განცხადება სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
10. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დახმარება გაწევა უსახლკარო პირთა ოჯახებს.
11. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ქირავნობის ხელშეკრულება;
ბ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიში.
12. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას დახმარების გაცემის თაობაზე.
13. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინსპექტირების აქტის საფუძველზე).
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მარტოხელა მშობლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე (განცხადებების მიღების ვადა განისაზღვროს 01 იანვრიდან 01 ნოემბრამდე).
3. დახმარების გაცემისას უპირატესობა მიენიჭება მარტოხელა პირებს, 0-დან 18 წლამდე სამი და მეტ შვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ასევე ოჯახს, სადაც ცხოვრობენ დედ-მამით ობოლი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
ვ) მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურმა გამოითხოვოს მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
5. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად (გარდა იმ განცხადებებისა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს), შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
6. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული.
7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ.
2. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირებს, რომლებიც მუნიციპალიტეტისა და ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენელთა მიერ შეირჩევიან ერთობლივად.
3. ,,პროფესიონალური/ხარისხიანი შინმოვლა“ გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმული პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათ სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, ბენეფიციარებს ემსახურება მაღალკვალიფიციური მულტიდისციპლინირებული გუნდი (ექიმი, ექთანი, ექთნის ასისტენტი, სოციალური მუშაკი, ოჯახის დამხმარე, ტექნიკური ასისტენტი).
2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
3. პროგრამის მიმდინარეობაზე მონიტორინგს და კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
4. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების ფორმით.
5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.