“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის საკონკურსო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2006 ძალადაკარგული 12.09.2011
ნომერი
№172
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.023.008.266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 14/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.008.266

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №172

2006 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის საკონკურსო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველის კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის საკონკურსო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. პაპუაშვილი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის საკონკურსო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თავი I

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 1. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) 2 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) დაცული ტერიტორიების სისტემის დანიშნულებასთან და მიზნებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების და ამ სფეროში არსებული ნორმატიული აქტების სათანადო ცოდნა;

ე) MS Office-ის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები;

ვ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) ტურიზმის/ვიზიტორთა მდგრადი მენეჯმენტის კარგი ცოდნა, რაც მოიცავს განათლებას გარემოს დაცვასა და ინტერპრეტაციის, ინფრასტრუქტურის დაპროექტების, ბუნების დაცვის დაფინანსების მოდელების, საძიებო/სამაშველო ოპერაციების სფეროებში;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული ტერიტორიების მართვა, ბუნებრივი და კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში.

თავი II

დაგეგმვის სამმართველო

    მუხლი 2. დაგეგმვის სამმართველოს უფროსი

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ტყის კოდექსი“: თავი IV, თავი VIII, თავი X, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის   2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) GIS, MS Office–ის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) ტურიზმის/ვიზიტორთა მდგრადი მენეჯმენტის კარგი ცოდნა, რაც მოიცავს განათლებას გარემოს დაცვასა და ინტერპრეტაციის, ინფრასტრუქტურის დაპროექტების, ბუნების დაცვის დაფინანსების მოდელების, საძიებო/სამაშველო ოპერაციების სფეროებში;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული ტერიტორიების მართვა, ბუნებრივი და კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;

გ) დაცული ტერიტორიების მართვისა და დაგეგმვის უცხოური/საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა;

დ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა;

ე) GIS- ის პროგრამის მოხმარების უნარ-ჩვევები.

    მუხლი 3. დაგეგმვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ბუნებრივი რესურსების მართვის დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) MS Office–ის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) დაცული ტერიტორიების დაგეგმარებისა და მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა და სამუშაო გამოცდილება ბუნებრივი რესურსების მართვაში;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული ტერიტორიების მართვა, ბუნებრივი და კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;

გ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა;

დ) GIS-ის პროგრამის მოხმარების უნარ-ჩვევები.

    მუხლი 4. დაგეგმვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მონაცემთა ბაზის უზრუნველყოფისა და GIS-ის დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) GIS, MS Office–ის, მონაცემთა ბაზისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

გ) MS Office-ის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) დაცული ტერიტორიების დაგეგმარებისა და მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა და სამუშაო გამოცდილება GIS-ის მოხმარება/მონაცემთა ბაზის მართვაში;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული ტერიტორიების მართვა, ბუნებრივი და კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;

გ) autoCAD-ის პროგრამის მოხმარების უნარ-ჩვევები;

დ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 5. დაგეგმვის სამმართველოს სპეციალისტი (ლანდშაფტის დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

გ) AutoCADD, MS  Office-ის, გრაფიკული დიზაინის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) დაცული ტერიტორიების დაგეგმარების, მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა და სამუშაო გამოცდილება ტერიტორიის დაგეგმარებასა ან/და ინფრასტრუქტურის განვითარებაში;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული ტერიტორიების მართვა, მდგრადი განვითარება, ბუნებრივი და კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;

გ) GIS-ის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები;

დ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

თავი III

განვითარების სამმართველო

    მუხლი 6. განვითარების სამმართველოს უფროსი

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონები, „საქართველოს ტყის კოდექსი“ I, II, III და V კარები, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) MS Office-ის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) ტურიზმის/ვიზიტორთა მდგრადი მენეჯმენტის კარგი ცოდნა, რაც მოიცავს განათლებას გარემოს დაცვისა და ინტერპრეტაციის, ინფრასტრუქტურის დაპროექტების, ბუნების დაცვის დაფინანსების მოდელების, საძიებო/სამაშველო ოპერაციების სფეროებში;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დაცული ტერიტორიების მართვა, მდგრადი განვითარება, ბუნებრივი და კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;

გ) დაცული ტერიტორიების მართვისა ინსტიტუციონალური მოწყობის მოწინავე უცხოური/საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა;

დ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 7. განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (იურისტი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) MS Office-ის პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: იურისპრუდენცია, დაცული ტერიტორიების მართვა, ბუნებრივი და კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;

ბ) დაცული ტერიტორიების ეფექტურად მართვის მექანიზმების კარგი ცოდნა;

გ) დაცული ტერიტორიების მართვაში უცხოური/საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა;

დ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 8. განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

გ) MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის მართვაში ან/და საკანდიდატო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) დაცული ტერიტორიების დაგეგმარებისა და მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა;

გ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება ან/და სხვა მსგავს სფეროებში;

დ) დაცული ტერიტორიების მართვაში უცხოური/საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა;

ე) GIS-ის პროგრამის მოხმარების უნარ-ჩვევები;

ვ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 9. განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (კულტურული რესურსების მართვის დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

გ) MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) სამუშაო გამოცდილება კულტურული რესურსების მართვაში;

ბ) დაცული ტერიტორიების დაგეგმარებისა და მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა;

გ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა არქეოლოგია/ხელოვნების ისტორია, კულტურული რესურსებისა და გარემოს მართვა, მდგრადი განვითარება ან/და სხვა მსგავს სფეროში;

დ) დაცული ტერიტორიების მართვაში უცხოური/საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა;

ე) GIS-ის პროგრამის მოხმარების უნარ-ჩვევები;

ვ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 10. განვითარების სამმართველოს სპეციალისტი (განათლებისა და ინტერპრეტაციის დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

გ) MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) სამუშაო გამოცდილება გარემოს დაცვით საგანამანათლებლო სფეროში;

ბ) დაცული ტერიტორიების დაგეგმარებისა და მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა;

გ) საერთაშორისო გამოცდილება გარემოსდაცვით სფეროებში ან/და სხვა მსგავს სფეროში;

დ) დაცული ტერიტორიების მართვაში უცხოური/საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა;

ე) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა;

თავი IV

ადმინისტრაციული სამმართველო

    მუხლი 11. ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, შრომის კანონთა კოდექსი, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 აგვისტოს №571 ბრძანება, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) MS Office-ის მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) დაცული ტერიტორიების დაგეგმარებისა და მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფინანსურ მენეჯმენტში, შესყიდვებისა ან/და სხვა მსგავსი სფერო;

გ) დაცული ტერიტორიების მართვისა და ინსტიტუციონალური მოწყობის მოწინავე უცხოური/საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა.

დ)წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა;

    მუხლი 12. ადმინისტრაციული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მთავარი ბუღალტერი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონები, „საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანება, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 აგვისტოს №571 ბრძანება, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) MSOffice-ისა და საბუღალტრო პროგრამების მოხმარების უნარჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტური მექანიზმების კარგი ცოდნა;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში/ ბუღალტერიასა ან/და სხვა მსგავს სფეროში;

გ) დაცული ტერიტორიების მართვისა და ინსტიტუციონალური მოწყობის მოწინავე უცხოური/საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა;

დ) ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;

ე) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა;

    მუხლი 13. ადმინისტრაციული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (იურისტი – შრომითი რესურსების მართვის დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ ,„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონები, შრომის კანონთა კოდექსი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

დ) კომუნიკაბელურობა (დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უნარი), ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

ე) MS Office–ის მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტში სახელმწიფო, კერძო ან/და არასამთავრობო სექტორში;

ბ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: გარემოს მართვა, სახელმწიფო და ბიზნეს ადმინისტრირება, კომუნიკაცია და/ან სხვა მსგავს სფეროში;

გ) გააჩნდეს დაცული ტერიტორიების მართვის, ინსტიტუციონალური მოწყობისა და კონცესიების მოწინავე უცხოური/საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა;

დ) კარგად ესმოდეს რა მოიაზრება დაცული ტერიტორიების მართვის ქვეშ და როგორ უნდა დამყარდეს კავშირი საზოგადოებასთან;

ე) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 14. ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონები, „საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანება, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 აგვისტოს №571 ბრძანება, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანება;

გ) MSOffice-ის და საბუღალტრო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) საერთაშორისო გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში/ ბუღალტერიასა ან/და სხვა მსგავს სფეროში;

ბ) დაცული ტერიტორიების მართვისა და ინსტიტუციონალური მოწყობის მოწინავე უცხოური/საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა;

გ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა;

დ) პრობლემის გადაჭრის უნარი, კომუნიკაბელობა (დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უნარი), ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

    მუხლი 15. ადმინისტრაციული სამმართველოს სპეციალისტი (შესყიდვების დარგში)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანებით №1 დამტიცებული დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11იანვრის №9 ბრძანება;

გ) MS Office-ის მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) სამუშაო გამოცდილება შესყიდვების ოპერაციების წარმართვაში (საქონლის, მომსახურების შესყიდვა) სახელმწიფო, კერძო ან/და არასამთავრობო სექტორში;

ბ) კარგად ესმოდეს, რა მოიაზრება დაცული ტერიტორიების მართვის ქვეშ;

გ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა შრომითი რესურსების მართვა, შესყიდვები ან/და სხვა მსგავს სფეროში;

დ) დაცული ტერიტორიების მართვის, ინსტიტუციონალური მოწყობისა და კონცესიების მოწინავე უცხოური/საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა;

ე) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 16. ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (აღმასრულებელი მდივანი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და ამოქმედების შესახებ“, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11იანვრის №9 ბრძანება;

გ) MS Office-ის მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო ან/და არასამთავრობო სექტორში;

ბ) კომუნიკაბელობა (დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უნარი), ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

გ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა.

    მუხლი 17. ადმინისტრაციული სამმართველოს სპეციალისტი (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) თემატიკა: „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11იანვრის №9 ბრძანება;

გ) MS Office-ის მოხმარების უნარ-ჩვევები.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:

ა) კომუნიკაბელობა (დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უნარი), ანალიტიკური უნარჩვევები;

ბ) წერითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სათანადო ცოდნა;

გ) საერთაშორისო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა შრომითი რესურსების მართვა, შესყიდვები ან/და სხვა მსგავს სფეროში.