ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნისთვის ოთარ ფაცაციას სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 17.12.2024
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016041
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში თეატრის ქუჩაზე მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოსტროვსკის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კრასნოდარის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნისთვის ოთარ ფაცაციას სახელის მინიჭების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №93
2024 წლის 17 დეკემბერი
ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნისთვის ოთარ ფაცაციას სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტისა, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის 12 დეკემბრის №01/2492 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში თამარ მეფისა და ბ. ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე მოედანს მიენიჭოს ოთარ ფაცაციას სახელი (დანართი მოედნის ორთოფოტო).
2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მისამართი ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია