სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017278 34
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
1,413 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
სამხედრო მოსამსახურე
სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე
მუხლი 3
სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურება
სამხედრო მოსამსახურისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული დაწინაურების წესით
მუხლი 3
ქვედანაყოფის მეთაური
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №101 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ თავდაცვის კოდექსის 45-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები“. მუხლი 2🔗 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 და მე-10 მუხლებისა, ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 და მე-10 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი სამხედრო  მოსამსახურეთა  წოდებრივი  დაწინაურების  წესი  და  პროცედურები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეთათვის მორიგი სამხედრო წოდების (გარდა საომარი მდგომარეობის დროს ვადამდე მორიგი სამხედრო წოდებისა)  მინიჭების საკითხებს. 2. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდება სამხედრო მოსამსახურეს ენიჭება თავდაცვის კოდექსის 45-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილებით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗.  მიზანი და პრინციპები 1. ამ წესის მიზანია შესაბამისი განათლების, პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურეთა მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების უზრუნველყოფა. 2. სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურება ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, კონკურენტული შერჩევის, აგრეთვე სამხედრო თანამდებობებზე წოდებრივ-თანამდებობრივი ურთიერთთავსებადობისა და ბალანსის დაცვის პრინციპებს. მუხლი 3🔗.  ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამხედრო მოსამსახურე – სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე; ბ) სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურება – სამხედრო მოსამსახურისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული დაწინაურების წესით; გ)  ქვედანაყოფის მეთაური – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. მუხლი 4🔗. მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების პირობები 1. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. 2. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა; ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი მორიგი სამხედრო წოდებისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა; დ) შერჩევის საბჭომ მიიღო მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (წოდებრივი დაწინაურების) შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიებისთვის. 3. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მოსამსახურეს სამხედრო წოდება არ მიენიჭება თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 5🔗. დეცენტრალიზებული დაწინაურების ქვემდებარე სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი კატეგორიები 1. სამხედრო მოსამსახურეთა დეცენტრალიზებული დაწინაურება ვრცელდება: ა) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის,  უფროსი ლეიტენანტის და კაპიტნის სამხედრო წოდების მისანიჭებლად; ბ) რიგითების, კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობისთვის, I კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის და უფროსი სერჟანტის სამხედრო წოდებების მისანიჭებლად; გ) პირებზე, რომლებიც იმყოფებიან აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის წოდებრივ დაწინაურებაზე ან დაწინაურების მიზანშეუწონლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ქვედანაყოფის მეთაური. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს მორიგ სამხედრო წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი პირი. მუხლი 6🔗. დეცენტრალიზებული დაწინაურების პროცესი 1. დეცენტრალიზებული დაწინაურების მიზნით, ქვედანაყოფის მეთაური გამოავლენს შესაბამის კანდიდატებს (რომლებსაც ჯერ არ უკავიათ მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის საჭირო თანამდებობა) სამხედრო სამსახურის საჭიროებისა და  მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 2. ქვედანაყოფის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კანდიდატის წოდებრივი დაწინაურების ან დაწინაურების მიზანშეუწონლობის თაობაზე, კანდიდატის მოსამსახურის განათლებაზე, ცოდნის დონეზე, გამოცდილებაზე, უნარ-ჩვევებზე, სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე დაყრდნობით, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. 3. წოდებრივი დაწინაურების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე დაინიშნება ერთი საფეხურით მაღალ საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე, რის შემდეგაც მას მიენიჭება მორიგი სამხედრო წოდება. 4. სამხედრო მოსამსახურეს, მისი წოდებრივ დაწინაურებაზე მიზანშეუწონლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეძლევა შესაძლებლობა, რომ გადაინიშნოს სხვა გვარეობაში შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობით. 5. სამხედრო მოსამსახურეს, მის წოდებრივ დაწინაურებაზე მიზანშეუწონლობის თაობაზე  მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივ დაწინაურებაზე ან დაწინაურების მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ რეკვიზიტებს. მითითებული გადაწყვეტილება დაინტერესებულ სამხედრო მოსამსახურეს ეცნობება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და ფორმით. მუხლი 7🔗. ცენტრალიზებული დაწინაურების ქვემდებარე სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი კატეგორიები 1. სამხედრო მოსამსახურეთა ცენტრალიზებული დაწინაურება ვრცელდება: ა) ოფიცრების შემადგენლობისათვის, მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის და პოლკოვნიკის სამხედრო წოდებების მისანიჭებლად; ბ) სერჟანტების შემადგენლობისათვის – მასტერ-სერჟანტის და მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდებების მისანიჭებლად. 2. ცენტრალიზებული დაწინაურება ხორციელდება შესაბამისი დონის შერჩევის საბჭოს მიერ სამხედრო მოსამსახურის დაწინაურების ან დაწინაურებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს მორიგ სამხედრო წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი პირი. მუხლი 8🔗. ცენტრალიზებული დაწინაურების პროცესი 1. ცენტრალიზებული დაწინაურება ხორციელდება წელიწადში ერთხელ, გვარეობათა ჯგუფების, გვარეობების ან გვარეობათა ძირითადი სპეციალობების მიხედვით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ კატეგორიებში არ იგეგმება დაწინაურება), დაწინაურების პროცედურებით გამოვლენილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის მომდევნო წელს მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზნით. 2. ცენტრალიზებული დაწინაურება მოიცავს სამ ეტაპს: ა) პირველი ეტაპი –  სამხედრო გვარეობათა ჯგუფების, გვარეობების ან გვარეობათა ძირითადი სპეციალობების, აგრეთვე საშტატო თანამდებობების მიხედვით, მომდევნო წლისთვის წოდებრივად დასაწინაურებელ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის დამტკიცება, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) მეორე ეტაპი – შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე იმ სამხედრო მოსამსახურეთა გამოვლენა, რომლებიც მომავალ წელს ექვემდებარებიან წოდებრივ დაწინაურებას ამ წესის მე-4 მუხლის  შესაბამისად; გ) მესამე ეტაპი – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამხედრო მოსამსახურეთა წარდგენა შერჩევის საბჭოებისთვის, რომლებიც ადგენენ დასაწინაურებელ სამხედრო მოსამსახურეთა პრიორიტეტულ სიას და იღებენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების ან წოდებრივ დაწინაურებაზე უარის თქმის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე შერჩევის საბჭო, სამხედრო მოსამსახურისთვის ქულათა მინიჭების პრინციპის დაცვით, ადგენს პრიორიტეტულ სიას, რომელშიც ყველაზე მეტი ქულის მქონე მოსამსახურე იკავებს პირველ ადგილს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეთა პრიორიტეტული სიის საფუძველზე დგინდება მომდევნო წელს წოდებრივად დასაწინაურებელ სამხედრო მოსამსახურეთა სია (ანბანური თანმიმდევრობით), რომელიც ქვეყნდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 5. დასაწინაურებლად შერჩეული სამხედრო მოსამსახურე ინიშნება მისთვის შეთავაზებული, მისანიჭებელი სამხედრო წოდების შესაბამისი, არაუმეტეს სამი თანამდებობიდან ერთ-ერთზე. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ვერ/არ შეარჩევს შეთავაზებული თანამდებობიდან ერთ-ერთს, იგი ინიშნება შეთავაზებული თანამდებობებიდან ერთ-ერთზე, თანამდებობის შემთავაზებლის გადაწყვეტილებით. 6. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებამდე დარჩენილი აქვს არაუმეტეს 6 თვისა, შესაძლებელია დაიკავოს ერთი საფეხურით მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, თუ ამავე სიაში არ იმყოფება ისეთი მოსამსახურე, რომელსაც უფრო ადრე აქვს მინიჭებული სამხედრო წოდება და აკმაყოფილებს ამ თანამდებობისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 7. შესაბამისი საშტატო კატეგორიის თანამდებობის არსებობის შემთხვევაში და ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სიის ამოწურვის შემდეგ, სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაწინაურდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ სიაში მყოფი მოსამსახურე (აღნიშნულ პროცესში უპირატესობა ენიჭებათ პრიორიტეტული სიიდან დასაწინაურებლად შერჩეული მოსამსახურეების სიის შემდეგ მყოფ მოსამსახურეს). 8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული დასაწინაურებელ მოსამსახურეთა რაოდენობა აღემატება შერჩევის საბჭოს მიერ დასაწინაურებლად შერჩეულ მოსამსახურეთა რაოდენობას, დაწინაურდება ყველა შერჩეული სამხედრო მოსამსახურე. 9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ, წოდებრივად დასაწინაურებელ სამხედრო მოსამსახურეთა სიაში შემავალ მოსამსახურეს ენიჭება მორიგი სამხედრო წოდება, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადების დადგომის თანმიმდევრობის დაცვით. 10. სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურეს, მაიორად დაწინაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეძლევა სხვა გვარეობაში გადასვლის შესაძლებლობა. 11. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივ დაწინაურებაზე ან დაწინაურებაზე  უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ რეკვიზიტებს. მითითებული გადაწყვეტილება დაინტერესებულ სამხედრო მოსამსახურეს ეცნობება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით და ფორმით. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები 1. 2026 წლის 1 იანვრამდე სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურება განხორციელდეს ამ მუხლით განსაზღვრული წესით. 2. წოდებრივი დაწინაურება ხორციელდება ცენტრალიზებულად და დეცენტრალიზებულად. 3. წოდებრივი დაწინაურება: ა) ცენტრალიზებულად საჭიროებს შესაბამისი სახის შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებას; ბ) დეცენტრალიზებულად არ საჭიროებს შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებას და ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით. დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქვედანაყოფის მეთაური მოსამსახურის განათლებაზე, ცოდნის დონეზე, გამოცდილებაზე, უნარ-ჩვევებზე, სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე დაყრდნობით. 4. დეცენტრალიზებულ წოდებრივ დაწინაურებას ექვემდებარება - I კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის და უფროსი სერჟანტის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება. 5. ცენტრალიზებულ წოდებრივ დაწინაურებას ექვემდებარება: ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობა მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისას; ბ) უფროსი ლეიტენანტისა და კაპიტნის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისას; გ) მასტერ-სერჟანტისა და მთავარი სერჟანტის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისას. 6. სამხედრო მოსამსახურის მიერ ერთი საფეხურით მაღალი თანამდებობის დაკავების შემდეგ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წოდებრივი დაწინაურებისთვის, საკითხი წარედგინება შესაბამისი სახის შერჩევის საბჭოს, სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე. 7. ცენტრალიზებული წოდებრივი დაწინაურებისთვის შერჩევის საბჭო განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ენიჭება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი მორიგი სამხედრო წოდება. 8. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მოსამსახურეს სამხედრო წოდება არ მიენიჭება თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 9. სამხედრო მოსამსახურეს განემარტება წოდებრივ დაწინაურებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი.   10. სამხედრო მოსამსახურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებები 1. ცენტრალიზებული დაწინაურების პროცესის იმპლემენტაციის გეგმა (აქტივობები, ეტაპები, ვადები, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები) და წოდებრივი დაწინაურების დეტალური სამოქმედო პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ წესით განსაზღვრული დაწინაურების მოსამზადებელი პროცედურები განხორციელდეს 2025 წლის განმავლობაში, ხოლო 2026 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდიდან ამ წესით დაწინაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, წოდებრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.