დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2024
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016573 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.12.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოძრაობის მარშრუტების, მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2024 წლის 24 დეკემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №141 მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1.00 ლარით.
მუხლი 3🔗
1.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე 50% შეღავათიანი ტარიფით, მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირებს –დევნილებს;
გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ე) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ვ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ზ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
თ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის“ თანამშრომლებს;
კ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;
ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს;
მ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
მუხლი 4🔗
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორცილებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტი.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას ნერგავს და მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს საამისოდ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი ტარიფით მოსარგებლე მგზავრებისთვის და მე-3 მუხლით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო და საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.
3. წინამდებარე დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისთვის შესაბამისი ინფორმაციის, მათ შორის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემების, მიწოდების/დამუშავების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „დ - „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით-სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“;
ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით - „საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“;
გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
მუხლი 5🔗
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების და სხვა მგზავრთა მგზავრობა ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო და საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
2. სამგზავრო და საბანკო პლასტიკური ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეულ უფლებამოსილ სუბიექტთან წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7🔗
ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილი სუბიექტის ანგარიშზე.
მუხლი 8🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობის და შემოსული თანხების შესახებ .
მუხლი 9🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 მაისის №9 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 20/05/2024, 010250050.35.169.016564).
მუხლი 10🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები
მარშრუტის №
ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები
მარშრუტის უკუმიმართულება
ავტობუსების (M3 კატეგორია) ყოველდღიური რაოდენობა
ინტერვალი საშუალოდ (წთ)
141
სოფელი სამრეკლოდან
– ქ. დედოფლისწყარო – სოფელ ხორნაბუჯი- სოფ ჭოეთამდე
წრიული
1
60