📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2024
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016420 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
1,572 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 18.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 20.07.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 23.03.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 03.06.2022 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 03.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. სიღნაღი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის   25-ე    მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების  აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების    განვითარების    ხელშეწყობის    განსახორციელებლად  გათვალისწინებული  თანხების განკარგვის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის N12 დადგენილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“(www.matsne.gov.ge, 05/04/2017, 010250050.35.168.016210). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი დანართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი თავი I ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (შემდგომში – „ამხანაგობა“) აღრიცხვის პროცედურები წესრიგდება წინამდებარე წესისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი  სიღნაღის მუნიციპალიტეტის  მერიას  (შემდგომში  –  „მერია“)  მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა ერთვოდეს: ა)  ნოტარიულად  დამოწმებული  ამხანაგობის  წესდების  ასლი,  ან  ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი (ამხანაგობის წესდების არარსებობის შემთხვევაში); ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის წარდგენის  შემთხვევაში  საერთო  კრებაზე  გადაწყვეტილების  მიმღებ  ამხანაგობის  წევრთა  – (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ)  საჯარო  რეესტრის  ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ე)  ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული  მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ  მმართველს  შორის  გაფორმებული  ხელშეკრულების  ნოტარიულად  დამოწმებული დედანი/ასლი; ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს. 3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას. 4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ   მიღებული   გადაწყვეტილების   საფუძველზე,   ერთი   ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას. მუხლი 2🔗 1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელი; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;  დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;  ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის  წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების  მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) გადაწყვეტილება; ლ)    ამხანაგობის    თავმჯდომარის    არჩევის    შემთხვევაში,   ამხანაგობის   თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 3🔗 1. მერია,  ,,საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის“   შესაბამისად,  აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ. აღრიცხვაზე აყვანის შემთხვევაში, მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს.  2. ბინათმესაკუთრეთა   ამხანაგობის   აღრიცხვის   ფურცელი   უნდა   შეიცავდეს   შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 4🔗 1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში  ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, ან საჯარო  რეესტრის  ამონაწერი,  რომელიც  ადასტურებს  ამხანაგობის  ახალი  თავმჯდომარის  იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც იგი თავმჯდომარედ აირჩიეს; ე)  სხვა  დოკუმენტაცია,  რომელიც  ადასტურებს  ამხანაგობის  სააღრიცხვო  დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. მერია, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 5🔗 ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის  პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა,  ან  წარმოდგენილ  დოკუმენტებში  ისეთი  არაზუსტი  მონაცემების  მითითება, რომელიც  გამორიცხავს  აღნიშნული  დოკუმენტაციის  საფუძველზე  ამხანაგობის  აღრიცხვას  ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მუხლი 6🔗 ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს  მიერ ამხანაგობის იმ  კრების ოქმის ბათილად  ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ)   „ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  შესახებ“  საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 7🔗 ამხანაგობის  თავმჯდომარის   არყოფნის  ან   მის   მიერ  თავისი   მოვალეობის  შესრულების შეუძლებლობის  შემთხვევაში,  ამხანაგობას  წარმოადგენს  მისი  ნებისმიერი  წევრი,  ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მუხლი 8🔗 ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად. თავი II ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი მუხლი 9🔗 1. ბინათმესაკუთრეთა    ამხანაგობის    განვითარების    ხელშეწყობის   განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი რეგულირდება წინამდებარე წესისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად. 2. ბინათმესაკუთრეთა    ამხანაგობის    განვითარების    ხელშეწყობის   განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, მერიისთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს მერიაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – „ამხანაგობა“). 3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, მერიისთვის  მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ბინების მესაკუთრეებს, ან კანონიერ მოსარგებლეებს, თუ შესაბამისი ბინის  მესაკუთრის  ადგილსამყოფელი  დაუდგენელია  ან/და  იგი  მონაწილეობას  არ  იღებს გადაწყვეტილების მიღებაში. 4. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის გადაუდებელი აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით მერია სრულად (100%-ით) აფინანსებს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: ა) შენობის სახურავის შეკეთების/ახლის მოწყობის სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ბრტყელი და ქანობიანი გადახურვა) ; ბ) სადარბაზოების კეთილმოწყობის სამუშაოები (დაზიანებული მოაჯირებისა და კიბეების აღდგენა); გ) კედლების შელესვა-შეღებვა, სადარბაზოს კარებისა და ფანჯრების დამზადება- მონტაჟი; დ) შენობის ძირითადი მზიდი კედლების (გარე ნაწილი), საძირკველის გამაგრება - რეაბილიტაცია; ე)  წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის (საერთო სარგებლობის) გაყვანილობის სამუშაოები; ვ) ფასადის შეკეთება; ზ) პროექტირების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება). 5. მერი აგრეთვე უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს ამხანაგობისათვის სრულად (100%-ით) დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახე, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-4 პუნქტში და მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით წარმოადგენს ამხანაგობების განვითარებისთვის არსებითი და გადაუდებელი მნიშვნელობის მქონე სამუშაოებს. 6. გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 40%-ის თანამონაწილეობით. 7. მერიისგან დაფინანსების მისაღებად ამხანაგობამ საკუთარ ანგარიშზე უნდა განათავსოს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების აუცილებელი სადანახარჯო შენატანის შემდეგი ოდენობა: ა)  ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის 100 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში -5% ; ბ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, 100 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში -3% . მუხლი 10🔗 1. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) მერიის დასახელებას; ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; გ)  პრობლემის  არსს,  რომელიც უნდა შეიცავდეს  იმ  კონკრეტული  პრობლემების  მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები და რომელიც  უნდა  ეფუძნებოდეს  შესაბამისი სუბიექტის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას; ე) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს. 2. განცხადებას  თან უნდა ერთვოდეს: ა) მერიის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი; ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, შესაბამისი სუბიექტის მიერ მომზადებული დეფექტური  აქტის  ან/და  შესასრულებელი  სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვის  დედანი,  რომელიც შედგენილი  უნდა  იყოს  მოქმედი სამშენებლო  ნორმებისა  და წესების მიხედვით, რესურსული მეთოდისა და საბაზრო ფასების გამოყენებით. მუხლი 11🔗 1. მერია, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას  წინამდებარე წესით დადგენილ პირობებთან. 2. მერია  ვალდებულია,  ,,საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის“  შესაბამისად და კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  მიიღოს  გადაწყვეტილება  განმცხადებლის  მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) წარმოდგენილი  ხარჯთაღრიცხვა ან/და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით; ბ)  შესასრულებელი  სამუშაოს  სპეციფიკიდან,  ღირებულებიდან  ან/და  სხვა  დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება არ არის მიზანშეწონილი; გ) ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი; დ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში  ან თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს საგარანტიო ვადა; ე) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. მუხლი 12🔗 1. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან 3 (სამი) კვირის ვადაში, თვითონ გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის მომსახურე სუბიექტთან, რომელიც განახორციელებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. 2. ამხანაგობა  ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან 3 (სამი) კვირის ვადაში  მერიას წარუდგინოს: ა) მომსახურე შესაბამის სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი; ბ) ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი. 3. მერიის  გადაწყვეტილებაში  მითითებული  შესასრულებელი  სამუშაოს  მოცულობის  ან/და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შემცირების შემთხვევაში ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან  3   კვირის  ვადაში,  წარუდგინოს   მერიას  განცხადება  და  მომსახურე შესაბამისი   სუბიექტის   მიერ   შედგენილი   ახალი   დეფექტური   აქტი   ან/და ხარჯთაღრიცხვის დედანი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მერი იღებს გადაწყვეტილებას  განცხადების დაკმაყოფილების შესახებ .   5. ამხანაგობა  არ  არის  უფლებამოსილი,  განცხადების  დაკმაყოფილების  შემდეგ  შეცვალოს მომსახურე შესაბამისი სუბიექტი. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა გამოიწვევს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ    ინდივიდუალური    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტის    ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა,  როდესაც  ამხანაგობის  თავმჯდომარის  დასაბუთებული წერილობითი განცხადების  საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს მერია საპატიოდ მიიჩნევს. მუხლი 13🔗 1. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მერიაში წარადგინოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე  ტექნიკურ-ფინანსური  ანგარიში,  შესაბამისი  აკრედიტებული  ექსპერტის  დადებით დასკვნასთან ერთად, რომლის საფუძველზე, მერია ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას. 2. თუ  მომსახურე  შესაბამისი  სუბიექტი  დაარღვევს  ამხანაგობასთან  გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.), მერიას უფლება ეძლევა შემდგომში არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის ის განცხადება, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მომსახურე შესაბამისი სუბიექტის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა.