⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016543 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
405 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
01.01.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №46 2024 წლის 25 დეკემბერი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები  დანართი N1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა  დანართი N2-ის  შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების  შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N32 დადგენილება (www. Matsne.gov.ge, 26.12.2023 წ, 010250050.35.125.016489). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის  1 იანვრიდან.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე დანართი N1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება,  საშტატო ნუსხა  და თანამდებობრივი სარგოები # თანამდებობის დასახელება საშტატო რიცხოვნობა სახელფასო კოეფიციენტი საბაზისო თანამდებობრივი სარგო თანამდებობრივი სარგო ხელფასის ფონდი 1 საკრებულოს თავმჯდომარე 1 6002 6002 2 საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1 4537 4537 3 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2 3957 7914 4 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 5 3218 16090 5 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 2 2928 5856 6 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 3 2347 7041 სულ 14 47440 საკრებულოს აპარატი 1 I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი) 1 2,0 1460 2920 2920 2 III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში) 1 1,1 1460 1606 1606 3 III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში) 1 1,1 1460 1606 1606 4 III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  (სხდომების ადმინისტრირებისა და საოქმო საკითხებში) 1 1,1 1460 1606 1606 სულ 4 7738 სულ ჯამი 18 55178 დანართი №2 N შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციის დასახელება სარგო (ლარი) 1 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე 1 1597 2 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი 1 1283 3 მდივან-რეფერენტი 1 1440 4 საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი 1 1440 5 ანალიტიკისა და სტატისკის სპეციალისტი 1 1440 6 მძღოლი 1 1440 სულ 6 8640