„ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2024 წლის 26 დეკემბერი ქ. ყვარელი |
1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშუტებით მგზავრობის საფასურის გადახდა მოხდეს ელექტრონულად, სამგზავრო/საბანკო ბარათის მეშვეობით.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების, ხოლო საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში, ასევე, საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანების ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისათვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.
4. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
5. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.
6. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) შესაბამისი სამართლებრივი სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.
7. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.
8. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო/საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
2. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შესაბამისი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემების, მიწოდების /დამუშავების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „1.1“ , „1.2“, „1.3“, „1.4“, „1.5“, „1.6“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „1.7“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს;
გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან დაკავშირებით – სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“.
3. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1.ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითარში მითითებული ჯარიმის თანხის ჩარიცხვა მოხდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“.
4. დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე მგზავრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.“.
|