“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა –მთიანეთისა და კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების" დებულების დამტკიცების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2006 ძალადაკარგული 20.03.2013
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.029.008.286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 23/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.008.286

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №24

2006 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახ­ლების სამინისტროს დებულე­ბის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგა­ნოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერე­თის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ზუგდიდის სამართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების მინის­ტრის 2005 წლის 14 იანვრის №40, „საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინის­ტრის 2005 წლის 14 იანვრის №38, „საქართვე­ლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულების დამტკი­ცების შე­სა­ხებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 25 თებერვლის №162 ბრძა­ნებები.

3. ბრძანება ძალში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტროს ტერიტორიული ორგანო – სამმარ­თველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნის­ტროს დებულე­ბის დამტკიცების შესახებ“ სა­ქარ­­თვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დად­გენილების საფუძ­ველზე.

2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბა­მის რეგიონში.

3. სამმართველოს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარ­ჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.

4. სამმართველო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრე­ბის მიზნობრივ გამოყენებაზე.

5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონე­ბით. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულე­ბით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დად­გენილებებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახ­ლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანე­ბებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები

სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბე­ბის ხელშეწყობა;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე ლტოლვილთა, დევნილთა, რეპატრიანტთა და საგანგებო სიტუაციე­ბით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანი­ზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

გ) სამოქმედო ტერიტორიაზე ლტოლვილთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქარ­თვე­ლოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგი­ლებზე დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა;

დ) სამოქმედო ტერიტორიაზე მიგრაციული ნაკა­დების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;

ე) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილ­თა შესახებ“ საქართველოს კანონით ტერიტორიულ ორგანოზე განსაზღვრული ფუნქციების რეალიზება.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილება

1. სამმართველო თავისი ამოცანების და ფუნქციე­ბის შესრულებისას უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სხვა ტერი­ტო­რიული ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევ­ნილ­თა და ლტოლვილთა სოციალური პირობე­ბის გაუმ­ჯობესების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

გ) განიხილოს განცხადებები, საჩივრები, წინადა­დებები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დასმულ საკითხებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშა­ვებაში.

2. სამმართველო პასუხისმგებელია მასზე დაკის­რებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

    მუხლი 4. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება

1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;

ბ) სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამმართველოს;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსა­ხურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრუ­ლებას;

დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს.

3. სამმართველოს ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.

4. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინის­ტრი.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.