📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016533 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 4 ვერსია ↓
508 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
01.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (4)
27.12.2024
31.01.2025
30.05.2025
26.12.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2024 წლის 26 დეკემბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და  ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1 -ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №2 -ის მიხედვით. მუხლი 3🔗 1.  დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა დანართი №3-ის  შესაბამისად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ  მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილება (matsne.gov.ge, 26/12/2023, ს/კ 010250020.35.152.016504).               მუხლი 5🔗     დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.   დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური დანართი №1 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები № თანამდებობათა დასახელება თანამდებობათა სარგოები (ლარებში) საშტატო რიცხოვნობა 1 საკრებულოს თავმჯდომარე 5990 1 2 საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 4525 1 3 საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე 3860 2 4 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 3194 5 5 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 2925 3 6 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 2263 9 დანართი №2 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები N თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი  სარგო საშტატო ერთეულის  რაოდენობა 1 პირველი რანგი - საკრებულოს აპარატის უფროსი 2920 1          საორგანიზაციო განყოფილება 2 მე-2 რანგი  - განყოფილების უფროსი                2336 1 3 მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ოპერატორ-საქმისმწარმოებელი 1898                     1 4 მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -  ორგანიზაციულ საკითხებში 1898 1 5 მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საქმისწარმოების საკითხებში 1752                     1 6 მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საოქმო და სამდივნო მომსახურების საკითხებში 1752 1 7 მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში 1752 1 სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 8 მე-2 რანგი  - განყოფილების უფროსი 2336                   1 9 მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- სამართლებრივი ურთიერთობის საკითხებში 1898                    1 10 მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მედიასთან ურთიერთობის, საგამომცემლო და საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებში 1898                    1 11 მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში 1752 1 12 მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხებში 1752 1 სულ 23944 12 დანართი №3 შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა N შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობა 1 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე 2 2 მძღოლი 1