შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცება

მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.04.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016194 58
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2024
413 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2024 მიღება
01.04.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 26.03.2025 საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 27.12.2024 შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 25.03.2025 შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 83% 27.12.2024 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 81% 12.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №68 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3311-XIმს-Xმპ, 28/06/2023, №310150000.05.001.020985) მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების  ინსპექტირების წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების (შემდეგში – სატრანსპორტო საშუალება) ინსპექტირების წესის (შემდეგში – წესი) მოთხოვნები ვრცელდება შიდა სახმელეთო წყლებში ჩართულ სატრანსპორტო საშუალებებზე. 2. ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. სატრანსპორტო  საშუალების ინსპექტირების სახეები 1. სატრანსპორტო  საშუალების ინსპექტირების სახეებია: ა) პირველადი ინსპექტირება; ბ) პერიოდული ინსპექტირება; გ) არაგეგმური ინსპექტირება. მუხლი 4🔗. პირველადი ინსპექტირება 1. სატრანსპორტო საშუალების პირველადი ინსპექტირება ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში – რეესტრი) რეგისტრაციამდე. 2. პირველადი ინსპექტირებისას ხორციელდება მცურავი საშუალების: ა) შესაბამისობის დადგენა ფაქტობრივ მდგომარეობასთან; ბ) კორპუსის შემოწმება წყალგაუმტარობაზე;                       გ) ყველა მექანიზმის ტექნიკური გამართულობის დადგენა; დ)  აღჭურვილობის შესაბამისობის დადგენა. 3. პირველადი ინსპექტირების დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) სატრანსპორტო საშუალების ზოგადი მდგომარეობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; ან ბ) აღმოჩენილი შეუსაბამობები გამოსწორდა დადგენილ ვადაში. 4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ნაოსნობა შეუძლებელია. მუხლი 5🔗.  პერიოდული ინსპექტირება 1. სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება მცურავი საშუალების ტექნიკური მდგომარეობის ნაოსნობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. 2. პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეესტრში რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში.    მუხლი 6🔗.  არაგეგმური ინსპექტირება 1. არაგეგმიური ინსპექტირება ხორციელდება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში; ბ) სატრანსპორტო საშუალების ინციდენტის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის დადგენის მიზნით; გ) სააგენტოსთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა გარემოებების შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ნაოსნობის უსაფრთხოებაზე. 2. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან სააგენტოს მოთხოვნით, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა მაინც. მუხლი 7🔗.  პასუხისმგებლობა  პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.