პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის „საქართველოში მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით 2017 წლის 24 თებერვალს გაფორმებული პროექტის ქონების გადაცემის შესახებ სასესხო ხელშეკრულება, დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის 2 (ორი) ცალი კომპაქტორიან ნაგავმზიდი მანქანის და 165 (ასსამოცდახუთი) ცალი ნარჩენების კონტეინერის გადაცემის შესახებ.

სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 419,1 ათას ლარს, საიდანაც 2019 წელს გადახდილია 29,9 ათასი ლარი, 2020 წელს - 59,9 ათასი ლარი, 2021 წელს - 59,9 ათასი ლარი, 2022 წელს 59,9 ათასი ლარი, 2023 წელს - 59,9 ათასი ლარი სულ ჯამში 269,5 ათასი ლარი. 2024 წლის 1 იანვრისათვის გადასახდელი ძირითადი თანხა რჩება 149,6 ათასი ლარი, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 89,7 ათასი ლარი.

თავი II. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამე