განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5,066.6 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2024 წლის გეგმა

04 00

განათლება

5066.6

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

3407.2

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

91.6

04 03

საჯარო სკოლების ხელშეწყობა

1567.8

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

დაფინანსება ათას ლარში

04 01

3407,2

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

დღეის მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 18 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 600-ზე მეტი აღსაზრდელი.

პროგრამის მიზანია:

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექტიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირება გენდერულად მნიშვნელოვანია, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.

მოსალოდნელი შედეგი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - სკოლამდელი აღზრდის ცენტრში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 4-ის ამოცანა 4.2: 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის ადრეულ ასაკში განვითარების, ზრუნვისა და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისათვის

ამოცანა 4.5: 2030 წლისთვის ბავშვებისთვის, მათ შორის მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა უთანასწორობების აღმოფხვრის მიზნით

გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები

დიახ

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

დაფინანსება ათას ლარში

04 02

91,6

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მჭადიჯვრის სკოლამდელი აღზრდის ფილიალის რეაბილიტაცია და ეზოში საწყობის შენობის მოწყობა, სოფ. ოძისის საბავშვო ბაღის შენობის და ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული პირობები

პროგრამის დასახელება

კოდი

საჯარო სკოლების ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

04 03

1567,8

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურები.

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება.

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურ