📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.12.2024
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №30/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016032 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
870 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სააგენტო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მუხლი 2
კანონი
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 2
ბრძანება
სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე
მუხლი 2
სამართალდამრღვევი პირი
კომერციული ბანკი და მიკრობანკი, რომელმაც ჩაიდინა კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება.  2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.06.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.08.2023 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.03.2023 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.09.2023 ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.08.2024

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ  – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება  №30/ნ 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის,  23-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქცია“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №1/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიერ კანონისა და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად დეპოზიტორებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის, სააგენტოსათვის შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობისა და პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანების დადგენილ ვადაში ან ოდენობით შეუტანლობის შემთხვევაში, ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე სააგენტოს უფროსის ბრძანების ფორმას, რეკვიზიტებს და შედგენის წესს, ასევე ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების პროცედურას. 2. წინამდებარე ინსტრუქციით, ასევე განისაღვრება აღსრულების პროცედურული საკითხები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო; ბ) კანონი – „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ბრძანება – სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე; დ) სამართალდამრღვევი პირი – კომერციული ბანკი და მიკრობანკი, რომელმაც ჩაიდინა კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება.  2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. ფულადი სანქციის დაკისრება 1. კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიერ კანონისა და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად დეპოზიტორებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის, სააგენტოსათვის შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობისა და პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანების დადგენილ ვადაში ან ოდენობით შეუტანლობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დარღვევა არაერთჯერადია და დამრღვევის მიმართ იმავე დარღვევისათვის უკვე გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სანქცია – წერილობითი გაფრთხილება, სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება 2. კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციულ ბანკს და მიკრობანკს დაეკისრება ფულადი სანქცია დარღვევის გამოვლენისას, ერთჯერადად, მიუხედავად მანამდე ჩადენილი დარღვევის რაოდენობისა. 3. კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციულ ბანკს და მიკრობანკს დაეკისრება ფულადი სანქცია დარღვევის გამოვლენისას, ერთჯერადად, მიუხედავად მანამდე ჩადენილი იმავე სახის დარღვევის რაოდენობისა. 4.  კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრძანების შედგენა ხდება, დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) დღით გადახდის ვადაგადაცილებისა. თუ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 10 (ათი) დღეს და სამართალდამრღვევის მიერ დარღვევა ჯერაც არ გამოსწორებულა, ამ შემთხვევაში სააგენტოს უფროსი გამოსცემს ბრძანებას, სადაც აისახება 10 დღის ვადაგადაცილების ჯარიმა, ხოლო შემდეგ გამოსცემს მეორე ბრძანებას ვადაგადაცილებულ დღეთა პროპორციულად, ამ პუნქტის თავისებურებათა გათვალისწინებით. 5. სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება იმავდროულად წარმოადგენს საჯარიმო ქვითარს, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისათვის (კომერციული ბანკი/მიკრობანკი) ფულადი სანქციის (შემდგომში – ჯარიმა) დაკისრება და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად. 6. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. მუხლი 4🔗. ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირი ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს სააგენტოს უფროსი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – უფლებამოსილი პირი). მუხლი 5🔗. ბრძანების ფორმა და შინაარსი 1. ბრძანება უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს: ა) ბრძანების ნომერი; ბ) ბრძანების შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; გ) ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სამართალდამრღვევი პირის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი; ე) სამართალდარღვევის არსი; ვ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ზ) ჯარიმის ოდენობა; თ) გასაჩივრების წესი. 2. ბრძანება გამოიცემა შესაბამის ტიტულოვან ქაღალდზე (ბლანკზე) და ხელს აწერს უფლებამოსილი პირი. მუხლი 6🔗. ბრძანების ჩაბარება 1. ბრძანება ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს, მის ოფიციალურ, იურიდიულ (ან სააგენტოსთვის ცნობილ ფაქტობრივ) მისამართზე საფოსტო გზავნილის მეშვეობით, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 2. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება სამართალდამრღვევი პირის წარმომადგენლისთვის მისი ჩაბარების მომენტიდან. ამ მუხლის მიზნებისთვის სამართალდამრღვევი პირის წარმომადგენლად მიიჩნევა სამართალდარღვევი პირის საქმისწარმოების სტრუქტურული ერთეულის (კანცელარია) წარმომადგენელი. მუხლი 7🔗. ჯარიმის გადახდა სამართალდამრღვევი პირი ვალდებულია ჯარიმა გადაიხადოს ბრძანების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში. მუხლი 8🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი), რომელიც სააღსრულებო ღონისძიებათა დაწყების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 9🔗. ბრძანების გასაჩივრება სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ბრძანება, მისი ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. ვადების ათვლა წინამდებარე ინსტრუქციის განსაზღვრული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება და გაითვალისწინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულება წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო  ფ უ რ ც ე ლ ი საქმე №----- სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                       (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბრძანება, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბრძანების გამოცემის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ უფროსი  ------------------------------ ბეჭდის ადგილი