ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2025 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.605850 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2024 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.12.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2025 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2025 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2025 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი (წესი დანართის სახით თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2024 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №18 (დ-67.67233602) დადგენილება“ (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 28/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016480).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2025 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს პროგრამა და წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება. (საოპერაციო, სამკურნალო და გამოკვლევების ხარჯების თანადაფინანსება). პროგრამული კოდი 060201
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები:
ა) რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას, რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება.
ბ) რომელთაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის ან თემის სოციალური მუშაკი (შეფასების დასკვნის საფუძველზე).
გ) ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.
2. სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფა შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი.
ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501-დან 1001 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 250 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30%.
გ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 ლარი.
დ) თუ პაციაენტის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 2000 ლარს, სოციალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 ლარს დამატებული, 2000 ლარს ზემოთ გადასახდელი თანხის 20%, მაგრამ არაუმეტეს 1400 ლარისა.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების წესი არ ვრცელდება ონკოლოგიურ პაციენტებზე და 18 წლამდე ასაკის იმ პირზე, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1400 ლარისა;
4. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიზნით სოციალური ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის დამრგვალება მოხდება მთელი რიცხვის ერთეულამდე.
5. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო
დაწესებულებიდან;
დ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);
ე) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სოციალური სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
6. ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.
ბ) მეტყველების თერაპიის სეანსები (გარდა შშმ პირის სტატუსის და 120001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისათვის).
გ) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, (გამონაკლისს წარმოადგენენ 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები).
დ) მშობიარობის ხარჯები, გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.
ე) პაციენტის მიერ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები.
7. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს: ონკოლოგიური პაციენტი და 18 წლამდე ასაკის ის პირი, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევაში დასაფინანსებელი სამედიცინო მომსახურების წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 1400 ლარს.
8. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 2🔗.
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 060202
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისრტირებული ომის მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების თანადაფინანსების მიზით – ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) განმცხადებლისა და გარდაცვლილი ვეტერანის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობა;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების (მშობელი, მეუღლე ან შვილი) ერთჯერადი დახმარება. პროგრამული კოდი 060203
1. პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარებით ისარგებლებენ საქართველოს ტერტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები (მშობელი, მეუღლე ან შვილი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით (8 აგვისტოს ან 27 სექტემბრის თარიღებთან დაკავშირებით).
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
უფასო სასადილოს დაფინანსება. პროგრამული კოდი 060204
1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ
ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული ბენეფიციარები (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა).
2. ბენეფიციარად შეირჩევა პირი, თუ ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 0-დან 65001-მდე ქულა.
3. მერის წარმომადგენლის და/ან სოციალური მუშაკის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად შერჩევის შესახებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს.
4. უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
5. უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შევსების შემთხვევაში, კომისიის მიერ შერჩეული (ახალი) ბენეფიციარი აღირიცხება მომლოდინეთა სიაში.
6. ბენეფიციარს უფასო სასადილოს მომსახურების მიღება შეუწყდება:
ა) თუ იგი არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ათი დღის განმავლობაში არ ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით.
ბ) ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში.
გ) ბენეფიაციარის პირადი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 06 02 05
1. პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახები, რომელთაც შვილი შეეძინათ 2024-2025 წლებში და არ უსარგებლიათ აღნიშნული დახმარებით:
ა) მე-2 შვილის შეძენისას 200 ლარით,
ბ) მე-3 შვილის შეძენისას 300 ლარით,
გ) მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისას 500 ლარით,
დ) ტყუპების შეძენისას 1000 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის (მშობლების) ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) შვილების დაბადების მოწმობები;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი. პროგრამული კოდი 060206
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები დაზიანებული საცხოვრისების აღდგენა/შეკეთებისთვის საჭირო მასალებით.
2. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი.
3. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია“.
მუხლი 7🔗.
თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა მხარდაჭერა. პროგრამული კოდი 060207
1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ამავდროულად აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს მაინც:
ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, (რაც დადასტურდება ამონაწერით სოციალური სააგენტოდან.)
ბ) ოჯახში არის მძიმე ავადმყოფი: ონკოლოგიური, მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური აშლილობის მქონე (და/ან სხვა სახის მძიმე დაავადების მატარებელი), რაც დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით – ფორმა №100.
გ) ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი (და მეტი) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი (რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით).
დ) ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, რაც დადასტურდება გარდაცვალების მოწმობით ან შშს-ს მიერ გაცემული ცნობით.
ე) ოჯახის შემოსავალი სარსებო მინიმუმზე ნაკლებია (რაც დადასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით).
ვ) დახმარების მიმღები ძალადობის მსხვერპლია (აღნიშნული პირის მომართვის შემთხვევაში), რაც დადასტურებულია უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტით.
2. გადაწყვეტილება, ოჯახის დაფინანსების თაობაზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ.
3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.
4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შეფასება ოჯახის დახმარების საჭიროების შესახებ.
დ) ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმის/კრიტერიუმების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ვეტერანთა დახმარება . პროგრამული კოდი 06 02 08
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:
ა) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის წევრები (ვეტერანის კოდი – 500.) თითოეული – 200 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები (ვეტერანის კოდი – 311; 312; 313) თითოეული 200 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები, (ვეტერანის კოდი – 300; 800.) თითოეული 100 ლარის ოდენობით.
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები (ვეტერანის კოდი – 200; 211; 212; 213.), თითოეული 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
შშმ პირთა დახმარება. პროგრამული კოდი 060209
1. არასრულწლოვანი შშმ პირების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.
ბ) დახმარების მისაღებად შშმ პირის მშობელმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ბ.ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ.ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) შშმ პირის დაბადების (ან პირადობის) მოწმობა;
ბ.დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
ბ.ე) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.
გ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა.
ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირები, რომლებსაც აქვთ პამპერსის (და/ან სხვა ჰიგიენური საშუალების) გამოყენების საჭიროება.
ბ) ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ პირები საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდებიან 300 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებებით (პამპერსი, სველი ხელსახოცი, პამპერსის ზეწარი, პუდრი, კათეტერი და სხვა). დახმარება გაიცემა ორ ეტაპად, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით.
გ) ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
გ.ა) განცხადება მერის სახელზე;
გ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) დახმარების მიმღები შშმ პირის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) ასლი;
გ.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ე) სამედიცინო დოკუმენტი (ფორმა №100ა), სადაც რეკომენდაციის ნაწილში მითითებული უნდა იყოს პამპერსის ან/და სხვა ჰიგიენური საშუალების გამოყენების საჭიროება.
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
3. შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების ღონისძიების დაფინანსება. მათ შორის: შშმ პირებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა და საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.
ა) ქვეპროპგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა.ა) განცხადება (მუნიციპალიტეტის მერის სახელზე);
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა
ა.გ) შშმ პირის პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი;
ა.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) დოკუმენტაცია საჭირო სამედიცინო მომსახურების შესახებ (სამედიცინო ფორმა და ანგარიშფაქტურა).
ა.ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.
ბ) ქვეპროპგრამით დაფინანსდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის არაუმეტეს 60%. ბენეფიციარის დახმარების მიზნით გაცემული წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება 200 ლარამდე ღირებულების მქონე დამხმარე მოწყობილობის შეძენისათვის მოთხოვნილ თანხას, რომელიც დაფინანსდება სრულად.
გ) გადაწყვეტილებას შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის ღონისძიების დაფინანსების თაობაზე, იღებს ,,მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია“.
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
4. შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის:
ა) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობების განხორციელება.
ბ) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებო და გასართობ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა.
გ) შშმ პირთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მიზნით, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და სოციალურად დაუცველი (120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) შშმ პირებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის დაფინანსება (დეკემბრის თვის მეორე დეკადაში შშმ პირთა მუხლში არსებული ფინანსური რესურსის შესაბამისად).
ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
5. შშმ პირთა კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებების დაფინანსება;
ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე შშმ პირები, რომელთაც დოკუმენტაციით უდასტურდებათ კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობის მიღების საჭიროება.
ბ) ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი დაფინანსდება არაუმეტეს 400 ლარით, ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
გ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
გ.ა) განცხადება მერის სახელზე;
გ.ბ) ბენეფიციარის/განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ.გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.დ) სამედიცინო ფორმა №100-ა (სადაც მითითებული იქნება ბენეფიციარისთვის კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობის მიღების საჭიროება).
გ.ე) მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ გაცემული ინვოისი.
გ. ვ) ანაზღაურება მოხდება მომსახურეობის გამწევი დაწესებულების მიერ გაცემული
ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 10🔗.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა დახმარება. პროგრამული კოდი 060210
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები თითოეული ერთჯერადად – 200 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება. პროგრამული კოდი 060211
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკის მქონე დღეგრძელი მოქალაქეები – თითოეული ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება. პროგრამული კოდი 060212
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტები. აღნიშნული პირები ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველსაყოფად ყოფელთვიურად მიიღებენ ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახებისა და მარტოხელა მშობლების დახმარება. პროგრამული კოდი 060213
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვების (და რომელთაც 2025 წელს უსრულდებათ 18 წელი) ოჯახები და მარტოხელა მშობლები.
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე – 300 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების (მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობა;
ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობები;
გ) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობა ან მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
სასკოლო ასაკის ბაღის აღსაზრელთა პროფილაქტიკური გამოკვლევა. პროგრამული კოდი 060214
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელები.
2. პროგრამა ითვალისწინებს სასკოლო ასაკის აღსაზრდელების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, თვალის პათოლოგიისა და სქოლიოზის დროული გამოვლენისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით.
3. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. პროგრამული კოდი 06 02 15
1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი) ოჯახები, ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები;
გ) მშობლების (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობს ასლი.
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
უჭირისუფლო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 06 02 16
1. პროგრამის ფარგლებში უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯების მისაღებად შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მერის წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილი პირი (ან წარმომადგენელი) მიიღებს 400 ლარს უჭირისუფლო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯების დასაფინანსებლად.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენია შემდეგი დოკუმეტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
დ) გარდაცვალების მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 17🔗.
მედიკამენტების დაფინანსება. პროგრამული კოდი 060217
1. სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკონომიურად შეჭირვებული შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები:
ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;
ბ) თირკმლის უკმარისობა
გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;
დ) შაქრიანი დიაბეტი.
ე) პარკინსონის დაავადება;
ვ) ეპილეფსია;
ზ) ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი;
თ) მიასთენია;
ი) ფენილკეტონურია და ცელიაკია (სამკურნალო კვების თანხა);
კ) ცერებრალური დამბლა;
ლ) ფსორიაზი;
მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;
ნ) პნევმონია;
ო) წითელი მგლურა
პ) გლაუკომა; კატარაქტა; კერატიტი; კერატოკონუსი;
ჟ) ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა,
რ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ს) წითელი ქარი
ტ) სეფსისი, პერიტონიტი
უ) ანემია
ფ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
ქ) გაფანტული სკლეროზი;
ღ) ღვიძლის დაავადება (ციროზი);
ყ) პრადერ-ვილის სინდრომი;
შ) 120001-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მიუხედავად მათი დიაგნოზისა.
2. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად დახმარება გაიცემა ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში 2000 ლარის ოდენობით. პრადერ-ვილის სინდრომით დაავადებული პაციენტები და სოციალური მუშაკის შუამდგომლობის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები დაფინანსდებიან სრულად, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა წლის განმავლობაში. ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ზემოთჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, წელიწადში ერთჯერადად.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100ა);
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან 0-დან 100000-მდე ქულით ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) ონკოლოგიური სენით, ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტები თავისუფლდებიან ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
4. ანაზღაურება მოხდება ფარმაცევტული დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
5. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტების სამკურნალო კვებისთვის განსაზღვრული თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 18🔗.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირება და აბილიტაცია. პროგრამული კოდი 060218
1. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც:
ა) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის დიაგნოსტირების საჭიროება;
ბ) განესაზღვრათ განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროება;
გ) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0-F84.9) ჯგუფი განესაზღვრათ ძირითადად დიაგნოზად/დაუდგინდათ აუტიზმის სპექტრი.
2. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება:
ა) დიაგნოსტირების საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.
ბ) ადპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროების მქონე მოზარდებისათვის არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით, 6 თვეში ერთხელ;
გ) აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთჯერადად.
3. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (ან პასპორტის, ან პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის) ასლი.
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებულია ბავშვის ძირითადი დიაგნოზი და/ან დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ტესტირების შედეგი.
ე) მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ- ფაქტურა;
4. მომსახურების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 19🔗.
პერსონალური ასისტენტის სერვისი (პრორამული კოდი 060219)
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას, პერსონალური ასისტირების საშუალებით;
2. პროგრამის განხორციელების წესი და პირობები რეგულირდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილ;ებით.
მუხლი 20🔗.
სტიქიური მოვლენების ან/და სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრისით, ბინის ქირითა ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსება. პროგრამული კოდი 060220
1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლი პირები და მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან/და სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი.
2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ბინის ქირის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფით ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასალების დაფინანსებით.
3. ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;
დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;
ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
4. ბინის ქირით ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
5. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა დახმარების საჭიროების შესახებ;
დ) სხვა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი კომისიის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
6. ბინის ქირითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების თაობაზე განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია“.
მუხლი 21🔗.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის თანადაფინანსება. პროგრამული კოდი 06 02 21
1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს – 3000 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
დ) ცნობა ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
ვ) დაზიანების ამსახველი ფოტომასალა.
ზ) ასევე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
3. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ მიერ.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 22🔗.
ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება. პროგრამული კოდი 06 02 22
1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას.
2. პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე.
3. ბავშვიანი ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი.
4. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება ,,მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის“ მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
5. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".
მუხლი 23🔗.
ტრანსპორტით უზრუნველყოფა. პროგრამული კოდი 06 02 23
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებში (ზეგანი და საკრაულა) საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულარურად მოძრაობის ხელშეწყობას.