ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50-98
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.017280 117
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 5 ვერსია ↓
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.12.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50-98
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №49-97დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 25) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №1;
ბ) „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №2;
გ) „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ (კოდი: 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №3;
დ) „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №4;
ე) „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №5;
ვ) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01) და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №6;
ზ) „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“ დანართი №7;
თ) „შინმოვლის თანადაფინანსების“ (კოდი: 06 02 26) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №8;
ი) „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №9;
კ) „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №10.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის № 35-99 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი №1
„სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“
(კოდი: 06 02 25) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების (კოდი: 06 02 25) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 25) ქვეპროგრამის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 25) ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „ბაზა“) ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლე ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად მოიპოვებს უფლებას მიიღოს ერთჯერადი დახმარება ყოველი ახალშობილის დაბადებისას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ახალშობილის ბაზაში რეგისტრაციის საფუძველზე.
3. თუ მოსარგებლე დოკუმენტალურად დაადასტურებს, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღები ახალშობილი ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ იგი მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) მე-3 ახალშობილზე-300 (სამასი) ლარი;
ბ) მე-4 ახალშობილზე-500 (ხუთასი) ლარი;
გ) მე-5 და შემდეგ ახალშობილზე- 1000 (ათასი) ლარი.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში ახალშობილზე 500 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში მათი რეგისტრაციის საფუძველზე, თუ პროგრამის მოსარგებლე ოჯახი ბავშვის დაბადების თარიღისთვის რეგისტრირებულია ქ. თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით.
2. 2024 წელს დაბადებულ ბავშვებზე დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2025 წლის 1 მარტამდე მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ მათი რეგისტრაციის საფუძველზე, თუ პროგრამის მოსარგებლე ოჯახი ბავშვის დაბადების თარიღისთვის რეგისტრირებულია ქ. თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ არის.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 10 მარტამდე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ ახალშობილის მშობელი ახალშობილის დაბადების თარიღისთვის ფიქსირდება ქალაქ თბილისში ბაზაში 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახში. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შვილების დაბადების მოწმობების ასლები, რითაც დადასტურდება ერთ-ერთი მშობლისადმი მესამე ან მომდევნო ახალშობილის შეძენის ფაქტი.
5. ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემისას ქვეპროგრამის განმახორციელებელი ხელმძღვანელობს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ პროგრამის მოსარგებლე ოჯახის, ბავშვის დაბადების თარიღისთვის არსებული სარეიტინგო ქულით.
6. ფულადი დახმარება ირიცხება იმ პირზე (თანხის მიმღები პირი), რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებულია როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“.
7. ოჯახი კონკრეტულ თვეში თანხის მიღების უფლებას მოიპოვებს, თუ ფულადი დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის, ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის, მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია თანხის მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგება
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს ქვეპროგრამის ფარგლებში თანხის მიმღები პირების სიის ფორმირებას და უგზავნის მომსახურე ბანკს საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს თანხის მიმღები პირებისათვის დახმარების გადარიცხვის რეესტრს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას საბანკო ანგარიშებზე.
დანართი №2
"100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 05) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის პირები, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული 100 წლის და მეტი ასაკის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი.
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვა
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება გაიცემა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მოსარგებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებლისადმი წარდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი. იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.
2. ფულადი დახმარების დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები პირის (ბენეფიციარის) პირად საბანკო ანგარიშზე.
3. პირები რომლებსაც 2024 წელს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურე ბანკში პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ ფულადი დახმარება და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2025 წლის 9 იანვრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თანხას მიიღებენ იმავე, აქტიურ საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის, ფულადი დახმარების მისაღებად ქვეპროგრამის განმახორციელებლისადმი განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ არის.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგება
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიმღებთა რეესტრის მომზადებას, მომსახურე ბანკიდან ბენეფიციართა აქტიური ანგარიშების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამავე თვის 10 რიცხვამდე სამსახურში შემოსული განცხადებების საფუძველზე.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართა რეესტრს ამზადებს 2025 წლის 20 იანვრამდე, მომსახურე ბანკიდან ბენეფიციართა აქტიური ანგარიშების არსებობის შესახებ დასტურის მიღების შემდეგ.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
გარდამავალი დებულებები
იმ პირთათვის, რომლებიც განცხადებას წარმოადგენენ 2024 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, 2024 წლის კუთვნილი ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში.
დანართი №3
„სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ (კოდი: 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ (კოდი: 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 02) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ (კოდი: 06 02 02) ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000–ს და აღნიშნული ბაზის მიხედვით ოჯახში ფიქსირდება 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებია ოჯახი. ყოველ 18 წლამდე ბავშვზე, ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვა
1. ოჯახი, კონკრეტულ თვეში თანხის მიღების უფლებას მოიპოვებს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობას სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობის ამსახველი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ირიცხება მომსახურე ბანკის საშუალებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.
3. მომსახურე ბანკში პროგრამის მოსარგებლე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის აქტიური საბანკო ანგარიშის არ არსებობის პერიოდში, ოჯახისათვის ჩაურიცხავი თანხების ჩარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ მომსახურე ბანკიდან ინფორმაციის მოწოდების თვეში, მაგრამ არაუმეტეს ბოლო 6 თვის თანხისა.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგება
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის წინა თვის მდგომარეობის ამსახველი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენლების სიის ფორმირებას და აღნიშნული სიის მომსახურე ბანკისათვის გაგზავნას, ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს „ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთა“ რეესტრს.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.
დანართი №4
„სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
.1. „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი 06 02 22) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ოჯახში ფიქსირდება 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარება გაიცემა ორ ნაწილად, მაისში და დეკემბერში, თოთოეულ თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ჯამურად, წელიწადში 800 (რვაასი) ლარი.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თვეების წინა თვის მდგომარეობის ამსახველ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ პირის რეგისტრაციის საფუძველზე. კუთვნილი თვეების ფულადი დახმარება ასევე გაიცემა წლის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვრება პირი, რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებულია როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“.
3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება ამავე პუნქტით განსაზღვრულ თვეებში გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია დახმარების მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მომსახურე ბანკიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვეში.
4. 2024 წლის კუთვნილი ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში იმ პირთათვის, რომლებიც განცხადებას წარმოადგენენ 2024 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ასევე იმ მოსარგებლეებისათვის რომლებზეც საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომსახურე ბანკიდან მიღებული იქნება 2025 წლის 10 მარტამდე.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგება
1. ქვეპროგრამების განმახორციელებელი თანხის გაცემის თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს ქვეპროგრამების ფარგლებში დახმარების მიმღები პირების სიის ფორმირებას და აღნიშნული სიის მომსახურე ბანკისათვის გაგზავნას საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
2. ქვეპროგრამების განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს თანხის მიმღები პირებისათვის დახმარების გადარიცხვის რეესტრს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას საბანკო ანგარიშებზე.
დანართი 5
„სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 24) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების (კოდი 06 02 24)“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3.ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ოჯახში ფიქსირდება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირი.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარება გაიცემა სამ ნაწილად, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ჯამურად, წელიწადში 900 (ცხრაასი) ლარი.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თვეების წინა თვის მდგომარეობის ამსახველ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ პირის რეგისტრაციის საფუძველზე, თუ ქვეპროგრამის ფარგლებში პირზე ერთხელ მაინც გაცემულა ფულადი დახმარება ან პირი წარმოადგენს განცხადებას, რომელსაც თან ერთვის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გადაირიცხება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება, ამავე პუნქტით განსაზღვრულ თვეებში, გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია დახმარების მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მომსახურე ბანკიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვეში.
4. 2024 წლის კუთვნილი ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში იმ პირთათვის, რომლებიც განცხადებას წარმოადგენენ 2024 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ასევე იმ მოსარგებლეებისათვის რომლებზეც საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომსახურე ბანკიდან მიღებული იქნება 2025 წლის 10 მარტამდე.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგება
1.ქვეპროგრამების განმახორციელებელი თანხის გაცემის თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს ქვეპროგრამების ფარგლებში დახმარების მიმღები პირების სიის ფორმირებას და აღნიშნული სიის მომსახურე ბანკისათვის გაგზავნას საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
2. ქვეპროგრამების განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს თანხის მიმღები პირებისათვის დახმარების გადარიცხვის რეესტრს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას საბანკო ანგარიშებზე.
დანართი №6
„უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01) და
„უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02) ქვეპროგრამების განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01) და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02) ქვეპროგრამების განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამების განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
2. ქვეპროგრამების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ 204526352) და ა(ა)იპ „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“(ს/ნ 404494980), აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებული ხელოვნების სკოლების მიერ კონკრეტულ წრეზე გაკვეთილების ჩატარება ხორციელდება მათი სასწავლო გეგმის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამით, ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ სწავლების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა“(ს/ნ 404494980) და ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში“ (ს/ნ 204526352) (შემდგომში – ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებელი).
2. „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამით, ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ სწავლების ღირებულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებულ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ხელოვნების სკოლებში (შემდგომში – ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელი).
მუხლი 4🔗.
მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში
1. ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ შეღავათს მიიღებენ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, მომსახურების გაწევამდე წინა თვის მდგომარეობის ამსახველ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არაუმეტეს 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში დაფიქსირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
2. „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს შემდეგი ლიმიტები:
ა) ა(ა)იპ„ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ – თვეში 1740 (ათას შვიდას ორმოცი) პირის ოდენობით;
ბ)ა(ა)იპ „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“– თვეში 291 (ორას ოხმოცდათერთმეტი) პირის ოდენობით.
3. „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს ლიმიტი – თვეში 2638 (ორი ათას ექვსას ოცდათვრამეტი) პირის ოდენობით, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.
4. ქვეპროგრამაში ჩასართავად მოსარგებლე პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი) მიმართავს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელს და აცხადებს თანხმობას ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით.
5. მოსარგებლე პირს უფლება აქვს ერთდროულად მიიღოს ორივე ქვეპროგრამით გათვალისწინებული შეღავათი, მაგრამ თითოეული ქვეპროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთ წრეზე.
მუხლი 5🔗.
ანგარიშგება
1. თვეში ერთ მოსარგებლე პირზე (მოსწავლეზე) დაფინანსების ოდენობა შეადგენს:
ა) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“ არაუმეტეს 40 (ორმოცი) ლარი;
ბ) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისთვის“:
ბ.ა) მხატვრული კითხვა – არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) ლარი;
ბ.ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება- არაუმეტეს 30 (ოცდაათი ) ლარი;
ბ.გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება – არაუმეტეს 40 (ორმოცი) ლარი;
ბ.დ) ქორეოგრაფიული სტუდია-არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარი;
გ) „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში ქვეპროგრამის“ (კოდი: 06 02 06 02) ფარგლებში არაუმეტეს 40 (ორმოცი) ლარი.
2. ანგარიშგებისას, თვეში გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ სწავლების (მომსახურების გაწევის) თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარდგენილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ბენეფიციართა რეესტრი.
მუხლი 6🔗.
ბენეფიციარისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება
1. ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. შემოწმებისას ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის წარმომადგენელი (შემდგომში – შემმოწმებელი) განახორციელებს ვიზიტს. შემოწმებისას ხდება შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.
2. შემოწმებისას, შემმოწმებლის მიერ უნდა შედგეს შემოწმების აქტი. შემოწმების დასრულებისას შემოწმების აქტს ხელს აწერს შემმოწმებელი და ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
3. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი.
4. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევებში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
მუხლი 7🔗.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას, რაც გულისხმობს:
ა) ბენეფიციარის იდენტიფიცირებას;
ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარებას ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარებას შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗.
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს;
ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს;
გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული სამუშაო.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მუხლი 9🔗.
ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებლები
N
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
მოსწავლეთა ლიმიტი თვის განმავლობაში.
1
„ქ. თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 202056611)
42
2
„ქ. თბილისის მერიის სულიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 211351918 )
152
3
„ქ. თბილისის მერიის №21 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ206274841 )
52
4
„ქ. თბილისის მერიის №23 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ206070794 )
31
5
„ქ.თბილისის მერიის №24 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ209468002 )
42
6
„ქ. თბილისის მერიის №30 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ202935315 )
78
7
„ქ. თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია“ (ს/კ 211351428)
49
8
„ქ. თბილისის მერიის ალ.მაჭავარიანის სახ. №26 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ209467977)
162
9
„ქ. თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 203860795)
44
10
„ქ. თბილისის მერიის ა. ნიჟარაძის სახ. №27 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ209467860)
151
11
„ქ. თბილისის მერიის არჩილ ჩიმაკაძის სახელობის №3 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ206075085)
84
12
„ქ. თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის №10 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 206075067)
65
13
„ქ.თბილისის მერიის გ.ცაბაძის სახ. №25 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 209467968)
57
14
„ქ. თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის №14 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 202053295)
99
15
„ქ. თბილისის მერიის დავით თორაძის სახელობის №22 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 204400647)
55
16
„ქ. თბილისის მერიის ვიქტორ დოლიძის სახ. №15 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 209467897)
243
17
„ქ. თბილისის მერიის ზაჰესის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №5 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 236094141)
206
18
„ქ. თბილისის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 211351400)
8
19
„ქ. თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია“ (ს/კ 202056899)
171
20
„ქ. თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის №7 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 211347185)
29
21
„ქ. თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის №8 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 204911621)
39
22
„ქ. თბილისის მერიის მერი ნაკაშიძის სახელობის №17 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 208177284)
20
23
„ქ. თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის №6 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 202374037)
81
24
„ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19 ხელოვნებისსკოლა“ (ს/კ 208144417)
159
25
„ქ. თბილისის მერიის პ. ამირანაშვილის სახ. №18 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 200037548)
48
26
„ქ.თბილისის მერიის რევაზ ლაღიძის სახ. №4 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 200037147)
118
27
„ქ. თბილისის მერიის ს. ინაშვილის სახელობის №12 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 200037236)
51
28
„ქ. თბილისის მერიის სულხან ცინცაძის სახელობის №16 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 204900125)
20
29
„ქ. თბილისის მერიის ჰ.გონაშვილის სახელობის №29 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 204904158)
36
30
„ხელოვნების სამხატვრო სკოლა აფხაზეთი №1“ (ს/კ 200266023)
8
31
„ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“ (ს/კ 204557381)
151
32
„ხელოვნების სკოლა აფხაზეთი №2“ (ს/კ 200266041)
87
სულ
2638
დანართი №7
„უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში
„სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში (კოდი: 06 02 06 03)“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – ბაზა) 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ქალაქ თბილისში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის პირები (შემდგომში – მოსარგებლე).
2. მოსარგებლეებს პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ, კვალიფიციური მწვრთნელის საშუალებით, აუზზე ცურვის, მინიმუმ 45 წუთიანი ხაგნრძლივობის გაკვეთილები. გაკვეთილების ერთი სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს, თვეში 12 გაკვეთილს.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში (კოდი: 06 02 06 03)“ ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.
3. მომსახურების მიმწოდებელია პირი/ორგანიზაცია (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს და გაივლის რეგისტრაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).
4. ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციასთან ერთად მიმწოდებელი წერილობითი ფორმით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
მუხლი 4🔗.
მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შეღავათს/დაფინანსებას მიიღებენ მომსახურების გაწევის თვის წინა თვის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის პირები (შემდგომში ბენეფიციარები).
2. მომსახურების გაწევის თვის განმავლობაში სარეიტინგო ქულის ცვლილება ან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა არ წარმოადგენს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველს თვის დასრულებამდე.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 700 ბენეფიციარისა.
4. მოსარგებლეები მომსახურების მისაღებად რეგისტრირდებიან ელექტრონულ მოდულში, სადაც მოცემულია როგორც მოსარგებლის, ასევე მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო და სააგენტოს ბაზის მონაცემები.
5. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია მიმწოდებლის თავისუფალი არჩევის საშუალება. იგი ელექტრონული მოდულის საშუალებით, შეთავაზებულ მიმწოდებელთა სიიდან ირჩევს მისთვის სასურველ პირს/ორგანიზაციას.
6. მომლოდინეთა რეესტრში ხვდებიან მოსარგებლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. რიგის ფორმირების შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის გამოჩენისას, მომლოდინეთა რეესტრში არსებულ მოსარგებლეთა ჩართვა ბენეფიციართა სიაში ხდება რიგითობის დაცვით.
7. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში მომლოდინე 5 კალენდარული დღის განმავლობაში ელექტრონული მოდულის საშუალებით თანხმობას აცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავებაზე. თუ მომლოდინეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირი 5 კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას არ განაცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე, მას შეეცვლება რიგითობა მომლოდინეთა რეესტრში.
8. მომლოდინეთა რეესტრში რეგისტრაცია უწყდება მოსარგებლეს, თუ იგი უარს აცხადებს ქვეპროგრამაში ჩართვაზე.
9. ბენეფიციარისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საანგარიშგებო თვის წინა თვის მდგომარეობით სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;
ბ) საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვისთვის ბენეფიციარის ასაკის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;
გ) ბენეფიციარის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა (გაცდენა), თვეში მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვიზიტების 2/3-ზე მეტით. განხორციელებული ვიზიტები ექვემდებარება ანაზღაურებას (საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაცდენები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით);
დ) ბენეფიციარის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვა ქვეპროგრამიდან გასვლის შესახებ.
10. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები ხორციელდება ავტომატურად, ელექტრონული მოდულის საშუალებით.
მუხლი 5🔗.
ვაუჩერის პირობები და ანაზღაურება
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ერთი გაკვეთილის ფასის შესაბამისად (არაუმეტეს 5,83 ლარი), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ერთი გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5.83 ლარს. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 12 გაკვეთილი.
3. მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდება თვეში 12 გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება ქვეპროგრამის ყველა იმ მოსარგებლისათვის, რომელსაც ის უწევს მომსახურებას, თუ ამ მოსარგებლეების არანაკლებ 80%-მა სრულად ისარგებლა თვის გრაფიკით გათვალისწინებული 12 გაკვეთილით, ხოლო ამ მოსარგებლეების დანარჩენი 20%-ის შემთხვევაში, თითოეული მოსარგებლის მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა თვეში არ აღემატება 4 გაკვეთილს.
მუხლი 6🔗.
ანგარიშგება
1. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას (ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონული მოდულის მეშვეობით.
2. მიმწოდებელი აწარმოებს ბენეფიციართა დასწრების ელექტრონულ აღრიცხვას, პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი ელექტრონული მოდულის საშუალებით.
3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.
მუხლი 7🔗.
მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება
1. მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის (შემდგომში – შემმოწმებელი) ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ ბენეფიციარის მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
მუხლი 8🔗.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება
1. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა)შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
ბ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
მუხლი 9🔗.
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მუხლი 10🔗.
მიმწოდებლის ქვეპროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი პირობები
1. მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისის (ცურვის გაკვეთილების) მიწოდების მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება
ბ) ჰყავდეს დასაქმებული კვალიფიციური მწვრთნელი და სერტიფიცირებული ექიმი;
გ) ერთდროულად მინიმუმ 20 ბავშვის მომსახურებაზე გათვლილი აუზი;
დ) საშხაპეების არსებობა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებელად ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 11🔗.
გარდამავალი დებულებები
1. 2024 წელს მიმწოდებლად რეგისტრირებულ პირს/ორგანიზაციას აღნიშნული სტატუსი ავტომატურად უგრძელდება 2025 წელს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს პროგრამაში ჩართულ მიმწოდებელს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში პირი/ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 1 თვით ადრე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.
დანართი №8
„შინმოვლის თანადაფინანსების“ (კოდი: 06 02 26) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „შინმოვლის თანადაფინანსების“ (კოდი: 06 02 26) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შინმოვლის თანადაფინანსების“ (კოდი 06 02 26) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შინმოვლის პროგრამა“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქვეპროგრამა – „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი: 06 02 26);
ბ) განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
გ) მოსარგებლე - შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამაში ჩართული პირი;
დ) მრავალდარგობრივი გუნდი – მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ორგანიზება და კოორდინირება, რათა უპასუხოს შინმოვლის საჭიროების მქონე პირების კომპლექსურ მოთხოვნილებებს. გუნდში უნდა შედიოდეს კოორდინატორი, ექთანი, ექიმი, სოციალური მუშაკი, საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე, ტექნიკური ასისტენტი.
ე) მომსახურების ინდივიდუალური გეგმა - მოსარგებლესთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებული გეგმა, რომელიც, მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მოიცავს ინფორმაციას მომსახურების/ვიზიტების/პროცედურების/ჩარევების შესახებ.
ვ) ელექტრონული მოდული – მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამა.
ზ) ინკურაბელურ პაციენტთა პალიატური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამა - ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება პალიატიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
თ) შემფასებელი - პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მოსარგებლის შეფასებას ბართელის კითხვარის მიხედვით და ავსებს მოსარგებლე პირის თანხმობის ბარათს.
ი) მომსახურების მიმწოდებელი – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შინმოვლის მომსახურების მიწოდებას.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამაში ჩართვა ამ წესით დადგენილი პირობებით შეუძლიათ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქ. თბილისში რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებს.
2. მოსარგებლეა პირი, რომლისთვისაც „უძლურების შეფასების ბართელის კითხვარის“ (შემდგომში – ბართელის კითხვარი) მიხედვით (დანართი №7-1) მინიჭებული ქულა (შემდგომში – ბართელის ინდექსი) არ აღემატება 95 ერთეულს.
3. მოსარგებლეები არ არიან „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეები, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ან ზრუნვით დაწესებულებაში მომსახურების მიმღები პირები.
4. მოსარგებლეთა კატეგორია განისაზღვრება ბართელის ინდექსის მიხედვით:
ა) I კატეგორია: ბართელის ინდექსი ნაკლებია 70 ერთეულზე;
ბ) II კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 70 ერთეულისა და ნაკლებია 80 ერთეულზე;
გ) III კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 80 ერთეულისა და არ აღემატება 95 ერთეულს.
5. რეკომენდებული ვიზიტების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით:
ა) I კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 13 ვიზიტი;
ბ) II კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 8 ვიზიტი;
გ) III კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 4 ვიზიტი.
6. ქვეპროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას და მათი მიწოდების პირობებს წარმოადგენს:
ა) მოსარგებლის შეფასება ბართელის კითხვარის მიხედვით არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ და შესაბამისი ბართელის ინდექსის მინიჭება;
ბ) მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;
გ) მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის, პერსონალური მოვლის, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით კომპლექსური მოვლის განხორციელება. აღნიშნული ღონისძიება, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მოიცავს, მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ბინაზე მოვლის განხორციელებას, კერძოდ:
გ.ა) მოსარგებლის შეფასება – გარემოს შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, სოციალური მუშაკის კონსულტაცია;
გ.ბ) მოსარგებლის საექიმო და საექთნო მომსახურება – ექიმისა და ექთნის ვიზიტები ქვეპროგრამით მოსარგებლესთან, ფიზიკური შემოწმება, მკურნალობა, ზედამხედველობა, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარება, გარემოს მუდმივი შეფასება, მედიკამენტების მიწოდება სიმპტომებისა და გვერდითი მოქმედების შეფასებით და გეგმით განსაზღვრული ყველა სხვა მომსახურება;
გ.გ) მოსარგებლის პერსონალური მოვლა – სხეულის დაბანა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა, მობილიზაცია, გამოყოფა, კვება და საჭიროებისამებრ სხვა აქტივობა;
გ.დ) მოსარგებლის სოციალური დახმარება – რესურსების მობილიზირება, ადვოკატირება, მედიაცია;
გ.ე) მოსარგებლის ტექნიკური დახმარება – საჭიროების შეფასება, საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, ბინაზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება (მ.შ. შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარება), ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;
გ.ვ) მოსარგებლის საყოფაცხოვრებო დახმარება – საყიდლები, ბინის დალაგება, საკვების მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საექთნო და პერსონალური მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ, სხვა აქტივობა;
გ.ზ) საჭიროების შესაბამისად დამატებითი სერვისების ორგანიზება და მიწოდება.
7. მოსარგებლეთათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის გადამოწმება ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას.
მუხლი 4🔗.
ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 26) ასიგნებების ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას აწვდის შემფასებელი, რომელიც წერილობით უდასტურებს განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და რეგისტრირდება ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი, , რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს (დანართი№7-2), წერილობით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და რეგისტრირდება ელექტრონულ მოდულში.
5. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ქვეპროგრამის მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
6. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად და/ან შემფასებლად რეგიტრაციის, საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში, პირი/ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. ამასთან, იგი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.
7. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 850 მოსარგებლე, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის ღირებულებისა და კატეგორიების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში
1. ქვეპროგრამაში ჩასართავად პირი რეგისტრირდება ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი მოსარგებლის შესახებ ინფორმაციას, ელექტონული მოდულის საშუალებით, უგზავნის შემფასებელს, რომელიც არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ახორციელებს ქვეპროგრამით მოსარგებლის შეფასებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს შეფასების შესაბამის ფორმას (დანართი №7-1).
3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ მოსარგებლე პირს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღება შეუძლია ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომელსაც იგი ირჩევს თავისუფალი არჩევანის პრინციპით იმ პირობით, რომ მიმწოდებლის შეცვლა შეუძლია არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ.
4. მოსარგებლე პირი ავსებს თანხმობის ბარათს (დანართი №7-2) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მომსახურების მიმწოდებელზე.
5. შემფასებელი თანხმობის ბარათს დედნის სახით უგზავნის მომსახურების მიმწოდებელს და ასევე ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს მას, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
6. თანხმობის ბარათის მიღების თვის მომდევნო თვის 7 რიცხვამდე მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ვიზიტი მოსარგებლესთან და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონულ მოდულში განათავსებს მოვლის ინდივიდუალურ გეგმას.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მომსახურების მიმწოდებელთან მოსარგებლე პირების რიგის არსებობის პირობებში, გაჩენილ ვაკანტურ ადგილზე მომლოდინეთა რეესტრში არსებული მოსარგებლეების ჩართვა განხორციელდება ვაკანტური ადგილის გაჩენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან რიგითობის დაცვით.
მუხლი 6🔗.
ანგარიშგება
1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბართელის კითხვარის შევსების ღირებულება არის 9 (ცხრა) ლარი.
2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ღირებულების შესაბამისად, თვეში 1/12-ის პრინციპით.
3. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის ანაზღაურება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მხრიდან ხდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
4. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია (მოსარგებლეთა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი) არაუგვიანეს, შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული მოდულის საშუალებით.
5. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.
მუხლი 7🔗.
მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება
1. მომსახურების მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება მომსახურების მიმწოდებელთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
მუხლი 8🔗.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება
1. მომსახურების მიმწოდებლის/შემფასებლის ინსპექტირებას ახორციელებს ქევპროგრამის განმახორციელებელი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
ბ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებელს/შემფასებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
მუხლი 9🔗.
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც:
მომსახურების მიმწოდებლის/შემფასებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მომსახურების მიმწოდებელს/შემფასებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომსახურების მიმწოდებელს/შემფასებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლის/შემფასებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მუხლი 10🔗.
დამატებითი პირობები
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების სულ მცირე 6-თვიანი გამოცდილება;
ბ) მრავალდარგობრივი გუნდის არსებობა შემდეგი შემადგენლობით: ყოველ 101-მდე პაციენტზე უნდა შედიოდეს არანაკლებ 1 კოორდინატორი, 1 ექიმი, 1 სოციალური მუშაკი, 2 ექთანი, 1 საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე და 1 ტექნიკური ასისტენტი:
ბ.ა) კოორდინატორი-ექთნის/ექიმის დიპლომის მქონე, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60 - საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის, შინმოვლის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების მქონე პირი;
ბ.ბ) ექთანი – ექთნის დიპლომის, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი;
ბ.გ) ექიმი – ექიმის დიპლომის, ოჯახის ექიმის სერტიფიკატის, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილების მქონე, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი პირი;
ბ.დ) სოციალური მუშაკი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე, მოსარგებლის საჭიროებების შესაბამისი მომსახურების/ადვოკატირების მიმწოდებელი პირი;
ბ.ე) საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე – შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილების მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველდღიურ აქტივობებში დახმარების მიმწოდებელი პირი;
ბ.ვ) ტექნიკური ასისტენტი – ტექნიკური დახმარების, მომსახურების მიმწოდებელი პირი.
2. მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და მრავალდარგობრივი გუნდის წევრებისაგან ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვას.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს პროგრამაში ჩართულ მომსახურების მიმწოდებელს ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუხლი 11🔗.
კატეგორიები
კატეგორია
წლის ვაუჩერის ღირებულება (ლარი)
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე I კატეგორიას მიკუთვნებული პირი
662
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე II კატეგორიას მიკუთვნებული პირი
453
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე III კატეგორიას მიკუთვნებული პირი
276
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70001-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე I კატეგორიას მიკუთვნებული პირი
379
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70001-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე II კატეგორიას მიკუთვნებული პირი
264
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70001-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე III კატეგორიას მიკუთვნებული პირი
167
მუხლი 12🔗.
გარდამავალი დებულებები
1. 2024 წელს მიმწოდებლად და/ან შემფასებლად რეგისტრირებულ პირს/ორგანიზაციას აღნიშნული სტატუსი ავტომატურად უგრძელდება 2025 წელს.
დანართი №9
„სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი: 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის (კოდი:06 02 08) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამეტებით დაფინანსების“ ქვეპროგრამის (შემდგომში ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საპენსიო ასაკი – მამაკაცების შემთხვევაში 65 წლის მიღწევა, ქალების შემთხვევაში 60 წლის მიღწევა;
ბ) სოციალურად დაუცველი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“;
გ) მერია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
დ) სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
ე) მედიკამენტი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ადამიანის სამკურნალოდ ან დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ვ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიის მქონე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.
ზ) მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს მედიკამენტების მიწოდებისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სადაც შესაძლებელია მოსარგებლე პირის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი მედიკამენტების მიღება.
თ) ელექტრონული მოდული – მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამა;
ი) მოთხოვნის ფორმა – ფორმა, რომელსაც გასცემს სამედიცინო დაწესებულება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმის მოდულში რეგისტრაციის შემდგომ;
კ) მოთხოვნის უნიკალური კოდი – სმს შეტყობინების სახით მიღებული უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უნდა წარადგინოს ბენეფიციარმა პირმა მომწოდებელ დაწესებულებაში მედიკამენტის მისაღებად. აღნიშნული კოდი მოცემული იქნება ასევე მოთხოვნის ფორმაზე;
ლ) ელექტრონული რეესტრი – გააქტიურებული და განაღდებული შემთხვევების აღწერა;
მ) მონიტორინგის განყოფილება – სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილება, მოთხოვნის კონტროლზე უფლებამოსილი პირი.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამის მოქმედების სფერო და ქვეპროგრამის მოსარგებლეები
1. ქვეპროგრამა გულისხმობს მოსარგებლეებისათვის მედიკამენტების დასაფინანსებლად მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოსარგებლეები არიან საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირები, რომელთაც ეს უკანასკნელი სტატუსი მინიჭებული აქვთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
მუხლი 4🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვა, შემთხვევის განხილვა და დაფინანსების პროცედურა
1. ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირის ქვეპროგრამაში ჩართვა ხდება ავტომატურად.
2. პირმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ელექტრონულ მოდულში განათავსებს მოსარგებლე პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისი მედიკამენტების მითითებით (მედიკამენტის დასახელება, მედიკამენტის დოზა, მედიკამენტის რაოდენობა).
3. ფორმა №IV-100/ა-ის შექმნის შემდგომ მოსარგებლე პირი ან მისი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად მიიღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმას, რომელიც პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა წარუდგინოს მიმწოდებელს არაუგვიანეს მისი მიღებიდან 30 დღისა.
4. პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის უნიკალური კოდის წარდგენის შემდგომ მიმწოდებელს აღნიშნული კოდი შეყავს ელექტრონულ მოდულში, რომლის შემდეგ გასცემს პირისთვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულ მედიკამენტებს.
5. მიმწოდებელი გაცემული მედიკამენტების და მედიკამენტების გამტანი პირის შესახებ ინფორმაციას (გაცემული რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, კოლოფის/ ფლაკონის ფასი, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, მედიკამენტების გამტანი პირის: სახელი , გვარი, პირადი ნომერი) ასახავს ელექტრონულ მოდულში.
მუხლი 5🔗.
დაფინანსების მოთხოვნის ადმინისტრირება
1. პირს, მედიკამენტის დაფინანსების შესახებ მიღებული მოთხოვნის უნიკალური კოდის გამოყენება შეუძლია ერთ სააფთიაქო ქსელში, როგორც ერთიანად (ყველა მედიკამენტის ერთ დღეს შეძენით) ისე ნაწილ-ნაწილ (მედიკამეტების სხვადასხვა დღეს შეძენით) მისი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უნიკალური კოდი ითვლება გაუქმებულად.
2. პირის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის და სარეიტინგო ქულის ოდენობის შემოწმება ხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ მისი ელექტრონულ მოდულში რეგიისტრაციის ყოველ ეტაპზე.
მუხლი 6🔗.
დაფინანსების ოდენობა
ქვეპროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერის წლიური ლიმიტი შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, ლიმიტის ამოწურვამდე, კალენდარული წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗.
თანხის ანაზღაურება
1. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს თვის პირველიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
2. მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად შემთხვევათა ელექტრონული რეესტრი.
3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადის ან/და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების გამოყენების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ან/და სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
4. მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, სამსახურის მიერ ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, მიმწოდებლისათვის თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით.
მუხლი 8🔗.
კონტროლის განხორციელება
1. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით.
2. შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მიმწოდებელთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება.
3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს კონტროლზე უფლებამოსილი პირის განმეორებითი ვიზიტი.
4. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევებში, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს თანხის დაბრუნება.
მუხლი 9🔗.
გარდამავალი დებულება
1. 2024 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2025 წელს, ანაზღაურდეს 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
დანართი 10
„მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის (შემდგომში- ქვეპროგრამის) განხორციელების წესებსა და პირობებს.
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
ბ) მოსარგებლე – პირი, რომელიც ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;
გ) მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი – „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ მოსარგებლე პირი;
დ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“
ე) მიმწოდებელი – საცხოვრისი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და შეუძლია ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა;
ვ) შემმოწმებელი – მიმწოდებლის შემოწმებაზე ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირი.
ზ) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტორს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამა.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლეები
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული, 18 წლიდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმოადგენდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებს, სრულწლოვანების მიღწევის გამო დატოვეს ის და საჭიროებენ საცხოვრისს.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლეებს არ წარმოადგენენ:
ა) „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“, „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამაში“ ჩართული პირები;
ბ) პირები, რომლებსაც გააჩნიათ საცხოვრისი ქალაქ თბილისში, გარდა პირებისა, რომელთა სახლი საცხოვრებლად უვარგისია და/ან ოჯახური ძალადობისა თუ სხვა მავნე ზეგავლენის გამო ოჯახთან ერთად მათი ცხოვრება მაღალი რისკის შემცველია;
გ) პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საკუთარი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება.
მუხლი 4🔗.
გასაწევი მომსახურების სახეები
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურების სახეებია:
ა) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა – მოსარგებლეზე მორგებული და მასთან შეთანხმებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა-განვითარება.
ბ) საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი სახლი საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი, ინდივიდუალური სამეცადინო/სამუშაო კუთხით, საერთო ოთახით და სველი წერტილით, აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი, საერთო სარგებლობის საბაზისო ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ინვენტარით ასევე, სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით. ამასთანავე, საცხოვრებელი სახლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი წყლით, გათბობით, ბუნებრივი აირით, ელექტრო-ენერგიით და ინტერნეტით.
გ) პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა – პროფესიული უნარების და კომპეტენციების განვითარებაში ხელშეწყობა, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარება (რეზიუმისა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება), კარიერის დაგეგმვა.
დ) ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაწევა – მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება; ნებელობითი ფუნქციების განვითარება; კომუნიკაციის უნარების განვითარება; ემოციური ინტელექტის განვითარება; მოსარგებლისათვის დამატებითი რესურსების მოძიება.
ე) ცნობიერების ამაღლება – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თანხის და დროის მენეჯმენტის სწავლება.
ვ) განათლება – არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა.
ზ) ჯანმრთელობის დაცვა – პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერა.
მუხლი 5🔗.
ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით
განსაზღვრული ქვეპროგრამის „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება, არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით. ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს თვეში.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება ხორციელდება სრულწლოვანების მიღწევიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით).
4. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების მიმწოდებელს წარმოადგენს საცხოვრისი, რომელიც აკმაყოფილებს წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. მიმწოდებლის მიერ ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
მუხლი 6🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვა
1. ქვეპროგრამაში სააგენტოს მეურვეობის ქვეშ მყოფი მოსარგებლეების ჩართვა ხორციელდება სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე.
2. სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობა უნდა მოიცავდეს:
ა) სააგენტოს ცნობას, რითაც დასტურდება, რომ პირი აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, გარდა პირის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნისა;
ბ) სააგენტოს სოციალური მუშაკის დასკვნას, რითაც დასტურდება, რომ პირი აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს და რომელიც მოიცავს ინფორმაციას პირის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის შესახებ;
გ) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) მოსარგებლის თანხმობის ბარათს (დანართი №9-1), რომლითაც მოსარგებლე აკეთებს არჩევანს მომსახურების მიმწოდებლებს შორის.
3. სააგენტოდან მიღებული შუამდგომლობის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი იღებს გადაწყვეტილებას (ქვეპროგრამის განმახორციელებლის ხელმძღვანელის ბრძანება) ქვეპროგრამაში მოსარგებლის ჩართვის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს მიმწოდებელს და სააგენტოს.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაუმეტეს 6 მოსარგებლე, ყოველთვიურად, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვაუჩერის თანხის ოდენობით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ, არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში (21 წლის ასაკის მიღწევამდე ან 21 წლამდე ვაუჩერის დაფინანსების შეწყვეტის სხვა საფუძვლის გამოვლენამდე.
5. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების რიგითობის მიხედვით, ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
6. მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
7. მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, მიმწოდებელის მიერ დადგენილი ფორმით.
8. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვეში მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ავტომატურად უქმდება. გამონაკლისს წარმოადგენს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.
9. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს აწვდის განახლებულ ინფორმაციას მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ.
მუხლი 7🔗.
მოსარგებილისათვის ვაუჩერის დაფინანსების შეწყვეტა
მოსარგებლისათვის ვაუჩერის დაფინანსების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მოსარგებლის 21 წლის ასაკის მიღწევა;
ბ) მოსარგებლის პირადი განცხადება;
გ) მოსარგებლის გარდაცვალება.
2. მოსარგებლეს ვაუჩერის დაფინანსება უწყდება ასევე მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:
ა) მოსარგებლე სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით და/ან შინაგანაწესით დადგენილ ვალდებულებებს და/ან საცხოვრისის კონცეფციით გათვალისწინებულ პირობებს და/ან სისტემატურად არღვევს მართლწესრიგს;
ბ) მოსარგებლის ოჯახური და/ან სხვა მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში მუდმივად ცხოვრობდეს საცხოვრისში;
გ) მოსარგებლემ მიაღწია დამოუკიდებლობას და აღარ საჭიროებს ორგანიზაციის მხარდაჭერას (აქვს სტაბილური შემოსავალი, დამოუკიდებლად უძღვება საოჯახო მეურნეობას და ა.შ.);
დ) მოსარგებლე გაუჩინარდა და 2 კვირის განმავლობაში ვერ ხერხდება მისი ადგილსამყოფელის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოს მიერ.
3. ვაუჩერის დაფინანსება წყდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის დადგომის მომდევნო თვიდან.
მუხლი 8🔗.
ანგარიშგება
1. მიმწოდებლისადმი ვაუჩერის თანხის ანაზღაურება ხორციელდება ყოველთვიურად, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
2. მიმწოდებელი მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას: მოსარგებლეთა რეესტრს (ფორმას ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი) და ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს (ღონისძიებების დასახელება, მოსარგებლეთა რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, საერთო ღირებულება.).
მუხლი 9🔗.
მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება
1. მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან შემმოწმებლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მოსარგებლესთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
მუხლი 10🔗.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება
1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
ბ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
მუხლი 11🔗.
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მუხლი 12🔗.
მიმწოდებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება;
ბ) სპეციალისტების გუნდის არსებობა შემდეგი შემადგენლობით: 1 ფსიქოლოგი, 1 სოციალური მუშაკი და/ან ახალგაზრდული მუშაკი.
გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების, ერთდროულად მინიმუმ 2 მოსარგებლისათვის მიწოდების შესაძლებლობა.
დ) საცხოვრებელი სახლის ფლობა მინიმუმ 1 საძინებელი ოთახით, 1 სამზარეულოთი, ინდივიდუალური სამეცადინო/სამუშაო კუთხით, 1 საერთო ოთახით და 1 სველი წერტილით. სახლი აღჭურვილი უნდა იყოს ცხოვრებისთვის აუცილებელი, საერთო სარგებლობის საბაზისო ავეჯითა და ტექნიკით.
ე) ჩართული უნდა იყოს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“, „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამაში“, როგორც მომსახურების მიმწოდებელი.
2. მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვას.
მუხლი 13🔗.
გარდამავალი დებულებები
1. 2024 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2025 წელს, ანაზღაურდება 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
2. 2024 წელს მიმწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციას აღნიშნული სტატუსი ავტომატურად უგრძელდება 2025 წელს.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
4. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის, საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 1 თვით ადრე. ამასთან, იგი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.