საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება №50 |
|
2014 წლის 31 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისa და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების მე-13 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი (შემდგომში – სპეციალური წოდება) სარგოს ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. |
2.
სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. |
3.
კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოსამსახურეებს შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არაუმეტეს ორი თვისა. |
4.
სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით ეძლევათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო. |
5.
სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ეძლევათ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ბოლო დაკავებული თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს ორმაგი ოდენობისა. |
6.
სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე სამსახურის მოსამსახურეებს, სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის შესაძლებელია დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით. |
7.
სამსახურის დაზვერვის ოფიცერს რომელიც ოპერატიული საქმიანობის დროს გამოავლენს კარგ ანალიტიკურ აზროვნებას, სამსახურის I და II დირექტორატების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით მიენიჭოს ოპერ-ანალიტიკოსის სტატუსი და დაუწესდეს ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით. |
8.
სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური ან სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10 წელი და მეტი – 20%; |
9.
სამსახურის მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან/და დასახიჩრების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის უფროსის ბრძანებით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) სხეულის მძიმე დაზიანების და/ან დაინვალიდების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარი; ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი; გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 3 000 (სამი ათასი) ლარი. |
10.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკივდრეს) დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ანაზღაურების მიზნით ეძლევა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. |
11.
სამსახურის მოსამსახურეებს აქვთ პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო და სხვა სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. სწავლების ღირებულების ხარჯები სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია ანაზღაურდეს ნაწილობრივ ან მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
12.
სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით უფლება აქვთ ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
13.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ივლისის №47 ბრძანება. |
14.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ
№50
2014 წლის 31 მარტი ქ. თბილისი2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. |
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოსამსახურეებს შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არაუმეტეს ორი თვისა. |
4. სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით ეძლევათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო. |
5. სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ეძლევათ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ბოლო დაკავებული თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს ორმაგი ოდენობისა. |
6. სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე სამსახურის მოსამსახურეებს, სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის შესაძლებელია დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით. |
7. სამსახურის დაზვერვის ოფიცერს რომელიც ოპერატიული საქმიანობის დროს გამოავლენს კარგ ანალიტიკურ აზროვნებას, სამსახურის I და II დირექტორატების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით მიენიჭოს ოპერ-ანალიტიკოსის სტატუსი და დაუწესდეს ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით. |
8. სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური ან სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:9. სამსახურის მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან/და დასახიჩრების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის უფროსის ბრძანებით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) სხეულის მძიმე დაზიანების და/ან დაინვალიდების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარი; ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი; გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 3 000 (სამი ათასი) ლარი.10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკივდრეს) დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ანაზღაურების მიზნით ეძლევა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. |
11. სამსახურის მოსამსახურეებს აქვთ პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო და სხვა სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. სწავლების ღირებულების ხარჯები სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია ანაზღაურდეს ნაწილობრივ ან მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
12. სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით უფლება აქვთ ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
13. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ივლისის №47 ბრძანება. |
14. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი დანართი №1№ სამხედრო წოდება სახელმწიფო სპეციალური წოდება სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი (ლარებში)1 - დაზვერვის გენერალ-პოლკოვნიკი600 2 გენერალ-ლეიტენანტი დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი550 3 გენერალ-მაიორი დაზვერვის გენერალ-მაიორი430 4 ბრიგადის გენერალი- 400 5 პოლკოვნიკი დაზვერვის პოლკოვნიკი360 6 ვიცე-პოლკოვნიკი დაზვერვის ვიცე-პოლკოვნიკი290 7 მაიორი დაზვერვის მაიორი220 8 კაპიტანი დაზვერვის კაპიტანი150 9 უფროსი ლეიტენანტი დაზვერვის უფროსი ლეიტენენტი130 10 ლეიტენანტი დაზვერვის ლეიტენანტი120 11 - დაზვერვის უმცროსი ლეიტენანტი100 12 მთავარი სერჟანტი (მიჩმანი) დაზვერვის ზემდეგი95 13 მასტერ სერჟანტი დაზვერვის ზემდეგი95 14 უფროსი სერჟანტი (მიჩმანი) დაზვერვის უფროსი სერჟანტი90 15 სერჟანტი დაზვერვის სერჟანტი85 16 უმცროსი სერჟანტი (მიჩმანი) დაზვერვის უმცროსი სერჟანტი82 17 რიგითი, კაპრალი დაზვერვის რიგითი78 |