„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
280120000.43.048.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №32

2019 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03.04.2014,280120000.43.048.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოსამსახურეებს შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არაუმეტეს ორი თვისა.“.

2. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ბოლო დაკავებული თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს ორმაგი ოდენობისა.“.

3. ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს 84 პუნქტი.
4. ბრძანების 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„83. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც მივლენილი იქნება მომზადების ან/და გადამზადების შესაბამისი კურსის გასავლელად ან კურსის სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მივლენის პერიოდში ყოველდღიური კვებით და სანივთე ქონებით უზრუნველყოფს სამსახური. ყოველდღიური კვების საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელსაც ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი