„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება №4261 |
|
2024 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2014წ., 280120000.43.48.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი (შემდგომში – სპეციალური წოდება) სარგოს ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.“ |
2.
მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით ეძლევათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო. 5. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ბოლო დაკავებული თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს ორმაგი ოდენობისა.“. |
3.
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10 წელი და მეტი – 20%.“. |
4.
მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. მოსამსახურის გარდაცვალების (დაღუპვის) შემთხვევაში, ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ექვემდებარება დაბრუნებას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №4261. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.43.048.016026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4261, 04.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 280120000.43.048.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6324023/