„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/275
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/275

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016187) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„4. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებია:

ა) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი;

ბ) პროფესიული მომზადების ცენტრი;     

გ) აკადემიის ბიბლიოთეკა;

დ) პრაქტიკის უზრუნველყოფის სამსახური.

5. დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:

ა) რექტორის აპარატი;

ბ) სენატის სამდივნო;

გ) ISO სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახური;

დ) კანცელარია;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ)ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

თ) მატერიალური რესურსების მართვის სამსახური;

ი)  შეფასებისა და გამოცდების სამსახური;

კ) სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური;

ლ) უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის კონტროლის სამსახური;

მ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი და მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის რექტორი, რექტორის მოადგილეები, გარდა პირველი მოადგილისა, აკადემიის ყველა სტრუქტურული ერთეულის და სტუდენტური თვითმმართველობის  წარმომადგენელი და ფაკულტეტების საბჭოების ორ-ორი წარმომადგენელი“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1¹ პუნქტი:

„1¹. სენატში ფაკულტეტების საბჭოების წარმომადგენლებს  ფაკულტეტების საბჭოები ირჩევენ 1 (ერთი) წლის ვადით“.

4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის, პროფესიული მომზადების ცენტრის შემოსავლები;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი