„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/63 |
|
2022 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 10.07.2012, 040030000.22.024.016187) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და წესდების:
1. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აკადემიის რექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რექტორის ერთ-ერთი მოადგილე ან აკადემიის თანამშრომელი.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი და მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან რექტორი, რექტორის მოადგილეები, გარდა პირველი მოადგილისა, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი, ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის უფროსი, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი, ფაკულტეტების საბჭოების ორ-ორი წარმომადგენელი.“. 4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. აკადემიის აკადემიური პერსონალის ხელშეკრულების კატეგორიები რეგულირდება შიდა ნორმატიული აქტებით.“. 5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, განაცხადების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|