უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/157
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016006 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
1,365 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 86% 14.03.2024 „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 85% 27.02.2026 „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 85% 04.03.2021 სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და გამოცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 31.08.2021 „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ტიპი: ძრავის მოცულობა: ზუსტი მოცულობა: შასის ნომერი: საბაჟო ღირებულება: სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია): საჭე: დაუტვირთავი წონა: 84% 29.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/157 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები მუხლი 1🔗. უსაფრთხოების სერტიფიკატი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) უსაფრთხოების სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. უსაფრთხოების სერტიფიკატზე მონაცემები დატანილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 2🔗. უსაფრთხოების სერტიფიკატის მონაცემები 1.  უსაფრთხოების სერტიფიკატი შედგება შემდეგი მონაცემებისგან: ა) სააგენტოს მცირე გერბი; ბ) უსაფრთხოების სერტიფიკატის დამადასტურებელი ინფორმაცია; გ) უსაფრთხოების სერტიფიკატის ნომერი; დ) სერტიფიცირებული სარკინიგზო საწარმოს მონაცემები: დ.ა) იურიდიული სახელწოდება; დ.ბ)  სარკინიგზო საწარმოს სახელწოდება; დ.გ)  შემოკლებული სახელწოდება; დ.დ) საიდენტიფიკაციო ნომერი; დ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) უსაფრთხოების სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მონაცემები: ე.ა) სრული სახელწოდება: ე.ბ) ქვეყანა; ვ) უსაფრთხოების სერტიფიკატის ინფორმაცია; ვ.ა) სახე (პირველადი, ვადაგაგრძელებული, განახლებული); ვ.ბ) წინა სერტიფიკატის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) მოქმედების ვადა; თ) მომსახურების სახე/სახეები; ი) სარკინიგზო საწარმოს ზომა; კ) სარკინიგზო საწარმოს მოქმედების არეალი; ლ) სპეციფიკური პირობები და შეზღუდვები; მ) მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები; ნ) გაცემის თარიღი; ო) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) სიმბოლოსგან. პირველი ორი სიმბოლო შედგება ავტორიზაციის გამცემი სახელმწიფოს სახელწოდების აღმნიშვნელი ორი სიმბოლოსგან – „GE“, შემდეგი ორი სიმბოლო აღნიშნავს დოკუმენტის ტიპს („10“ – სარკინიგზო საწარმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი), შემდეგი ოთხი სიმბოლო აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წელს და ბოლო ოთხი სიმბოლო აღნიშნავს სერტიფიკატის ინდივიდუალურ სარეგისტრაციო ნომერს. 3. უსაფრთხოების სერტიფიკატში აღინიშნება სარკინიგზო საწარმოს ზომის ამსახველი მონაცემები დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით: ა) მცირე საწარმო – სარკინიგზო საწარმო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 50 პირამდე; ბ) საშუალო საწარმო – სარკინიგზო საწარმო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება  50 -დან 250 პირამდე; გ) დიდი საწარმო – სარკინიგზო საწარმო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 250 და მეტი პირით. 4. სარკინიგზო საწარმოს მოქმედების არეალი გულისხმობს მონაცემებს იმ სარკინიგზო ქსელის ან ქსელის ნაწილის თაობაზე, რომელზეც სარკინიგზო საწარმო ახორციელებს სარკინიგზო საქმიანობას. 5. სარკინიგზო საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკური პირობები და შეზღუდვები გულისხმობს საქმიანობის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და სააგენტოს მიერ სარკინიგზო საწარმოსათვის დაწესებულ ფარგლებს, რომლითაც შეზღუდულია სარკინიგზო საწარმო გადაყვანა/გადაზიდვის განხორციელებისას. მუხლი 3🔗. უსაფრთხოების სერტიფიკატის შევსებისა და გაცემის წესი 1. უსაფრთხოების სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით; 2. უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა სარკინიგზო საწარმოზე წარმოებს უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. მუხლი 4🔗. უსაფრთხოების სერტიფიკატის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. უსაფრთხოების სერტიფიკატი შედგება ორი გვერდისგან და მოიცავს ინფორმაციას  სერტიფიკატის გამცემი ორგანოს, სერტიფიცირებული სარკინიგზო საწარმოს და მისი საქმიანობის შესახებ. 2. უსაფრთხოების სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომლის სახე/სახეები მითითებულია უსაფრთხოების სერტიფიკატში და მხოლოდ უსაფრთხოების სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით. 3. უსაფრთხოების სერტიფიკატით დასტურდება სარკინიგზო საწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის სარკინიგზო უსაფრთხოების წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შექმნის ვალდებულების შესრულება და სარკინიგზო საწარმოს  უსაფრთხოდ ოპერირების შესაძლებლობა სარკინიგზო ქსელში. 4. უსაფრთხოების სერტიფიკატი მოიცავს ორდონიან დამცავ ნიშანს: ა) სააგენტოს მცირე გერბს; ბ) სააგენტოს ორგანიზაციულ ბეჭედს. მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურის მენეჯერის უსაფრთხოების ავტორიზაცია 1. სააგენტო უსაფრთხოების ავტორიზაციას გასცემს საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. უსაფრთხოების ავტორიზაციაზე მონაცემები დატანილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 6🔗. უსაფრთხოების ავტორიზაციის მონაცემები 1. უსაფრთხოების ავტორიზაცია შედგება შემდეგი მონაცემებისგან: ა) სააგენტოს მცირე გერბი; ბ) უსაფრთხოების ავტორიზაციის დამადასტურებელი ინფორმაცია; გ) უსაფრთხოების ავტორიზაციის ნომერი; დ) ავტორიზებული ინფრასტრუქტურის მენეჯერის მონაცემები: დ.ა) იურიდიული სახელწოდება; დ.ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერის სახელწოდება; დ.გ) შემოკლებული სახელწოდება; დ.დ)  საიდენტიფიკაციო ნომერი; დ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) ავტორიზაციის გამცემი ორგანოს მონაცემები: ე.ა) სრული სახელწოდება; ე.ბ) ქვეყანა; ვ) უსაფრთხოების ავტორიზაციის ინფორმაცია: ვ.ა) სახე (პირველადი, ვადაგაგრძელებული, განახლებული); ვ.ბ) წინა ავტორიზაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) მოქმედების ვადა; თ) ინფრასტრუქტურის მახასიათებლები; ი) მომსახურების სახე/სახეები; კ) სარკინიგზო ხაზის საექსპლუატაციო სიგრძე; ლ) მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები; მ) სპეციფიკური პირობები და შეზღუდვები; ნ) დამატებითი ინფორმაცია; ო) გაცემის თარიღი; პ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. ავტორიზაციის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) სიმბოლოსგან. პირველი ორი სიმბოლო შედგება ავტორიზაციის გამცემი სახელმწიფოს სახელწოდების აღმნიშვნელი ორი სიმბოლოსგან – „GE“, შემდეგი ორი სიმბოლო აღნიშნავს დოკუმენტის ტიპს („21“- უსაფრთხოების ავტორიზაცია), შემდეგი ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ავტორიზაციის გაცემის წელს და ბოლო ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ავტორიზაციის ინდივიდუალურ სარეგისტრაციო ნომერს. 3. უსაფრთხოების ავტორიზაციაში აღინიშნება ინფრასტრუქტურის მენეჯერის ზომის ამსახველი მონაცემები სარკინიგზო ხაზის საექსპლუატაციო სიგრძის მიხედვით. 4. ინფრასტრუქტურის მენეჯერის მახასიათებლებში აისახება ინფორმაცია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ მართულ ქსელთან, სარკინიგზო გადაზიდვა-გადაყვანის ტიპთან, მართვა-კონტროლის, სასიგნალო სისტემებთან და ელექტრიფიკაციის მახასიათებლებთან დაკავშირებით. 5. სპეციფიკური პირობები და შეზღუდვები გულისხმობს ინფრასტრუქტურის მენეჯერის საქმიანობის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის დაწესებულ ფარგლებს, რომლითაც შეზღუდულია ინფრასტრუქტურის მენეჯერი.  6. დამატებით ინფორმაციაში, საჭიროების შემთხვევაში, აისახება ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ მართულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 7🔗. უსაფრთხოების ავტორიზაციის შევსებისა და გაცემის წესი 1. უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით. 2. უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემა ინფრასტრუქტურის მენეჯერზე წარმოებს უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. მუხლი 8🔗. უსაფრთხოების ავტორიზაციის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. უსაფრთხოების ავტორიზაცია შედგება ორი გვერდისგან და მოიცავს ინფორმაციას  ავტორიზაციის გამცემი ორგანოს, ავტორიზებული ინფრასტრუქტურის მენეჯერის და მისი საქმიანობის შესახებ. 2. უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია საკუთარი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობებით, აგრეთვე სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურის გამოყენება დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციით გათვალისწინებულ ფარგლებში. 3. უსაფრთხოების ავტორიზაციით დასტურდება ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ  უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნის ვალდებულების შესრულება, რაც უზრუნველყოფს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარკინიგზო უსაფრთხოების მოთხოვნების, მათ შორის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტების, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას. 4. უსაფრთხოების ავტორიზაცია, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის მოიცავს ორდონიან დამცავ ნიშანს: ა) სააგენტოს მცირე გერბს; ბ) სააგენტოს ორგანიზაციულ ბეჭედს. მუხლი 9🔗. ინფრასტრუქტურის მენეჯერის უსაფრთხოების ავტორიზაცია მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის 1. სააგენტო უსაფრთხოების ავტორიზაციას მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის გასცემს საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. უსაფრთხოების ავტორიზაციაზე მონაცემები დატანილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 10🔗. უსაფრთხოების ავტორიზაციის მონაცემები 1. უსაფრთხოების ავტორიზაცია შედგება შემდეგი მონაცემებისგან: ა) სააგენტოს მცირე გერბი; ბ) უსაფრთხოების სერტიფიკატის დამადასტურებელი ინფორმაცია; გ) უსაფრთხოების ავტორიზაციის ნომერი; დ) ავტორიზებული ინფრასტრუქტურის მენეჯერის მონაცემები: დ.ა) იურიდიული სახელწოდება; დ.ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერის სახელწოდება; დ.გ) შემოკლებული სახელწოდება; დ.დ)  საიდენტიფიკაციო ნომერი; დ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) ავტორიზაციის გამცემი ორგანოს მონაცემები: ე.ა) სრული სახელწოდება; ე.ბ) ქვეყანა; ვ) უსაფრთხოების ავტორიზაციის მონაცემები: ვ.ა) სახე (პირველადი, ვადაგაგრძელებული, განახლებული); ვ.ბ) წინა ავტორიზაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) მოქმედების ვადა; თ) მისასვლელი ლიანდაგის მდებარეობა და მიერთების სადგური; ი) მისასვლელი ლიანდაგის დანიშნულება და ფუნქციური გამოყენება; კ) მისასვლელი ლიანდაგების რაოდენობა; ლ) მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები; მ) სპეციფიკური პირობები და შეზღუდვები; ნ) დამატებითი ინფორმაცია; ო) გაცემის თარიღი; პ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. ავტორიზაციის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) სიმბოლოსგან. პირველი ორი სიმბოლო შედგება ავტორიზაციის გამცემი სახელმწიფოს სახელწოდების აღმნიშვნელი ორი სიმბოლოსგან – „GE“, შემდეგი ორი სიმბოლო აღნიშნავს დოკუმენტის ტიპს („21“- უსაფრთხოების ავტორიზაცია), შემდეგი ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ავტორიზაციის გაცემის წელს და ბოლო ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ავტორიზაციის ინდივიდუალურ სარეგისტრაციო ნომერს. 3. უსაფრთხოების ავტორიზაციაში აღინიშნება ინფრასტრუქტურის მენეჯერის ზომის ამსახველი მონაცემები მისასვლელი ლიანდაგების რაოდენობის მიხედვით. 4. ინფრასტრუქტურის მენეჯერის მახასიათებლებში აისახება ინფორმაცია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ მართულ ქსელთან, სარკინიგზო გადაზიდვა-გადაყვანის ტიპთან, მართვა-კონტროლთან, სასიგნალო სისტემებთან და ელექტრიფიკაციის მახასიათებლებთან დაკავშირებით. 5. სპეციფიკური პირობები და შეზღუდვები გულისხმობს ინფრასტრუქტურის მენეჯერის საქმიანობის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის დაწესებულ ფარგლებს, რომლითაც შეზღუდულია ინფრასტრუქტურის მენეჯერი.  6. დამატებით ინფორმაციაში, საჭიროების შემთხვევაში, აისახება ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ მართულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 11🔗. უსაფრთხოების ავტორიზაციის შევსებისა და გაცემის წესი 1. უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით. 2. უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემა ინფრასტრუქტურის მენეჯერზე წარმოებს  უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. მუხლი 12🔗. უსაფრთხოების ავტორიზაციის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. უსაფრთხოების ავტორიზაცია, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის შედგება ორი გვერდისგან და მოიცავს ინფორმაციას  ავტორიზაციის გამცემი ორგანოს, ავტორიზებული ინფრასტრუქტურის მენეჯერის და მისი საქმიანობის შესახებ. 2. უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია საკუთარი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობებით, აგრეთვე სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურის გამოყენება დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციით გათვალისწინებულ ფარგლებში. 3. უსაფრთხოების ავტორიზაციით დასტურდება ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ  უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნის ვალდებულების შესრულება, რაც უზრუნველყოფს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარკინიგზო უსაფრთხოების მოთხოვნების, მათ შორის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტების, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას. 4. უსაფრთხოების ავტორიზაცია, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის მოიცავს ორდონიან დამცავ ნიშანს: ა) სააგენტოს მცირე გერბს; ბ) სააგენტოს ორგანიზაციულ ბეჭედს.