ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან მდებარე სანაპიროს უსახელო მონაკვეთისთვის ასი ათასი მოწამის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №695
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016941
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ერთი უსახელო ჩიხისთვის ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან მდებარე სანაპიროს უსახელო მონაკვეთისთვის ასი ათასი მოწამის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №695
2024 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან მდებარე სანაპიროს უსახელო მონაკვეთისთვის ასი ათასი მოწამის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან მდებარე სანაპიროს უსახელო მონაკვეთს მიენიჭოს ასი ათასი მოწამის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე