„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №92

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 140130000.22.034.016696) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო  პოლიციისა) წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1);

2. განისაზღვროს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №2).“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუწესდეს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე  – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო მოხელესა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურე – სამოქალაქო პირს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში მინისტრის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამინისტროს სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

„მუხლი 8

ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გასავლელად დანიშნულ/ჩარიცხულ პირზე.“.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 

დანართი №1

სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სასაზღვრო პოლიციისა)  წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1

გენერალ-პოლკოვნიკი

120

2

გენერალ-ლეიტენანტი

110

3

გენერალ-მაიორი

100

4

პოლკოვნიკი

70

5

ვიცე-პოლკოვნიკი

60

6

მაიორი

50

7

კაპიტანი

40

8

უფროსი ლეიტენანტი

30

9

ლეიტენანტი

25

10

უმცროსი ლეიტენანტი

20

11

ზემდეგი

7

12

უფროსი სერჟანტი

6

13

სერჟანტი

5

14

უმცროსი სერჟანტი

4

15

პოლიციის რიგითი

3

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური