„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№132
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №132

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 140130000.22.034.016696) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და მფრინავთა შემადგენლობას თანამდებობრივ სარგოზე ეძლევათ დანამატი შემდეგი ოდენობით:

 

თანამდებობა

დანამატი (ლარი)

დეპარტამენტის დირექტორი (მფრინავი)

3750

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში (მფრინავი)

3500

ესკადრილიის მეთაური (მფრინავი) (მთავარი სამმართველოს უფროსი)

2700

ესკადრილიის მეთაურის მოადგილე (მფრინავი-ინსტრუქტორი) (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე)

2500

სამმართველოს უფროსი (ბორტ-ინჟინერი)

2300

განყოფილების უფროსი (მფრინავი)

1800

ცენტრის უფროსი (ბორტ-ინჟინერი) (მთავარი სამმართველოს უფროსი)

1500

ცენტრის უფროსის მოადგილე (ბორტ-ტექნიკოსი) (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე)

1000

სამსახურის უფროსი (ბორტ-ინჟინერი), განყოფილების უფროსი (ბორტ-ინჟინერი)

1100

განყოფილების უფროსის მოადგილე (ხარისხის მართვის ინჟინერი, ბორტ-ინჟინერი)

1000

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (მფრინავი), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (მფრინავი-ნავიგატორი)

1625

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ბორტ-ტექნიკოსი), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (საფრენი აპარატების ექსპლუატაციის ინჟინერი, ბორტ-ტექნიკოსი), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ხარისხის მართვის ინსპექტორი, ბორტ-ტექნიკოსი), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ბორტ-მექანიკოს-ოპერატორი)

900

5. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის: საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოწმების და შეკეთების სამსახურის და საფრენი აპარატების ტექნიკური ექსპლუატაციის სამსახურის მოსამსახურეებს დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით:

 

თანამდებობა

დანამატი (ლარი)

სამსახურის უფროსი (უფროსი ინჟინერი)

365

მთავარი სპეციალისტი (ინჟინერი)

490

მთავარი სპეციალისტი (უფროსი ტექნიკოსი)

455

“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური