📋

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.12.2024
მოქმედების პერიოდი 30.12.2024 — 18.02.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/155
კონსოლიდირებული ვერსიები (4)
30.12.2024
18.02.2025
13.03.2025
09.07.2025
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/155 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმები“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმები მუხლი 1🔗. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა 1. მატარებლის მემანქანის (შემდგომ – მემანქანე) მართვის მოწმობა (შემდგომ – მართვის მოწმობა) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილ და ლამინირებულ ერთიან მონოსხეულად სიმხურვალისა და წნევის პირობებში. 2. მემანქანის მართვის მოწმობის ფიზიკური მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა იყოს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) 7810 სტანდარტთან და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მართვის მოწმობების მახასიათებლების გადამოწმების მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO)10 373 სტანდარტს. მუხლი 2🔗. მართვის მოწმობის დიზაინი 1. მართვის მოწმობის წინა მხარე, ავერსი და მართვის მოწმობის უკანა მხარე, რევერსი,  განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად. 2. მართვის მოწმობის წინა მხარე (ავერსი) უნდა შეიცავდეს: ა) სიტყვებს „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა“; ბ) საქართველოს დროშასა და დასახელებას; გ) სახელმწიფოს განმასხვავებელ ნიშანს – GE; დ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი. 3. მართვის მოწმობის წინა მხარეს (ავერსი) ფონად დატანილია მატარებლის გრაფიკული გამოსახულება, აგრეთვე, ლიანდაგის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ხილვადია ულტრაიისფერი დანათების პირობებში. 4. მართვის მოწმობის უკანა მხარე (რევერსი) უნდა შეიცავდეს: ა) საქართველოს რუკის კონტურს; ბ) ჰოლოგრამას. 5. მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი) ფონად დატანილია სადგურის გრაფიკული გამოსახულება. მუხლი 3🔗. მართვის მოწმობის მონაცემები 1. მართვის მოწმობაში მონაცემები აღინიშნება შემდეგი ნუმერაციით: ა) 1. მართვის მოწმობის მფლობელის გვარი; ბ) 2. მართვის მოწმობის მფლობელის სახელი; გ) 3. მართვის მოწმობის მფლობელის დაბადების თარიღი და ადგილი; დ) 4 a. მართვის მოწმობის გაცემის თარიღი; ე) 4 b. მართვის მოწმობის ვადის გასვლის თარიღი; ვ) 4 c. მართვის მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ზ) 4 d. მართვის მოწმობის მფლობელის პირადი  ნომერი; თ) 5. მართვის მოწმობის ნომერი; ი) 6. მართვის მოწმობის მფლობელის ფოტოსურათი; კ) 7. მართვის მოწმობის მფლობელის ხელმოწერა – მფლობელის ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც დაიტანება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; ლ) 8. მართვის მოწმობის ბარათის ნომერი; მ) 9. დამატებითი ინფორმაცია ან/და სამედიცინო შეზღუდვა: მ.ა) 9 a. დამატებითი ინფორმაცია: მ.ა.ა) a.1 მშობლიური ენა; მ.ა.ბ) a.2 სპეციალური გრაფა ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციისთვის; მ.ბ) 9 b. სამედიცინო შეზღუდვები: მ.ბ.ა) b.1 სათვალეების/ლინზების სავალდებულო გამოყენება; მ.ბ.ბ) b.2 სმენის აპარატ(ებ)ის სავალდებულო გამოყენება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები დაიტანება მართვის მოწმობის წინა მხარეს (ავერსი), ხოლო „ლ-მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი). 3. მართვის მოწმობაზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენაზე. მუხლი 4🔗. მართვის მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია 1. მართვის მოწმობის ნომერი შედგება 10 (ათი) ციფრისა და 2 (ორი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისგან. 2. მართვის მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: GE72  2024 4567. პირველი ორი ასო სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი – GE; შემდეგი ორი ციფრი 71, 72 ან 73 არის დოკუმენტის ტიპის ნომერი – თუ ყოველ წელიწადს  გაიცემა 9 999 მოწმობა, მაშინ დოკუმენტის ტიპის ნომერი იქნება 71, თუ გაიცემა 9 999-ზე მეტი მოწმობა დოკუმენტის ტიპის ნომერი იქნება 72, ხოლო თუ ყოველ წელს გაიცემა 19 999-ზე მეტი მოწმობა დოკუმენტის ტიპის ნომერი იქნება 73; შემდეგი ოთხი ციფრი – მოწმობის გაცემის წელი; შემდეგი ოთხი ციფრი – რიგითი ნომერი 0000-დან 9 999-მდე სერიის ფარგლებში (რიგითი ნომერის ათვლა ყოველ წელიწადს თავიდან იწყება). მუხლი 5🔗. მართვის მოწმობის უსაფრთხოების მახასიათებლები 1. მართვის მოწმობისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს დაცული გაყალბებისგან შემდეგი ტექნიკის გამოყენებით (სავალდებულო უსაფრთხოების მახასიათებლები): ა) ბარათი უნდა იყოს პოლიკარბონატის ფირფიტის; ბ) ბარათზე გამოსახული უნდა იყოს ჰოლოგრამა; გ) უსაფრთხოების ფონის ნიმუში უნდა იყოს შექმნილი ისე, რომ იყოს გამძლე ყალბი სკანირების, ბეჭდვის ან კოპირების გზით გაყალბებისგან, ცისარტყელასებური ბეჭდვის გამოყენებით მრავალფეროვანი უსაფრთხოების მელნებითა და პოზიტიური გილიოშისებური ბეჭდვის გამოყენებით; დ) ფოტოს არეში უსაფრთხოების დიზაინის ფონისა და ფოტოს გადაფარვა უნდა იყოს მინიმუმ სურათის საზღვრებზე. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობის დამზადებისას გამოიყენოს უსაფრთხოების დამატებითი მახასიათებლები. მუხლი 6🔗. მემანქანის სერტიფიკატი 1. მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად. 2. მემანქანის სერტიფიკატის ზომებია 10 სმ × 21 სმ (გაშლისას) სამი გარე და სამი შიდა გვერდი. მუხლი 7🔗. სერტიფიკატის მონაცემები 1. სერტიფიკატზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ზოგადი მონაცემები: ა.ა) გამცემი ორგანიზაციის ლოგო (არასავალდებულო); ა.ბ) მემანქანის მართვის მოწმობის ნომერი; ა.გ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი; ა.დ) სერტიფიკატის მფლობელის გვარი; ა.ე) სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი; ა.ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი; ა.ზ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ა.თ) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაცია; ა.ი) მისამართი; ა.კ) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის შტამპი ან ბეჭედი; ბ) დამსაქმებლის მონაცემები: ბ.ა) იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ.ბ) დამსაქმებლის კატეგორია: სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი; ბ.გ) ქვეყანა, მისამართი; გ) სერტიფიკატის მფლობელის მონაცემები: გ.ა) დაბადების ადგილი; გ.ბ) დაბადების თარიღი; გ.გ) მოქალაქეობა; გ.დ) იურიდიული  და ფაქტობრივი მისამართი; გ.ე) ხელმოწერა; გ.ვ) ფოტოსურათი; დ) მართვის კატეგორიები; ე) დამატებითი ინფორმაცია; ვ) ენების ცოდნა; ზ) შეზღუდვები; თ) მოძრავი შემადგენლობა, რომელზეც მემანქანეს აქვს მართვის უფლება: თ.ა) თარიღი; თ.ბ) სატრანსპორტო საშუალება; თ.გ) შენიშვნა; ი) ინფრასტრუქტურა, რომელზეც მემანქანეს აქვს მართვის უფლება: ი.ა) თარიღი; ი.ბ) ინფრასტრუქტურის მონაკვეთი; ი.გ) დამატებითი ინფორმაცია/შეზღუდვები; ი.დ) შენიშვნა. 2. სერტიფიკატზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ ენაზე. სერტიფიკატის ინგლისურენოვანი ასლის ფორმა განისაზღვრება დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 8🔗. სერტიფიკატის ნომერი სერტიფიკატის ნომერი განისაზღვრება სერტიფიკატის გამცემი სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ. მუხლი 9🔗. სერტიფიკატის გაყალბების საწინააღმდეგო ზომები 1. სერტიფიკატის გაყალბების საწინააღმდეგოდ გამოიყენება შემდეგი ტექნიკური ზომები: ა) გამცემი ორგანიზაციის ლოგოს გამოსახვა სერტიფიკატზე (არასავალდებულო); ბ) სპეციფიკური ქაღალდის ტექსტურისა და მუდმივი მელნის გამოყენება; გ) შტამპის ან ბეჭდის გამოსახვა სერტიფიკატზე. 2. სერტიფიკატის გაყალბების საწინააღმდეგო ზომები ასევე ვრცელდება სერტიფიკატის ასლზე.   მუხლი 10🔗. სერტიფიკატის ასლი 1. სერტიფიკატის ასლის ფორმა განისაზღვრება დანართი №4-ით. სერტიფიკატის ასლის ინგლისურენოვანი ვერსიის ფორმა განისაზღვრება დანართი №5-ის შესაბამისად. 2. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატის ასლი, მატარებლის მემანქანის მოთხოვნის ან მისი სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში. 3. სერტიფიკატის ასლი A4 ფორმატის დოკუმენტია. მუხლი 11🔗. სერტიფიკატის ასლის მონაცემები 1. სერტიფიკატის ასლზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მემანქანის დამსაქმებელი ორგანიზაციის: ა.ა) იურიდიული დასახელება ა.ბ) დამსაქმებლის კატეგორია: სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი; ა.გ) ქალაქი, ქვეყანა; ა.დ) მისამართი. ბ) სერტიფიკატის მფლობელის შესახებ ინფორმაცია: ბ.ა) მართვის მოწმობის ნომერი; ბ.ბ) სახელი; ბ.გ) გვარი; ბ.დ) დაბადების ადგილი; ბ.ე) დაბადების თარიღი; ბ.ვ) საფოსტო კოდი (არასავალდებულო); ბ.ზ) ფოტოსურათი; ბ.თ) ხელმოწერა. გ) მართვის კატეგორიები; დ) დამატებითი ინფორმაცია; ე) შეზღუდვები; ვ) ენების ცოდნა; ზ) მოძრავი შემადგენლობა: ზ.ა) სატრანსპორტო საშუალება; ზ.ბ) შენიშვნა. თ) ინფრასტრუქტურა: თ.ა) ინფრასტრუქტურის მონაკვეთი; თ.ბ) შენიშვნა. ი) გათავისუფლების თარიღი; კ) სერტიფიკატის ასლის გამცემი ორგანიზაცია, მისი საფოსტო მისამართი, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა; ლ) გაცემის თარიღი; მ) ხელმოწერა; ნ) სერტიფიკატის ასლის გამცემი ორგანიზაციის შტამპი ან ბეჭედი. 2. სერტიფიკატის ასლზე შესაძლოა გამოისახოს სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის ლოგო.