ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/158
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016007 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
4,815 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (15)
სარკინიგზო უსაფრთხოების წესი
„სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესი
მუხლი 2
სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი
იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს
მუხლი 2
ინფრასტრუქტურის მენეჯერი
იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. აღნიშნული ტერმინი ასევე მოიცავს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელს
მუხლი 2
ზედამხედველობა
სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების და უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების გზით
მუხლი 2
მონიტორინგი
სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანს წარმოადგენს მათ მიერ დანერგილი უსაფრთხოების მართვის სიტემის ყველა ელემენტის, მათ შორის, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ორგანიზაციული რისკების კონტროლის ზომების სწორად გამოყენებისა და ეფექტურობის შემოწმება
მუხლი 2
ინსპექტირება
ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფრასტრუქტურის მენეჯერის და სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება
მუხლი 2
ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი
სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას
მუხლი 2
ზედამხედველობის ობიექტი
სარკინიგზო საწარმო, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს  და ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ავტორიზაცია
მუხლი 2
მნიშვნელოვანი შეუსაბამობა
ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც მოითხოვს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან პასუხისმგებლობის დაკისრებას
მუხლი 2
შეუსაბამობა
ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას
მუხლი 2
მაკორექტირებელი ღონისძიება
ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიება
მუხლი 2
დაინტერესებული მხარე
ნებისმიერი პირი, მათ შორის სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და სხვა, რომელსაც აქვს განსაზღვრული როლი სარკინიგზო საქმიანობაში ან რომელსაც ეხება სარკინიგზო საქმიანობა და რომელიც დაინტერესებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შედეგებით
მუხლი 2
უსაფრთხოების საერთო მეთოდები ((Common Safety Methods) CSM)
მეთოდები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ ფასდება უსაფრთხოების დონეები, უსაფრთხოების მიზნების მიღწევა და უსაფრთხოების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობა
მუხლი 2
უსაფრთხოების საერთო ინდიკატორები ((Common Safety Indicators) CSI)
სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ინდიკატორების ერთობლიობა, რომლებსაც აგროვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, წლიური ანგარიშების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევების შეფასება და სარკინიგზო უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელება. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად
სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
მუხლი 20
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 98% 29.12.2025 სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 98% 27.02.2026 მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 96% 24.12.2024 სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 95% 27.02.2026 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/158 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესი თავი I  ზოგადი დებულებები      მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესი (შემდგომ – წესი) ადგენს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების შემდგომ, სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერების ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია, უზრუნველყოს სააგენტოს თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესის მიზნებისთვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სარკინიგზო უსაფრთხოების წესი –  „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესი; ბ) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს; გ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი – იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. აღნიშნული ტერმინი ასევე მოიცავს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელს; დ) ზედამხედველობა – სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების და უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების გზით; ე) მონიტორინგი – სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანს წარმოადგენს მათ მიერ დანერგილი უსაფრთხოების მართვის სიტემის ყველა ელემენტის, მათ შორის, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ორგანიზაციული რისკების კონტროლის ზომების სწორად გამოყენებისა და ეფექტურობის შემოწმება; ვ) ინსპექტირება – ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფრასტრუქტურის მენეჯერის და სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება;  ზ) ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას; თ) ზედამხედველობის ობიექტი – სარკინიგზო საწარმო, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს  და ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ავტორიზაცია; ი) მნიშვნელოვანი შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც მოითხოვს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან პასუხისმგებლობის დაკისრებას; კ) შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას; ლ) მაკორექტირებელი ღონისძიება – ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიება; მ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი პირი, მათ შორის სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და სხვა, რომელსაც აქვს განსაზღვრული როლი სარკინიგზო საქმიანობაში ან რომელსაც ეხება სარკინიგზო საქმიანობა და რომელიც დაინტერესებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შედეგებით; ნ) უსაფრთხოების საერთო მეთოდები ((Common Safety Methods) CSM) – მეთოდები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ ფასდება უსაფრთხოების დონეები, უსაფრთხოების მიზნების მიღწევა და უსაფრთხოების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობა; ო) უსაფრთხოების საერთო ინდიკატორები ((Common Safety Indicators) CSI) – სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ინდიკატორების ერთობლიობა, რომლებსაც აგროვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, წლიური ანგარიშების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევების შეფასება და სარკინიგზო უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელება. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II ზედამხედველობის მიზნები, სახეები და ფარგლები მუხლი 3🔗. ზედამხედველობის მიზანი ზედამხედველობის მიზნებია: ა) სამართალდარღვევათა პრევენცია; ბ) ზედამხედველობის ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა. მუხლი 4🔗. ზედამხედველობის სახეები სააგენტოს მიერ ზედამხედველობის განხორციელება გულისხმობს თანმიმდევრულ და უწყვეტ პროცესს, რომლის მიზანს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების და უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების გზით. მუხლი 5🔗. ზედამხედველობის ფარგლები 1. ზედამხედველობა ხორციელდება სააგენტოს მიერ სარკინიგზო საწარმოსათვის უსაფრთხოების სერტიფიკატის, ხოლო ინფრასტრუქტურის მენეჯერებისათვის უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემის შემდეგ. 2. ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ამოწმებს და აფასებს სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მხრიდან რამდენად ეფექტურად სრულდება უსაფრთხოების მართვის სისტემა. 3. ზედამხედველობას შეიძლება დაექვემდებაროს სარკინიგზო საწარმოსა და ინფრასტუქტურის მენეჯერის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობები, რკინიგზის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია. მუხლი 6🔗. ზედამხედველობის განმახორციელებელი სუბიექტი 1. ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ზედამხედველობას  ახორციელებს სააგენტო. 2. სააგენტო ზედამხედველობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი  პრინციპებით: ა) პროპორციულობა – უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა ან/და შეუსაბამობებსა და სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებს შორის პროპორციულობის უზრუნველყოფა; ბ) თანმიმდევრულობა – ერთგვაროვანი გარემოებების არსებობისას სააგენტოს მხრიდან ერთგვაროვანი ღონისძიებების, მიდგომების გამოყენება; გ) გამჭირვალობა – სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებისათვის ზედამხედველობის მარეგულირებელი პოლიტიკა-პროცედურების და გადაწყვეტილების მიღების პრინციპების ხელმისაწვდომობა; დ) ანგარიშვალდებულება – სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების უზრუნველყოფა; ე) თანამშრომლობა – სააგენტოს მიერ, სარკინიგზო უსაფრთხოების ხელმყოფი გარემოებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის და პრობლემისადმი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამის უწყებებთან ან/და პირებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 3. ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის შერჩევისას სააგენტო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ინსპექტირების განხორციელებისას თავიდან იქნეს აცილებული  ინტერესთა კონფლიქტი. ინსპექტირებაში მონაწილე პირი არ უნდა ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მიუკერძოებლობაზე. 4. ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა განისაზღვრება ზედამხედველობის გეგმით, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ზედამხედველობის განხორციელებისას სააგენტოს მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ზედამხედველობის ობიექტს მაკორექტირებელი ღონისძიების განხორციელება  ან/და განიხილოს უსაფრთხოების სერტიფიკატის/უსაფრთხოების ავტორიზაციის  მოქმედების შეჩერების ან  გაუქმების საკითხი. 6. ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი გარემოებების ან/და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, თუ დასტურდება სამართალდარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მუხლი 7🔗. ზედამხედველობის გეგმის შემუშავება, გაცნობა, განხორციელება და შეფასება 1. სააგენტო ზედამხედველობის გეგმას  შეიმუშავებს  სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის ანალიზის და რისკების შეფასების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წყაროები შეიძლება მოიცავდეს: ა) უსაფრთხოების მართვის სისტემების შეფასებისას თავმოყრილ ინფორმაციას; ბ) წინა საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს; გ) ქვესისტემების ან სატრანსპორტო საშუალებების ავტორიზაციების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას; დ) მოკვლევის ბიუროს ანგარიშებს/რეკომენდაციებს; ე) სარკინიგზო შემთხვევების/ინციდენტების ამსახველ სხვა ანგარიშებს ან მონაცემებს; ვ) სარკინიგზო საწარმოების ან ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშებს უსაფრთხოების შესახებ; ზ) ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების ანგარიშებს; თ) მოქალაქეებისგან ან სხვა შესაბამისი წყაროებიდან მიღებულ საჩივრებს; ი) რისკების შეფასების შედეგებს; კ) ტექნოლოგიურ სიახლეებს. 3. სააგენტო უფლებამოსილია რისკების ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი. 4. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავებისას, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და რისკის შეფასების გარდა, ასევე ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს არსებულ რისკებს. 5. სააგენტო ზედამხედველობის გეგმით განსაზღვრავს ზედამხედველობის სახეს, პერიოდულობასა და სიხშირეს უსაფრთხოების სერტიფიკატებისა და უსაფრთხოების ავტორიზაციების მოქმედების პერიოდის განმავლობაში. 6. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავების ეტაპზე ითვალისწინებს საჭირო ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების არსებობას. 7. სააგენტო ზედამხედველობის დაწყებამდე ზედამხედველობის გეგმას აცნობს სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ მხარეებს. 8. სააგენტო, საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:  ა) ასრულებს გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო ზედამხედველობას უწევს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან/და განიხილავს  უსაფრთხოების სერტიფიკატის ან უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების შეჩერების ან  გაუქმების საკითხს, აგრეთვე დაყოვნების გარეშე გასცემს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს უსაფრთხოების სხვა ზომებს; გ) აფასებს რამდენად სრულყოფილად და დროულად შეძლო სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის მენეჯერმა სამოქმედო გეგმ(ებ)ის შესრულება შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად ან გადასაჭრელად. 9. საზედამხედველო საქმიანობის შედეგები უნდა მოიცავდეს: ა) სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან არსებულ შეუსაბამობებს; ბ) სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან არსებულ შეუსაბამობთან დაკავშირებით სავალდებულო მითითებების ან რეკომენდაციებს. 10. სააგენტო საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს უზიარებს შესაბამის სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერს. 11. ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად სააგენტო აფასებს სარკინიგზო საწარმოების ან ინფრასტრუქტურის მენეჯერების უსაფრთხოების საერთო მაჩვენებლებს (CSIs). 12. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტომ შესაძლოა გამოიყენოს უსაფრთხოების სერტიფიკატის ან უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების შეჩერების/გაუქმების ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების ღონისძიებები. 13. ზედამხედველობის განხორციელებისას შეკრებილი ინფორმაციისა და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე სააგენტო: ა) პერიოდულად აფასებს ზედამხედველობის გეგმას, რათა შეამოწმოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის გამოყენების, ზედამხედველობის შედეგებისა და რესურსების განაწილების ეფექტურობა და საჭიროების შემთხვევაში, ცვლის პრიორიტეტებს;  ბ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს გეგმის ცვლილებას. მუხლი 8🔗. გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების დაწყება გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ინსპექტირების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც მიეთითება ინსპექტირების დაწყების საფუძველი, სფერო, ფარგლები და ჩატარების პერიოდი/ვადები (ინსპექტირების დაწყებისა და დასრულების თარიღები). მუხლი 9🔗. გეგმური ინსპექტირება 1. ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ზედამხედველობის გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 2. გეგმური ინსპექტირების დაწყების შესახებ სააგენტო ზედამხედველობის ობიექტს აცნობებს წინასწარ. მუხლი 10🔗. არაგეგმური ინსპექტირება 1. სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს არაგეგმური ინსპექტირება. 2. სააგენტოს მიერ არაგეგმური ინსპექტირების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირის განცხადება, რომლის საფუძველზეც წარმოიშობა გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაძლო დარღვევის თაობაზე. მუხლი 11🔗. ინსპექტირების ფარგლები 1. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ტარდება ინსპექტირების ჩატარების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში. 2. გეგმური ინსპექტირების ფარგლების დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია ზედამხედველობის ობიექტისგან ან გამართოს შეხვედრა ზედამხედველობის ობიექტთან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარგლები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით, რის შესახებაც არსებობის შემთხვევაში უნდა ეცნობოს ზედამხედველობის ობიექტს. მუხლი 12🔗. არაგეგმური ინსპექტირების გამომრიცხავი გარემოებები 1. არაგეგმური ინსპექტირების გამომრიცხავი გარემოებებია: ა) სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობა ან/და ისეთი გარემოებების არარსებობა, რომლებიც მიანიშნებს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობაზე; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების არსებობა იმავე დარღვევის ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; გ) დავის სასამართლო წარმოებაში არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; დ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; ე) სისხლის სამართლის საქმის არსებობა იმავე ფაქტზე, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; ვ) საკითხის შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციას; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებების არსებობა, რომლებიც გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. 2. არაგეგმური ინსპექტირება არ დაიწყება, ხოლო დაწყებული არაგეგმური ინსპექტირება შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ. არაგეგმური ინსპექტირება წყდება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, არაგეგმური ინსპექტირების დაწყებული პროცესის შეწყვეტა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით. მუხლი 13🔗. მონიტორინგი სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი უსაფრთხოების მართვის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებენ სარკინიგზო უსაფრთხოების წესის მე-7 თავით დადგენილი მონიტორინგის საერთო მეთოდების შესაბამისად. თავი III უფლებამოსილი პირის და ზედამხედველობის ობიექტის უფლება-მოვალეობები მუხლი 14🔗. უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები 1. უფლებამოსილი პირი ზედამხედველობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, სარკინიგზო უსაფრთხოების წესით, ამ წესითა და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. ინსპექტირების პროცესში, უფლებამოსილმა პირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და უნდა დაიცვას ისინი. 2. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს სარკინიგზო საწარმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი და ინფრასტრუქტურის მენეჯერის უსაფრთხოების ავტორიზაცია; ბ) შესაბამისი პირებისგან და ორგანოსაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ზედამხედველობის განხორციელებისთვის; გ) საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით, ადგილზე შეაგროვოს მტკიცებულება; დ) განახორციელოს ფიზიკური აქტივების ადგილზე ინსპექტირება, როგორიცაა მოძრავი შემადგენლობა ან ინფრასტრუქტურის შემადგენელი ელემენტები; ე) შევიდეს ზედამხედველობის ობიექტის შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის თანამშრომელთა საქმიანობას, უსაფრთხოების მართვის სისტემით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად  ან გამოიყენოს მტკიცებულების მოპოვების სხვა მეთოდი; ვ) გაეცნოს ზედამხედველობის ობიექტის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; ზ) გაესაუბროს სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის თანამშრომლებს, უსაფრთხოების მართვის სისტემით განსაზღვრული პროცესების/პროცედურების პრაქტიკული შესრულებისა და უსაფრთხოების კულტურის შეფასების მიზნით; თ) ზედამხედველობის ობიექტს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებების მიცემა ან გაესაუბროს მათ თანამშრომლებს უსაფრთხოების პირობებისა და სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის საკითხებზე; ი) მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები; კ) ზედამხედველობის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ლ) ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ვიდეო-აუდიო ფიქსაცია; მ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ნ) ისეთი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სარკინიგზო უსაფრთხოებას, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს მყისიერი რეაგირება ზედამხედველობის ობიექტს; ო) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) განუხრელად დაიცვას კანონით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები; ბ) ზედამხედველობა განახორციელოს ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევითა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით; გ) დაიცვას პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება უფლებამოსილ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება; დ) ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადებში მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს, მისი სახელით გასაგზავნ კორესპონდენციას, მოხსენებით და სამსახურებრივ ბარათს.  მუხლი 15🔗. უფლებამოსილი პირის თვითაცილება და აცილება 1. ინსპექტირების პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს უფლებამოსილი პირი, რომელიც: ა) ამ საქმეში მონაწილებს ან მონაწილეობდა, როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი; ბ) საქმეში მონაწილე სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია; გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის მიმართაც ხორციელდება ინსპექტირება; დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სააგენტოს დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 3. ზედამხედველობის ობიექტს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს კონკრეტული უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს დირექტორს წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება ამ უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ  წარდგენილი უნდა იქნეს  5  სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება ინსპექტირების დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც ზედამხედველობის ობიექტისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. 5. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 16🔗. ზედამხედველობის ობიექტის უფლებები და მოვალეობები 1. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს: ა) წარადგინოს მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები; ბ) როგორც ინსპექტირების პროცესში, ასევე ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მოითხოვოს საქმის წარმოების მასალების გაცნობა ან მასალების ასლების გადაცემა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა), თუ აღნიშნული ხელს არ უშლის ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ზედამხედველობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის, ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; დ) მოითხოვოს უფლებამოსილი პირის აცილება ამ წესის მე-15 მუხლის საფუძველზე; ე) მოითხოვოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა; ვ) გაასაჩივროს სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ისარგებლოს ამ წესითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. 2. ზედამხედველობის ობიექტი ვალდებულია: ა) დაემორჩილოს სააგენტოს ან/და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას და უზრუნველყოს მითითებულ ვადაში ამ მოთხოვნის  ჯეროვნად შესრულება; ბ) უზრუნველყოს უფლებამოსილი პირი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, ადგილზე შემოწმების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დროებით გამოუყოს მას სამუშაო ოთახი ან ადგილი; გ) უზრუნველყოს სააგენტო ან/და უფლებამოსილი პირი ზედამხედველობისთვის საჭირო ყველა ინფორმაციით/დოკუმენტაციით, ამასთან, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისრულეზე; დ) არ ჩაერიოს უფლებამოსილი პირის საქმიანობაში, არ შეაფერხოს და არ დააბრკოლოს ზედამხედველობის პროცესი; ე) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება. თავი IV  ინსპექტირების პროცესი მუხლი 17🔗. ინსპექტირების პროცესში დასადგენი გარემოებები 1. ინსპექტირების პროცესში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს: ა) ზედამხედველობის ობიექტის მიერ დაცულია თუ არა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი  წესები და მოთხოვნები ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს სერტიფიცირებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ; ბ) ზედამხედველობის ობიექტის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; გ) ექვემდებარება თუ არა ზედამხედველობის ობიექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; დ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. მუხლი 18🔗. მტკიცებულება 1. ინსპექტირების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები უნდა იყოს საკმარისი სამართალდარღვევის არსებობის/არარსებობის ფაქტისა და ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი სხვა ნაკლოვანებების დასადგენად. ამასთან, მტკიცებულებები უნდა იყოს სანდო, რაც გულისხმობს მტკი­ცე­ბუ­ლების მოძიების წყაროსა და მეთოდის სანდოობას (მტკი­­ცებულების სანდოობის ხარისხი იზ­რდება, როდესაც იგი მოპოვებულია თავდაპირველი წყაროდან ან მისი დადასტურება შესაძლებელია რამ­დე­ნიმე წყაროთი), და შესაფერისი, რაც გულისხმობს მტკი­ცებულების ლოგიკურ კავშირს იმას­თან, რის დასამ­ტკი­ცებლადაც ხდება მისი მოძიება. 2. ზედამხედველობის ობიექტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სააგენტოსთვის აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუ ეჭვს არ იწვევს მისი წარმომავლობა და ავთენტურობა. 3. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 4. გამოკვლევას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც: ა) საყოველთაოდაა ცნობილი; ბ) დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან სააგენტოს დირექტორის მიერ, სხვა ინსპექტირების ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მუხლი 19🔗. მტკიცებულების სახეები და მათი მოპოვების მეთოდები 1. ინსპექტირების ფარგლებში მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: ა) ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ბ) ნივთიერი მტკიცებულება; გ) სამართალდამრღვევის აღიარება; დ) ფაქტების კონსტატაციის მასალები; ე) აუდიოჩანაწერი; ვ) ვიდეოჩანაწერი; ზ) ფოტო;  თ) საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ი) უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; კ) ინსპექტირების ოქმი; ლ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის. 2. უფლებამოსილ პირს შეუძლია მტკიცებულების მოპოვების მიზნით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მეთოდი: ა) ზედამხედველობის ობიექტის პერსონალისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა; ბ) ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოთხოვა ან/და დათვალიერება; გ) ექსპერტიზის დანიშვნა/ექსპერტის მოწვევა; დ) ადგილზე შემოწმება; ე) ზეპირი გამოკითხვა. 3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებისა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება მას ინსპექტირების პროცესში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 4. ინსპექტირების განსახორციელებლად კონკრეტული მტკიცებულების მოპოვების, მტკიცებულების მოპოვების კონკრეტული მეთოდის გამოყენებისა და ამ პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების (ფოტოგადაღება, აუდიოჩაწერა, ვიდეო-აუდიო ჩაწერა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და კოორდინაციით. გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს ინსპექტირების მიზანი და მოცულობა. მუხლი 20🔗. ზედამხედველობის ობიექტის პერსონალისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წესი 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს ჩამოართვას ახსნა-განმარტება. ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, წერილობითი ფორმით, წარუდგინოს უფლებამოსილ პირს ახსნა-განმარტება. 2. უფლებამოსილი პირისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე ზედამხედველობის ობიექტის პერსონალის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება, არაჯეროვანი შესრულება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სააგენტოში დაბარებული ზედამხედველობის ობიექტის პერსონალის დადგენილ დროს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უთანაბრდება ინფორმაციის მიუწოდებლობას.  3. ახსნა-განმარტების მიცემისას, ზედამხედველობის ობიექტის პერსონალი თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს ახსნა-განმარტების მიცემის ნებისმიერ მომენტში. 4. ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად – სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 5. ახსნა-განმარტების ზეპირად ჩამორთმევის, ასევე ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, ზედამხედველობის ობიექტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 21🔗. დოკუმენტური მტკიცებულება, მისი გამოთხოვისა და დათვალიერების წესი 1. დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დოკუმენტური მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ინფორმაციას. დოკუმენტურ მტკიცებულებად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია; ბ) მოიპოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან ისეთი წყაროებიდან, რომელზე წვდომაც უფლებამოსილ პირს აქვს კანონიერად. 3. ზედამხედველობის ობიექტი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია უფლებამოსილ პირს მიაწოდოს დროულად და სრულად. უფლებამოსილი პირისთვის დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდებაზე ზედამხედველობის ობიექტის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება ან/და არაჯეროვანი შესრულება (მათ შორის არასაპატიო მიზეზით ვადის დარღვევა) უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას.  4. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ზედამხედველობის ობიექტს ან/და ნებისმიერ სხვა პირს დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვოს წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით. 5. უფლებამოსილ პირს დოკუმენტი/ინფორმაცია უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით (მატერიალურად), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის გაცემას ელექტრონული ფორმით ან თუ უფლებამოსილ პირთან წინასწარ შეთანხმებულია დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა ფორმით წარდგენა. 6. ინსპექტირების ფარგლებში დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვისას, ზედამხედველობის ობიექტი ან/და ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია მიაწოდოს დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა საჭიროებს: ა) დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტის/ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას. 7. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ზედამხედველობის ობიექტის ან/და ნებისმიერი სხვა პირის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, გააგრძელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ვადა. მუხლი 22🔗. ექსპერტის დასკვნა და ექსპერტიზის დანიშვნის წესი 1. თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს სააგენტოს დირექტორის თანხმობით, ინსპექტირების ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ექსპერტი ან/და მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება. 2. ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს, რომელშიც აღინიშნება ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, აუცილებლობის დასაბუთება და ექსპერტის წინაშე დასასმელი საკითხები. 3. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნა უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს ინსპექტირების დასრულებამდე. 4. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ზედამხედველობის ობიექტს განუსაზღვროს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში ზედამხედველობის ობიექტის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ზედამხედველობის ვადის გაგრძელების საფუძველი. 5. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. 6. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასმულ კითხვებზე დასაბუთებულ პასუხებს. 7. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს გაეცნოს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებულ ექსპერტის დასკვნას და წერილობით გამოთქვას თავისი მოსაზრება. 8. თუ ექსპერტის მომსახურება ან ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით ექსპერტის მომსახურების ან ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23🔗. ადგილზე შემოწმება და მისი ჩატარების წესი 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს განახორციელოს ადგილზე შემოწმება. 2. ადგილზე შემოწმებისას, ზედამხედველობის ობიექტი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, მათ შორის, დროულად და სრულად მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებული ვიდეო ან აუდიოჩანაწერი), მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, განახორციელოს ფოტო/ვიდეო/ვიდეო-აუდიო გადაღება ან/და მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედება. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა და ინსპექტირების პროცესის შეფერხება. 3. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილ პირს უფლება აქვს თან იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის: ა) კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) პლანშეტი ან ლეპტოპი; გ) აუდიოჩამწერი, ფოტო და ვიდეოკამერა; დ) სხვა აღჭურვილობა ან მასალები/დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ადგილზე შემოწმების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად. 4. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 24🔗. ზეპირი გამოკითხვა 1. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენას. 2. ზეპირი გამოკითხვის ჩატარებისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 25🔗. უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დასადასტურებლად ოქმის შედგენის წესი 1. ინსპექტირების პროცესში შექმნილი აუდიო და ვიდეო-აუდიო  ჩანაწერი (აუდიო, ვიდეო-აუდიო ოქმი) ან წერილობითი ოქმი წარმოადგენს ამ თავით გათვალისწინებული მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი დგება შესაბამისი მოქმედების მიმდინარეობისას, ხოლო წერილობითი ოქმი დგება შესაბამისი ზეპირი კომუნიკაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 3. თუ აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი დგება ისეთ მოქმედებაზე, რომელშიც გარდა უფლებამოსილი პირისა, მონაწილეობს სხვა პირიც, აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენა დასაშვებია მხოლოდ კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობით. კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობა უნდა დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმში. 4. კომუნიკაციის მონაწილე პირის მიერ აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ადგენს წერილობით ოქმს. 5. უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს აუდიოჩამწერი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თარიღი და დრო უნდა დაფიქსირდეს სხვა საშუალებებით (მაგ.: თარიღის ხმამაღლა დასახელებით ან სხვა). 6. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოხატულ თანხმობას ან უარს თანხმობაზე აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენაზე და შესაბამისად აუდიო ან ვიდეო-აუდიო ჩაწერაზე; ბ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; გ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარსა და თანამდებობას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში); დ) აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენის დროსა და ადგილს; ე) იმ მოქმედების დასახელებას, რომელთან დაკავშირებითაც დგება ოქმი; ვ) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია. 7. წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:  ა) სააგენტოს დასახელებას; ბ) ოქმის შედგენის დროსა და ადგილს; გ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; დ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობას; ე) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელებას. თუ კომუნიკაცია განხორციელდა ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია; ვ) შესაბამისი მოქმედების დროს განხორციელებულ ღონისძიებებს, მოპოვებულ მტკიცებულებებსა და კომუნიკაციის მონაწილეების მიერ გამოთქმულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა საკითხებს მოქმედებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით; ზ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მოქმედებაში მონაწილე მხარის პოზიციას ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშვნას ამის თაობაზე. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. 8. ზედამხედველობის ობიექტის ახსნა-განმარტებებთან,  ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებასთან, ადგილზე შემოწმებასთან და ზეპირ გამოკითხვასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი, გაცნობისა და ოქმში მოყვანილი შესაბამისი გარემოებების დადასტურების მიზნით, უფლებამოსილი პირის მიერ წარედგინება მასში მონაწილე პირებს. ოქმის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამის პირს უფლებამოსილი პირის მიერ განესაზღვრება ვადა ოქმის გასაცნობად (არაუმეტეს 5  სამუშაო დღისა) და განემარტება, რომ უფლება აქვს, გამოთქვას შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. პირის მიერ ოქმის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.  მუხლი 26🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენისა და გაცნობის წესი 1. თუ უფლებამოსილი პირი მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, იგი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი დაერთვის საქმეს, ხოლო მეორე, დაუყოვნებლივ წარედგინება გასაცნობად სამართალდამრღვევს, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენის პროცესს, ხოლო თუ იგი არ ესწრება სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცესს – ეგზავნება ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისად, ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმის ხელმოწერაზე ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. 4. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის თაობაზე, ასევე ჩამოაყალიბონ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები. მუხლი 27🔗. ინსპექტირების ვადა ინსპექტირების ვადები განისაზღვრება ინსპექტირების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ვადის ცვლილება დასაშვებია სააგენტოს დირექტორის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით. მუხლი 28🔗. ვადების გამოთვლის წესი საქმის წარმოებაში 1. ამ წესით დადგენილი ვადა აითვლება ინსპექტირების დაწყების დღიდან. 2. თუ ზედამხედველობის ობიექტი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება მხარისთვის შესაბამისი მოქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების/დოკუმენტის ჩაბარებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 3. ამ წესის მიზნებისთვის, დოკუმენტების სამუშაო დროს სააგენტოში წარმოდგენის შემთხვევაში, მათი წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება სააგენტოში წარმოდგენის დღე, ხოლო არასამუშაო დროს/უქმე/დასვენების დღეს წარმოდგენის შემთხვევაში – მომდევნო პირველი სამუშაო დღე. თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი დოკუმენტის სააგენტოში წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან. 4. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 5. კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტლით, განსაზღვრული ვადა მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე – ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას. 6. თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე/დასვენების დღეს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. მუხლი 29🔗. მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება და ჩაბარება 1. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, აგრეთვე, გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და მართვის ერთიანი ან/და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებები, ასევე ელექტრონული ფოსტა ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები.  2. ინსპექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ზედამხედველობის ობიექტებსა და  მესამე პირს ბარდებათ ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების ისეთი განსხვავებული წესით, რაც ჩაბარების დადასტურების საშუალებას იძლევა. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში. 3. უფლებამოსილი პირი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების ჩაბარების რომელი ფორმა გამოიყენოს და რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი. 4. თუ პირველად გაგზავნისას დოკუმენტების ზედამხედველობის ობიექტის ან/და მესამე პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სხვა საშუალების გამოყენებით. თავი V  ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, მისი აღსრულება და ამ წესით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრების ვადა მუხლი 30🔗. ინსპექტირების დასრულება 1. ინსპექტირება სრულდება, თუ მოპოვებულია საკმარისი, სანდო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების მიზანი. ინსპექტირების  დასრულების დროდ მიიჩნევა სააგენტოს დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის დღე. 2. ინსპექტირების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და ინსპექტირების  ანგარიშის  საფუძველზე, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ინსპექტირების  დასრულების შესახებ სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირისთვის წარდგენას. მუხლი 31🔗. ინსპექტირების  დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ინსპექტირების  შედეგად, სააგენტოს დირექტორი წერილობით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ზედამხედველობის ობიექტისთვის ქმედების განხორციელების რეკომენდაციის მიცემის თაობაზე; ბ) სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ვერგამოვლენის თაობაზე; დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე. მუხლი 32🔗. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების შესასრულებლად სავალდებულო ძალა და მისი აღსრულება 1. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. 2. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების, მათ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 33🔗.  სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებისა და ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადები საქმის წარმოების შედეგად მიღებული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან  1 თვის ვადაში. სააგენტოს დირექტორის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.