„სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №456
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.024851 12
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის
დამტკიცების შესახებ სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების (ხორბალი, ქერი. ჭვავი, ტრიტიკალე) ჯიშთა გამოცდის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №456
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას“ დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 17 სექტემბრის №4434-XVIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/ შემოწმებას“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას
№
გვარებისა და სახეობების ლათინური სახელწოდება
გვარებისა და სახეობების ქართული სახელწოდება
1.
მარცვლოვანი კულტურები
Avena nuda L.
პატარა შიშველი შვრია
Avena sativa L. (მოიცავს A. Oats და წითელ შვრიას-byzantina K. Koch)
ჩვეულებრივი შვრია
Avena strigosa Schreb.
შავი შვრია, მტვრევადი შვრია
Hordeum vulgare L.
ქერი
Xtriticosecale Wittm. ex A. Camus
ტრიტიკალე
Triticum L.:
• Triticum aestivum L.;
• Triticum durum Desf.;
• Triticum spelta L.;
ხორბალი:
რბილი ხორბალი;
მაგარი ხორბალი;
სპელტა ხორბალი;
Zea mays L.
სიმინდი (გარდა ტკბილი და ბუშტარა სიმინდისა)
Phaseolus vulgaris L.
ლობიო
Phaseolus coccineus L.
ალის ლობიო
2.
საზეთე და საბოჭკოე კულტურების გვარები და სახეობები
Carthamus tinctorius L.
ალისარჩული
Helianthus annuus L.
მზესუმზირა
Glycine max (L.) Merr.
სოია
Solanum tuberosum L.
კარტოფილი.