„2025 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №443
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016547 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2026
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „2024 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„2025 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №443
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. თეთრიწყარო
„2025 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „2025 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2024 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №407 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.157.016511).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი
2025 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის რეგულირები სფერო
წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები, 0-7 წლამდე ასაკის, განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვისა და ცენტრალურ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს) პროგრამაში ჩართვამდე მათი კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობის, განვითარების შეფერხების პრევენციის, მიტოვების პრევენციის მომსახურების მიწოდების ასევე ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში მათი მშობლების განათლება-გაძლიერების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, აგრეთვე პროგრამის განხორციელებისას მუნიციპალიტეტსა და ბენეფიციარს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პროგრამის ამოცანაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა, ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე, მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება.
პროგრამის დანერგვის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ადრეული ასაკი( 0-7 წელი) უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის.კვლევებით დადასტურებულია, რომ სწორი და დროული ჩარევის შემთხვევაში სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების 30%-ში დიაგნოზი იხსნება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში შესაბამისი სერვისის არარსებობის გამო სპეციალური საჭიროების მქონე, იდენტიფიცირებულ ბავშვებს მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ. გამოწვევას წარმოადგენს ასევე საბავშვო ბაღების მიღმა დარჩენილი ბავშვების განვითარების ეტაპების დარღვევის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არსებობს მაღალი საჭიროება, არსებობდეს მომსახურება, რომელიც მოახდენს ბენეფიციართა დროულ იდენტიფიცირებას და მომსახურების მიწოდებას, რათა ხელი შეეწყოს ბავშვთა კოგნიტურ, მოტორულ, კომუნიკაციურ განვითარებას და ემოციური სამყაროს ტიპურ განვითარებას.
მუხლი 2🔗. პროგრამით მომსახურების კრიტერიუმები
1. მომსახურებაში შეიძლება ჩაერთოს 0-დან 7 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რომელის განვითარებაშიც ვლინდება სოციალურ ემოციური, შემეცნებითი, აკადემიური სფეროების დაყოვნება, ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი ნიშანი:
აგრესიული ქცევა
თვითდამაზიანებელი ქცევა
უჭირთ ურთიერთობა სხვა ბავშვებთან
ნაკლებ ინტერესს იჩენენ თამაშისადმი
უჭირთ დასწავლა
აქვთ მეტყველების პრობლემები
ხშირად არიან უჩვეულოდ მოწყენილები
უჭირთ წესების დამორჩილება
ესაჭიროება კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, განვითარების დაყოვნების და დაყოვნების რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია.
2. პროგრამით ვერ ისარგებლებს ბავშვი, რომელიც უკვე ჩართულია ცენტრალურ ადრეული განვითარების პროგრამაში.
3. მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამაში ჩარიცხვისას უპირატესობით ისარგებლებს ბავშვი, რომელსაც სკრინიგ-ინსტრუმენტით დაუდგინდა ორ ან მეტ სფეროში დაყოვნება.
მუხლი 3🔗. პროგრამით განსახორციელებელი აქტივობები
პროგრამით განსახორციელებელი აქტივობებია:
1. სივრცის მოწესრიგება და ინვენტარით აღჭურვა სტანდარტების მიხედვით.
2. მოხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომწოდებლად რეგისტრირება.
3. ბაღებში აღმზრდელების და მედ. პერსონალის მომზადება სკრინინგ-ინსტრუმენტის გამოყენებისა და მისი მნიშვნელობის, მშობლებთან ბავშვის საჭიროებების კომუნიკაციის შესახებ.
4. პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრები, სკრინინგისა და გადამისამართების მექანიზმის გამართვის მიზნით.
5. სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელის იდენტიფიცირება საბავშვო ბაღის მიერ (რომლებსაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართულობისათვის აქვთ მხარდაჭერის საჭიროება) და ადრეული განვითარების მომსახურებაში ჩართვა.
6. საინფორმაციო/საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან.
7. ინდივიდუალური კონსულტაციები მშობლებთან.
8. ადრეული განვითარების პროგრამის გუნდის რეგულარული კოორდინაცია და კომუნიკაცია მშობლებთან, ბაღების აღმზრდელებთან და პირველადი ჯანდაცვის რგოლთან.
9. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, სკრინინგის ეტაპზე გამოვლენილი ბავშვის სიღრმისეული შეფასება (ბავშვზე დაკვირვება, სიღრმისეული შეფასება) და დასკვნა-რეკომენდაციის შემუშავება; განვითარების ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში „გიგ“) შემუშავება ან/და გადამისამართება შესაბამის სახელმწიფო სერვისში.
10. განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რაც მოიცავს:
ა) სპეციალისტების მიერ გიგ -ის განხორციელება-კოორდინაციას;
ბ) ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის კონსულტაციას;
გ) მშობლის კონსულტაცია/ჩართულობის ხელშეწყობას;
დ) ბავშვის ცენტრალურ პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს (იგულისხმება სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა).
11. გადაფასება/ხელახალი გეგმის შედგენა ან პროგრამიდან გასვლა (ბაღიდან სკოლაში ან სხვა პროგრამაში ტრანზიციის გეგმის შემუშავება ბაღის გუნდთან ერთად).
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების ეტაპები, ვადები და პროცედურები
1. პროგრამის განხორციელების ეტაპები და ვადები:
ა) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დროულად იდენტიფიცირების მიზნით სკრინინგი ჩატარდება მთელი წლის განმავლობაში, ბავშვების შეფასება-გადაფასების პრინციპებით.
ბ) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, 1 ინტერვენციონისტი უზრუნველყოფს არაუმეტეს 10 ბავშვის ინდივიდუალურ მომსახურებას, პროცესი განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
გ) პროგრამის ეფექტურად დანერგვის მიზნით, წლის განმავლობაში რეგულარულად განხორციელდება მომზადებული კადრების (სპეციალისტების) კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების ამაღლება და ახალი სპეციალიტების მოძიება და გადამზადება;
2. პროგრამის პროცედურები:
ა) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დროულად იდენტიფიცირების მიზნით ბაღებში, ტარდება თითოეული ბავშვის შეფასება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით. მომსახურება თანამშრომლობს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ბავშვების გადმომისამართების მიზნით.
ბ) პროგრამაში ჩართვის საჭიროების მქონე ბავშვების გადამისამართება ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ხორციელდება ბაღის აღმზრდელების ან შესაბამისი სამედიცინო სპეციალისტის მიერ, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით.
მუხლი 5🔗. პროგრამის მიწოდება და შესრულების მონიტორინგი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა.ა.ი. პ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ და მასთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი ინტერვენციონისტის, ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლის და სხვა (საჭიროებების გათვალისწინებით) სპეციალისტების შემადგენლობით. ჯგუფის წევრთა კომპეტენციები და კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, წინასწარ შემუშავებული მონიტორინგის ფორმების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი მიმართულებით, შესაბამისი ინდიკატორების მიხედვით:
ა) მომსახურების დანერგვა (მუნიციპალიტეტში, ადრეული ინტერვენციის მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში (მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის დოკუმენტი).
ბ) მომსახურების ხელმისაწვდომობა ( ა) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელმაც გაიარა ბაღებში სკრინინგი, შესაბამისი ინსტრუმენტით (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); ბ) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელსაც სკრინინგის შედეგად გამოუვლინდა პროგრამაში ჩართვის საჭიროება (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); გ) მოსარგებლეთა რაოდენობა რომლებიც ჩაერთნენ ცენტრალურ პროგრამაში (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); დ) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს მომსახურება ცენტრალურ პროგრამაში ჩართვამდე (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); ე) მოსარგებლეთა დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი)
გ) მოსარგებლეთა კმაყოფილება (ა) მშობლების რაოდენობა, რომლებიც გამოხატავენ ზოგად კმაყოფილებას პროგრამაში ჩართვის გამო (მოსარგებლეთა გამოკითხვა; შიდა უკუკავშირის დოკუმენტის ანალიზი).
გ) მონიტორინგის შედეგების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად მოხდება საჭიროებების იდენტიფიცირება და გათვალისწინება მომდევნო წლებში განსახორციელებელ მუნიციპალურ პროგრამებში.
მუხლი 6🔗. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
პროგრამის შედეგად მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის ადრეული ინტერვენციის სერვისი, პარალელურად, დაინერგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის’’ ადრეული განვითარების ქვეპროგრამა.
შესაძლებელი გახდება 0-7 წლამდე ბავშვთა განვითარების დაყოვნების და დაყოვნების რისკების დროული იდენტიფიცირება და მომსახურებაში ჩართვა, ადრეული ინტერვენცია ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის ცენტრალურ პროგრამაში ჩართვამდეც.