საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №451
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.024846 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,440 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალება
სატრანსპორტო საშუალება, რომლის მიზანმიმართული მოძრაობისათვის გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების საზღვრებს გარეთ განლაგებული მოწყობილობა
მუხლი 3
აფრიანი სატრანსპორტო საშუალება
სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობისათვის გამოიყენება ქარის ენერგია, გარდაქმნილი აფრების მეშვეობით
მუხლი 3
რეესტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი
მუხლი 3
სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
მუხლი 3
სატრანსპორტო საშუალება
მცურავი ობიექტი, ძრავის მქონე ან არათვითმავალი (მათ შორის, აფრიანი), რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის
მუხლი 3
სპორტული ღონისძიება
სპორტული ფედერაციის, კლუბის, ასოციაციის ან/და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება
მუხლი 3
ძრავaს მქონე სატრანსპორტო საშუალება
სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობა ხორციელდება მექანიკური მამოძრავებელი დანადგარებით შიდა წვის პირველადი ძრავით (წევის ხრახნი, წევის ბორბლები, წყალმტყორცნი, საჰაერო ხრახნი). 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 27.12.2024 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 29.08.2019 შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 26.03.2025 „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ტიპი: ძრავის მოცულობა: ზუსტი მოცულობა: შასის ნომერი: საბაჟო ღირებულება: სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია): საჭე: დაუტვირთავი წონა: 91% 29.08.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 13.01.2015
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
28.12.2024
22.09.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №451 2024 წლის 27 დეკემბერი    ქ. თბილისი საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 28 ივნისის №3311-XIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები“. მუხლი 2🔗 1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების“ პირველი – მე-14 მუხლებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების“ პირველი – მე-14 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1ოქტომბრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების“ (შემდგომში – წესი) მიზანია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა. 2. ეს წესი განსაზღვრავს სააგენტოს, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა/მძღოლთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირების წესებსა და პირობებს. მუხლი 2🔗. მოქმედების სფერო 1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირ(ებ)ზე, რომელიც/რომლებიც შიდა სახმელეთო წყლებში ახორციელებს/ახორციელებენ მგზავრის/ტვირთის გადაყვანას/ გადაზიდ-ვას, სპორტულ ღონისძიებებს ან იყენებს/იყენებენ სატრანსპორტო საშუალებას პირადი დანიშნულებით ან დასვენების მიზნით. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომლის მიზანმიმართული მოძრაობისათვის გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების საზღვრებს გარეთ განლაგებული მოწყობილობა; ბ) აფრიანი სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობისათვის გამოიყენება ქარის ენერგია, გარდაქმნილი აფრების მეშვეობით; გ) რეესტრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი; დ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ე) სატრანსპორტო საშუალება – მცურავი ობიექტი, ძრავის მქონე ან არათვითმავალი (მათ შორის, აფრიანი), რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის; ვ) სპორტული ღონისძიება – სპორტული ფედერაციის, კლუბის, ასოციაციის ან/და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება; ზ) ძრავaს მქონე სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობა ხორციელდება მექანიკური მამოძრავებელი დანადგარებით შიდა წვის პირველადი ძრავით (წევის ხრახნი, წევის ბორბლები, წყალმტყორცნი, საჰაერო ხრახნი). 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 4🔗.  სააგენტოს უფლება-მოვალეობები 1. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირებისა და ინსპექტირების ორგანოა სააგენტო. 2. ამ წესის მიზნებისთვის სააგენტო: ა) აწარმოებს სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეესტრს; ბ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით, ახორციელებს ინსპექტირებას დამოუკიდებლად ან მესამე პირების მეშვეობით; გ) უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს უწყობს სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ინციდენტების გამოკვლევას; დ) გასცემს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობას; ე) უფლებამოსილია, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შეზღუდოს/შეაჩეროს სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობა და, საჭიროების შემთხვევაში, აცნობოს შესაბამის ორგანოებს. მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობის შეზღუდვის/შეჩერების შემთხვევაში, განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობის შეზღუდვა/შეჩერებაზე ინსპექტირება; ვ) მის მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისთვის ამტკიცებს ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის გადამზადების პროგრამას (შემდგომში – გადამზადების პროგრამა); ზ) იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის/შეჩერების/ გაუქმების თაობაზე; თ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას და გასცემს რეგისტრაციის მოწმობას; ი) ახორციელებს ძრავის მქონე სატრასნპორტო საშუალებების მძღოლის სერტიფიკატის გაცემასა და რეგისტრაციას; კ) უფლებამოსილია, ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით, შეიმუშაოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები; ლ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი; მ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სატრანსპორტო საშუალებების  მფლობელთა ვალდებულებები სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ვალდებულია: ა) დაარეგისტრიროს სატრანსპორტო საშუალებები რეესტრში და სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის ცვლილების ან სხვა გარემოებების შემთხვევაში მიმართოს სააგენტოს რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით; ბ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვა; გ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა, ამ წესის შესაბამისად; დ) უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინოს სააგენტოსა და შესაბამის ორგანოებს. მუხლი 6🔗. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 1. სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება რეგისტრაციას, დადგენილი წესით. 2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, რეგისტრაციის გარეშე. 3. სატრანსპორტო საშუალებების რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო და რეგისტრაციის საფუძველზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას. 4. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანების შესაბამისად. 5. რეგისტრაციის/სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 6. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას, შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. მუხლი  7🔗. სატრანსპორტო საშუალებით  სარგებლობის  წესი აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გამოყენება: ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გარეშე; ბ) ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის გარეშე; გ) მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობისა და ტვირთამწეობის რეესტრში ასახული  მონაცემების დარღვევით; დ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრისა და რაოდენობის რეესტრში ასახული მონაცემების დარღვევით; ე) ამ წესით გათვალისწინებული სამაშველო, სახანძრო, საკომუნიკაციო საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის გარეშე; ვ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევისას; ზ) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ; თ) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი  8🔗. სატრანსპორტო საშუალების   მართვის სერტიფიკატი 1. ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მართვა დასაშვებია, თუ პირს აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი). 2. სერტიფიკატი გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე და აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.  3. სერტიფიკატს გასცემს სააგენტო გადამზადების პროგრამის წარმატებით გავლის საფუძველზე. 4. სერტიფიკატის ფორმასა და მისი გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესს ამტკიცებს სააგენტო. 5. სერტიფიკატის გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 9🔗. სატრანსპორტო საშუალების  მძღოლის ვალდებულებები 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) ამ წესის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, გარემოს დაცვის მიზნით, მიიღოს ყველა საჭირო ზომა სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) ნაოსნობის დაწყებამდე შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მათ შორის, სამაშველო აღჭურვილობა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ჟურნალის შესაბამისად; გ) გააცნოს მგზავრებს სატრანსპორტო საშუალებაზე ასვლის, ყოფნის და გადმოსვლის წესები; დ) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ წყალზე შველას; ე) უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს; ვ) სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები; ზ) დაიცვას სააგენტოს მიერ ნაოსნობისთვის დადგენილი უსაფრთხო სიჩქარე. 2. აკრძალულია: ა) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირისათვის; გ) სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე პირისათვის, თუ მართვის უფლების აუცილებლობა დადგენილია კანონმდებლობით; დ) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ისეთ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, როდესაც შეუძლებელია მანევრირება ან/და ორიენტირება; ე) სატრანსპორტო საშუალებებიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრა, აგრეთვე სხვა მასალების ჩაყრა/ჩაღვრა; ვ) მოძრაობის დროს ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე გადასხდომა. 3. პირები, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულნი არიან, შეასრულონ ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, თავიდან აიცილონ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვან გარემო. მუხლი 10🔗. სპორტული ღონისძიებები 1. შიდა სახმელეთო წყლებზე სპორტული ღონისძიებების მოწყობა დასაშვებია სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე. 2. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორმა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს ღონისძიების გამართვამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე. 3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ღონისძიების გამართვის შესახებ წერილობით უარს არ შეატყობინებს სპორტული ღონისძიების ორგანიზატორს ღონისძიებების გამართვამდე 7 დღის ვადაში, სპორტული ღონისძიებების გამართვა შეთანხმებულად ჩაითვლება. 4. სპორტული ღონისძიების გამართვაზე სააგენტოს მიერ უარის თქმის საფუძველია ნაოსნობისთვის არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები. 5. ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ორგანიზატორმა უნდა დანიშნოს უსაფრთხო ნაოსნობის ინსტრუქტორი. მუხლი 11🔗. გარემოს დაცვის მიმართ მოთხოვნები დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირ(ებ)ის მიერ შიდა სახმელეთო წყლის დაბინძურება. მუხლი 12🔗. სამაშველო აღჭურვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს სამაშველო აღჭურვილობა (სამაშველო რგოლი, სამაშველო ჟილეტი და ა. შ). 2. სატრანსპორტო საშუალების მიერ კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა იმყოფებოდეს წყალზე უსაფრთხო ნაოსნობის ინსტრუქტორი. 3. სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს მასზე მყოფ პირთა რაოდენობის შესაბამისი სამაშველო ჟილეტები. 4. ყველა სამაშველო აღჭურვილობაზე დატანილ უნდა იქნეს  რეტრო-ამრეკლი ლენტი. 5. ღამით ნაოსნობის შემთხვევაში, სამაშველო აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს განათება. მუხლი 13🔗. ხანძარსაწინააღმდეგო დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირი ვალდებულია, დაიცვას ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების წესები. 2. სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა განთავსდეს მაღალი წნევის მქონე ხანძარმქრობი საშუალებები. 3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება არათვითმავალ სატრანსპორტო საშუალებებზე. მუხლი 14🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები 1. 2025 წლის 1 აპრილამდე: ა) სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება; ბ) სააგენტომ უზრუნველყოს: ბ.ა) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის მიღება; ბ.ბ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმის დამტკიცება; ბ.გ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების მიღება; ბ.დ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების წესების მიღება. 2. 2025 წლის 1 აპრილიდან პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს: ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის მიღების მიზნით, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების გადამზადების პროგრამის წარმატებით გავლის საფუძველზე.