ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016707 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.01.2009
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2024 წლის 30 დეკემბერი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და დამტკიცდეს საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ‘‘ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge 01/01/2020; 010250050.35.143.016568)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი
დანართი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
№
რანგი
თანამდებობა
საშტატო
ერთეული
საბაზისო
კოეფიციენტი
თანამდებობრივი
სარგო ( ლარებში )
პოლიტიკური თანამდებობა
1
საკრებულოს თავმჯდომარე
1
1460
4.1
5986
2
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
1
1460
3.1
4526
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე
2
1460
2.7
3942
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
1460
2.2
3212
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
3
1460
2.0
2920
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის
მოადგილე
6
1460
1.6
2336
აპარატი
6
I რანგი
საჯარო დაწესებულების პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი
1
1460
1.7
2482
7
II რანგი
საჯარო დაწესებულების მეორადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი
1
1460
1.4
2044
8
III რანგი
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
4
1460
1.1
1606