„საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის პოლიტიკა და პროცედურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 3 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/499 |
|
2024 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის პოლიტიკა და პროცედურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 3 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.22.024.016295) დამტკიცებული „საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის პოლიტიკა და პროცედურების სახელმძღვანელოში“ ( შემდგომში – სახელმძღვანელო) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.სახელმძღვანელოს 1.2. პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და 1.2.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.2.3. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით საქართველოში ჩამოყალიბდა საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის დამოუკიდებელი ორგანო – სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო, რომლის ერთადერთი მიზანია შემდგომში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილება, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე. მსგავსი მოკვლევები დახმარებას უწევს საავიაციო უსაფრთხოების მართვას სახელმწიფოში. SSP-ს გამოყენებისას სახელმწიფო ინარჩუნებს საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მომკვლევი ორგანოს სახელმწიფო ან სხვა საავიაციო ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლობას.“. „2.2.2. საქართველოს კანონმდებლობა ამ სახელმძღვანელოში მოცემული პოლიტიკისა და პროცედურების საკანონმდებლო საფუძველი მოცემულია „საქართველოს საჰაერო კოდექსში“, „სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის 1-1/242 ბრძანებასა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება და ასევე, სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს დებულება კი განსაზღვრავს მოკვლევის ბიუროს უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას მოკვლევასთან დაკავშირებით ჩიკაგოს კონვენციის 26-ე მუხლის და იკაოს დანართი 13-ის შესაბამისად.“. 3. სახელმძღვანელოს 3.3. პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და 3.3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.3.2. მოკვლევის ბიუროს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები განსაზღვრულია სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს დებულებით, რომელიც დამტკიცებულია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/588 ბრძანებით, რითაც უზრუნველყოფილია მოკვლევის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა შემდეგი სახით: ა) მოკვლევის ბიუროს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მოკვლევის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“; ბ) მოკვლევის ბიურო წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს; გ) მოკვლევის ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; დ) მოკვლევის ბიურო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს; ე) მოკვლევის ბიურო, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ამასთან, მოკვლევის ჩატარებისას მოკვლევის ბიურო არის ფუნქციურად დამოუკიდებელი, არ ხელმძღვანელობს არავის მითითებებით და მას გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება მოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით; ვ) მოკვლევის ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.“. 4. სახელმძღვანელოს 3.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.4. მოკვლევის ბიუროს ორგანიზაციული სქემა სურათი 1 ასახავს გამარტივებულ ორგანიზაციას, რომელსაც გამოცდილი მოკვლევაზე უფლებამოსილი პირი (IIC) ხელმძღვანელობს და რომელსაც უფროსი ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.
5. სახელმძღვანელოს დანართი A ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობა საავიაციო შემთხვევისა და ინცინდენტის მოკვლევის შესახებ - „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი; - „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო; - „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/588 ბრძანება.“. 6.სახელმძღვანელოს დანართი B ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოკვლევის ბიუროს მოქმედი კანონმდებლობა - „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/588 ბრძანება; - საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის პოლიტიკა და პროცედურები; - ICAO-ს დანართი 13 საავიაციო შემთხვევების და ინცინდენტების მოკვლევა; - ICAO-ს Doc 9756 საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის სახელმძღვანელო.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|