„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №93 |
|
2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 120260000.22.034.016259) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“; ბ) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11 ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად ჩარიცხულ პირზე (შემდგომში – წვევამდელი).“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვევამდელზე, რომელიც იხდის სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურს და ჩარიცხულია სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვრცელდება ეს წესი, სამხედრო სადისციპლინო წესდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.“; ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამინისტროში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ კონტრაქტორზე), პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.“; გ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს; დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნა ხორციელდება სსიპ – სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე.“; ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.“; ვ) მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვევამდელები, რომლებიც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უნდა ჩაირიცხონ სამინისტროს ვადიან საკონტრაქტო სამსახურში, წარმოდგენილი საბუთების სრულყოფილების დადგენის შემდეგ გადიან სსიპ – სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ცენტრალურ სამედიცინო კომისიას.“. თ) დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №2
ხელშეკრულება № საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო --------------------------------------------------------------------------------------
სახით და, მეორე მხრივ -------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------
(შემდგომში – მოსამსახურე) საქართველოს კანონებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით: (შემდგომში – მოსამსახურე) საქართველოს კანონების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით: I. ხელშეკრულების საგანი 1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამინისტროს მიერ საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება. II. ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები 2.1. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება ჩარიცხვის დღიდან. III. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 3.1. სამინისტროს ------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------- ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით დადგენილი ოდენობით; ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით, ასევე მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე; დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით. 3.2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი; ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი; გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. 3.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. IV. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები 4.1. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია: – ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა; – ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. 4.2. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: – კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; – სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; – ფიცის გატეხა, მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა; – დადგენილზე მეტი ვადის შემთხვევაში ავადმყოფობა; V. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები 5.1. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. 5.2. კონტრაქტორის მიერ საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად), ავადმყოფობით ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი). კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. VI. დამატებითი პირობები 6.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა კონტრაქტორი
სამინისტროს
––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– „–––“ –––––––––– 20 წ. „–-–“ –––––––––– 20 წ.
ბ.ა .“
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|