განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3010.2 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2024 წლის პროექტი

04 00

განათლება

3010.2

04 01

სკოლამდელი განათლების დაფინანსება

2408.6

04 02

საჯარო სკოლების დაფინანსება

585.8

04 03

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია

04 04

განათლების ღონისძიებების პროგრამა

15.8

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი განათლების დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

04 01

2408.6

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება

პროგრამის აღწერა და მიზანი

სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების მისია-ამოცანები ეფუძნება ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი  ძირითადი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სრული  ჩართულობა ს/ბაღებში.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 1 ქალაქის ბაგა-ბაღი და 19 ს/ბაღი, სადაც ჩართულია 530 აღსაზრდელი.

გაერთიანებაში დასაქმებულია 227 თანამშრომელი; მ.შ 20 ს/ბაღის უფროსი; აღმზრდელ-პედაგოგი და შემცვლელი-57, აღმზრდელის თანაშემწე-28, მზარეული-26 და სხვა ადმინისტრაციული და დამხმარე ტექნიკური პერსონალი.

ს/ბაღებში სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.

გამომდინარე აქედან საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ბავშვის პიროვნული სოციალური და აკადემიური განვითარება, მომსახურეობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ხარისხის უზრუნველყოფა, ბავშვის განვითარებისადმი მთლიანობითი მიდგომა, ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვა, ჯანსაღი კვება, უსაფრთხო გარემო, სკოლისათვის მზაობა, ინკლუზიური განათლება, სტანდარტის შესაბამისი, სწორად დაგეგმილი ბავშვზე ორიენტირებული კულუკულუმი, კვალიფიციური კადრები.

ს/ბაღებში დასაქმებული ყველა აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და მუსიკის მასწავლებელი სერთიფიცირებულია.  სანიტარულ- ჰიგიენური და კვების ნორმები  ძირითადად შეესაბამება მთავრობის №485 და №487 დადგენილებების მოთხოვნებს. ს/ბაღები უზრუნველყოფილი არიან ცივი და ცხელი წყლით, წელიწადში ერთხელ ტარდება წყლის ლაბორატორიული კვლევა, არსებობს გათბობის სისტემა, გაზირება, ბრეკეტის ღუმელი და ელექტროქურები. მიმდინარეობს HACP-ის პროგრამის განხორციელება.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები, სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.

პროგრამის დასახელება

კოდი

საჯარო სკოლების დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

04 02

585.8

პროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

დაგეგმილია საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით - 585.8 ათ. ლარი; (საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის N56 განკარგულებით)

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა საჯარო სკოლებში

პროგრამის დასახელება

კოდი

განათლების ღონისძიებების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

04 04

15.8

პროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ფოტოკონკურსი: ,,ჩემი თვალით დანახული აბაშა"; მერის სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისთვის; ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა; საჯარო სკოლების მიერ შერჩეული ღვაწლმოსილი პედაგოგების და მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე რეგისტირებულ კანდიდატებთან საზეიმო შეხვედრა და დაჯილდოება.

ფოტოხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ტრენინგის მოწყობა, რის საფუძველზეც ისინი შეისწავლიან ფოტოგრაფიის ტექნიკას, პრაქტიკულად განახორციელებენ ფოტოგრაფირებას. მათ მიერ წარმოდგენილ მასალას გადაარჩევს მოწვეული ტრენერი. მოხდება ფოტოების დაბეჭდვა-გამოფენა და გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენა-დაჯილდოება; აკრედიტებული უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების 10 აბაშელი სტუდენტი, რომლებიც აგრეთვე გამოირჩევიან სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილი განსაკუთრებული ნიჭით და წარმატებებით, 9 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ მერის სახელობის სტიპენდიას ჯამური თანხით 9100 ლარი

მოსალოდნელი შედეგი

ფოტოხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, გადამზადება და წარმოჩენა, რითაც მოხდება მათთვის საინტერესო სფეროში მოტივაციის ამაღლება შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის; მაღალი აკადემიური მოსწრების და ამავდროულად განსაკუთრებული ნიჭის მქონე აბაშელი სტუდენტების გამოვლენა, წახალისება და ფინანსური მხარდაჭერა იმ მიზნით, რომ ისინი დაუბრუნდებიან მშობლიურ მუნიციპალიტეტს ახალი იდეებით, სტრატეგიებით და ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის განვითარებას თანამედროვე გამოწვევების შესაბამისა