კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2557.9 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2024 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი
2557.9
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
1325.6
05 01 01
სპორტის ცენტრის ხელშეწყობა
700.0
05 01 02
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
256.8
05 01 03
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
353.8
05 01 04
სპორტული ღონისძიებები
15.0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
1218.3
05 02 01
კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების ხელშეწყობა
1078.8
05 02 02
ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
39.5
05 02 03
სხვა კულტურული ღონისძიებები
50.0
05 02 04
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
50.0
05 03
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
14.0
პროგრამის დასახელება
კოდი
სპორტის ცენტრის ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
700.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
სპორტის ცენტრი აერთიანებს: ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, ტურიზმის განვითარების მართვის სამსახურს, იპოდრომის მართვის სამსახურს და სპორტსკოლას, სადაც მოქმედებს 11 სპორტული სახეობა. ესენია: ბალახის ჰოკეი 40 ბავშვი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 24 ბავშვი, ძიუდო 16 ბავშვი, ჭადრაკი 16 ბავშვი, კრივი 12 ბავშვი, მაგიდის ჩოგბურთი 16 ბავშვი, კალათბურთი 16 ბავშვი, ტაეკვონდო 16 ბავშვი, მძლეოსნობა 16 ბავშვი, ველოსპორტი 12 ბავშვი, ნიჩბოსნობა 16 ბავშვი, სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 200 მოსწავლე. საწვრთნელი პროცესები უტარდებათ კვირაში 3-4 ჯერ, სპორტის ცენტრში დასაქმებულია 66 თანამშრომელი, მ.შ. ადმინისტრაციული პერსონალი, მწვრთნელ-მასწავლებელი, მედიცინის მუშაკი, ტექნიკური თანამშრომლები, ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეკრებებში და ტურნირებში, როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი მოზარდის ჩართვას სპორტის სახეობებში, მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთაც.
მოსალოდნელი შედეგი
სპორტის ცენტრი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს რეგულაციების შესაბამისად, ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ცენტრის მომსახურეობით და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02
256.8
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ზანა”.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში. ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა და დამკვიდრება, ნიჭიერი, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, ეროვნული ნაკრების გუნდებისთვის რეზერვის მიწოდება.
მოსალოდნელი შედეგი
მაღალი სპორტული შედეგების ჩვენება. საფეხბურთო შეჯიბრებებზე მაქსიმალური სპორტული ცოდნისა და ჩვევების რეალიზება ამაღლებული სპორტული შედეგების მიღწევა. ჯანსაღი თაობის აღზრდა.
პროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 03
353.8
პროგრამის განმახორციელებელი
ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახური;
პროგრამის აღწერა და მიზანი
მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით, ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
სოფ. გეზათში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები - 100.2 ათ. ლარი; სოფ. მაიდანში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები - 102.4 ათ. ლარი; სოფ. ნორიოში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები - 115.2 ათ. ლარი; (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2402 განკარგულებით)
ქ. აბაშაში პოლიციის მიმდებარედ თავისუფლების ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები - 2.7 ათ. ლარი; ქ. აბაშაში დ. კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები - 2.7 ათ. ლარი; (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის N2475 განკარგულებით)
დაგეგმილია აბაშის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონის შენობის სახურავის გადახურვის სამუშაოები 169 მ2 – 30.6 ათ. ლარი (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2400 განკარგულებით)
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სპორტის პოპულარიზაცია
პროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებები
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 04
15.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები: ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შემოთავაზებული პროექტის ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" მუნიციპალური ტურის ჩატარება. გამარჯვებული გუნდებისათვის სპორტული ფორმების შეძენა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა რეგიონალურ ტურში მონაწილეობის მიზნით. სპორტის საერთასორისო დღის (6 აპრილი) აღნიშვნა, ევროპის სპორტის კვირეულში (23-30 სექტემბერი) მონაწილეობა. ოლიმპიური დღის (23 ივნისი) აღნიშვნა. წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების პრემირება.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01
1078.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა;
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, ხელოვნების სკოლა, 2 მუზეუმი და 5 სოფლის კლუბი, ასევე ერთი მთავარი ბიბლიოთეკა და 17 სასოფლო საბიბლიოთეკო გაერთიანება
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები წლის განმავლობაში ფუნქციონირებს რეგულაციის შესაბამისად.
ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით (თანამდებობრივი სარგო და სხვ.)
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 02
39.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ ,,საინფორმაციო მაუწყებელი - აბაშის მაცნე"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია დიდი იყოს გაზეთის როლი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მუშაობაში, გაზეთის საშუალებით გაშუქდეს მიმდინარე ახალი ამბები, კულტურული და საზოგადოებრივი საკითხები. ასევე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
მოსალოდნელი შედეგი
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სხვა კულტურული ღონისძიებები
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03
50.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში გახორციელდება:
*კულტურული მემკვიდრეობის დღეები, - ჩატარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები (ლექცია-კონცერტი, ვიქტორინა, თემების პრეზენტაციები), მოეწყობა თემატური გამოფენები, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები, მასტერკლასები.
მიზანი: წაახალისოს საზოგადოების მონაწილეობა და ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში; მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება
*,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის რაიონული ტურნირი
ტურნირი ითვალისწინებს ლექციას, თამაშის ჩატარებას, გამარჯვებულების გამოვლენას, დაჯილდოვებას. სამაგიდო თამაში ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების ძალიან კარგი საშუალებაა და რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, მისი მიზანი ,,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნებაა.
*მიღწეული წარმატებებისათვის, დამსახურებისათვის, აბაშაში მცხოვრებ ხელოვანთა და კულტურის სფეროს მოღვაწეთა, სახელოვნებო განათლების პედაგოგთა, მოსწავლეთა დაჯილდოვება. მიზანი-აბაშაში მცხოვრებ, მოღვაწე ხელოვან ადამიანთა ღვაწლის დაფასება, ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
*,,აბაშის საზაფხულო-საყმაწვილო კინო-სკოლა“.
* მოძრავი კინოთეატრი - ტექნიკური აღჭურვა.
მიზანი: კინოხელოვნების პოპულარიზაცია, კინოხელოვნების განათლების ხელშეწყობა.
*შემხვედრი ღონისძიებების ორგანიზება - გულისხმობს იმ მასობრივი კულტურული ღონისძიებების მოწყობას/თანაორგანიზატორობას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავლფეროვნებას, შემოქმედებითი, მათ შორის ადგილობრივი, ჯგუფების პოპულარიზაციის, მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას.
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ექსპერტებისა და მკვლევარების მოწვევა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და განვითარებისთვის, ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების შემდეგ (სამსახურთან ერთად) მომზადებული გეგმის მიხედვით მოხდება იმ მიმართულებების (ეკლესიები, კულინარია, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა) განვითარება, რომელიც იქნება პრიორიტეტად განსაზღვრული და შევთავაზებთ ტურ-ოპერატორებს ტურისტული მარშუტების დასაგეგმად.
მოსალოდნელი შედეგი
*მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში მოსახლეობის ყველა სოციოლოგიური ფენის აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობის ზრდა.
*ადგილობრივი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ცნობიერების ამაღლება.
*შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების, სახელოვნებო განათლების მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია.
*მოსწავლე–ახალგაზრდებში ინტელექტუალური აქტივობებისადმი ინტერესის გაღვივება.
*კონოხელოვნებით დაინტერესებულთა რიცხოვნების ზრდა
*მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია.
ტურიზმის განვითარებისთვის სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება
პროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 04
50.0
პროგრამის განმახორციელებელი
ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
რელიგიური ორგანიზაციათა კანონით ნებადართული აქტივების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებათა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი
ეკლესიის როლის გაძლიერება საზოგადოების ფართო ფენისთვის, მაღალი მორალურ -ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში.
პროგრამის დასახელება
კოდი
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
დაფინანსება
ათას ლარში
05 03
14.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2023-2024 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების, რომლებმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით 500 (ხუთასი) ლარით დაფინანსებას; განსაკუთრებული ნიჭის და მიდრეკილების მქონე ახალგაზრდების
მხარდაჭერას; „ახალგაზრდული დღეები - აბაშა 2024“; ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგის მოწყობას: - პიროვნული უნარების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების განვითარების საკითხებზე; ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის" ფარგლებში სკოლების ადგილობრივ გარემოსდაცვით ინიციატივების მხარდაჭერას; საქართველოს ,,სიცილის ლიგისა“ და ტელეკომპანია პოსტივის იუმორისტულ ჩემპიონატში აბაშის გუნდის - ,,სულგუგუნის" მონაწილეობას; ფეინდბოლის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას - აბაშის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის გამართვას ფეინდბოლში. პროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა მასობრივ ღონისძიებებში, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების თვითრეალიზების საშუალების მიცემა.
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებს განუვითარდებათ კომპეტენციები - ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. ახალგაზრდების მიერ მხარდაჭერილი/წარდგენილი პროექტების ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური/ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფით განხორციელებულ პროექტების ზრდა. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ხელშეწყობ