1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები;
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ფენილკეტონურიით და ფენილალანინემიის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან დანართი 17.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების მქონე (გარდა დიდი თალასემიისა) 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები და დიდი თალასემიით დაავადებული პირები ასაკის შეუზღუდავად.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „დ“ ქვეპუნქტის „დ.ო“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები.
6. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი