პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) იშვიათი დაავადებების მქონე პირთა ამბულატორიულ მომსახურებას, კერძოდ:

ა.ა) დანართი №17.1-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად  18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურებას: ექიმის (მ.შ სპეციალისტების) კონსულტაციას, იშვიათი დაავადების ამბულატორიული ზედამხედველობისთვის აუცილებელი კლინიკო- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებას დანართი №17.1-ში მითითებული ნოზოლოგიების და მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად, რეცეპტებისა და სამედიცინო ცნობების გაცემას;

ა.ბ) ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ პირთა ყოველთვიურ მონიტორინგს და ამბულატორიულ დახმარებას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად.

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების სტაციონარულ მომსახურებას დანართი №17.2-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად;

გ) ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას დანართი №17.3-ით განსაზღვრული მომსახურების მოცულობისა და ნოზოლოგიების შესაბამისად;

დ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას, მათ შორის:

დ.ა) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების – VIII, IX, XIII ფაქტორისა, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსის შესყიდვა;

დ.ბ) ფენილკეტონურიით დაავადებულთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა – სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა;

დ.გ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა – პანკრეასის ფერმენტების და მუკოლიზური საშუალება დორნაზა ალფას შესყიდვა;

დ.დ) მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) და საერთო ვარიაბელური იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებულთათვის სპეციფიკური მედიკამენტების შესყიდვა;

დ.ე) ზრდის ჰორმონის დეფიციტის, ტერნერის სინდრომის, პრადერ-ვილის სინდრომის და რასელ-სილვერის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის ზრდის ჰორმონის შესყიდვა;

დ.ვ) იუვენილური ართრიტით დაავადებულთათვის ბიოლოგიური პრეპარატების შესყიდვა;

დ.ზ) დიდი თალასემიით და თანდაყოლილი დიზერითროპოეტური ანემია ტიპი II-ით დაავადებულთათვის რკინის შემბოჭავი პრეპარატების შესყიდვა;

დ.თ) ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პირებისათვის მედიკამენტის (პირფენიდონი) შესყიდვა;

დ.ი) ვილსონის დაავადებით (E83.0) დაავადებულთათვის ჰელატური აგენტის შესყიდვა;

დ.კ) ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ინტრავენური L-თიროქსინის შესყიდვა;

დ.ლ) სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთათვის სპეციფიკური მედიკამენტის შესყიდვა;

დ.მ) გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის (გარდა ქ. თბილისსა და აჭარის ა/რ-ში რეგისტრირებული პირებისა) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტების შესყიდვა;

დ.ნ) დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთათვის მედიკამენტ „დეფლაზაკორტის“ შესყიდვა.

დ.ო) აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფა:

დ.ო.ა) სპეციფიკური მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვა;

დ.ო.ბ) მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფის მიზნით:

დ.ო.ბ.ა) ექიმ-სპეციალისტთა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პირველადი შეფასება;

დ.ო.ბ.ბ) პაციენტის ყოველდღიური შეფასება (ვიტალური ფუნქციები), მედიკამენტის ინექცია და მეთვალყურეობა/მონიტორინგი ინექციების დაწყებიდან 90 დღის განმავლობაში ხორციელდება პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, დღის სტაციონარის პირობებში, პედიატრის ან ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. გამონაკლისის სახით აღნიშნული ვადის შემცირება დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ობიექტური არგუმენტირებული გარემოებების არსებობისას, სამინისტროსთან შეთანხმებით;

დ.ო.ბ.გ) ინექციების დაწყების (ამ მუხლის „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გათვალისწინებით) შემდგომ, პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ექიმის მითითებით (პედიატრი/ენდოკრინოლოგი), დასაშვებია, ინექციების განხორციელება გაგრძელდეს სტაციონარული ან ამბულატორიული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით; ექიმის მითითება გაიცემა პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როცა მისი სხვა დაწესებულებაში გადამისამართება არ არის საფრთხის შემცველი;

დ.ო.ბ.დ) ამ მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ო.ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სტაციონარულ ან ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს მეთვალყურეობს/მონიტორინგს უწევს პედიატრი ან ოჯახის ექიმი ან ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი, რომელიც ვალდებულია, რაიმე გვერდითი მოვლენის ან გართულების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ამ მუხლის „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებას;

დ.ო.ბ.ე) პაციენტის პერიოდული შეფასება (გაზომვა) და მონიტორინგი (ინექციის დაწყებიდან ყოველ მე-3 თვეს) ხორციელდება იმ პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა პირველადი შეფასება. შეფასების/მონიტორინგის ან/და ამ მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ო.ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი ინექციების სტაციონარულ ან ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებაში გაგრძელების თაობაზე;

დ.პ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა – სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატების) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატების) ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის, აფთიაქების) მეშვეობი