1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. სტაციონარული მომსახურების (გარდა ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრების ენდოპროტეზირებისა) ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრების ენდოპროტეზირება − გეგმური სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
4. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ,“ „დ.ლ“, „დ.მ“ და „დ.ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინსისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“, „დ.მ“, „დ.ნ“ და „დ.ო.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
6. თუ პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების მართვა და ინტენსიური თერაპია), რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.
7. აქონდროპლაზიით დაავადებულთათვის შესყიდული მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ადმინისტრირების წესი მტკიცდება განმახორციელებლის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.
8. აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფის მიზნით, მედიკამენტი შესაძლებელია, პაციენტის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მოთხოვნის და ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად (დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში), გატანებულ იქნეს საზღვარგარეთ. წამლის გატანება საზღვარგარეთ დასაშვებია მხოლოდ მიმღები ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების და/ან ექიმის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მედიკამენტის ადმინისტრირებაზე. ამასთან, ამ მიზნისთვის „ვოსორიტიდის“ გაცემის წესი მტკიცდება განმახორციელებლის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.
დანართი №17.1
იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა
№
დასახელება
კოდი
(ICD-10)
1
მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია
E80.2
2
ადისონის დაავადება
E27.1
3
ბარტერის სინდრომი
E26.8
4
ბეხჩეტის სინდრომი
M35.2
5
გლუკო%ა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
D55.0
6
ჰემოქრომატოზი
E83.1
7
ინსულინომა
E16.8
8
ჰომოცისტინურია
E72.1
9
ფეოქრომოციტომა
C74
10
ვულგარული იქთიოზი
Q 80.0
11
ჰიპოფიზარული ნანიზმი
E23.0
12
ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)
E84
13
ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალკვე-პერტესის დაავადება)
M91.1
14
მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)
D80.0
15
ტერნერის სინდრომი
Q 96
16
ბულოზური ეპიდერმოლიზი
Q 81.9
17
გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია)
K90.0
18
გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები – დრავეს, ლენოს-გასტოს, ვესტის, დუსის, ოტაჰარას და სხვა სინდრომები, ეპილეფსიური ენცეფალოპათია CDKL 5, SCN2A გენის მუტაცია
G40.4
19
მუკოპოლისაქარიდოზი I და II ტიპი, სხვა მუკოპოლისაქარიდოზები (MPS III, MPS IVA, MPS VI)
E76.0 E76.1. E76.2
20
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
D69.3
21
ჰიპერიმუნოგლობულინ E სინდრომი
D82.4
22
თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან – პრადერ-ვილის სინდრომი, სილვერ-რასელის სინდრომი, ნუნანის სინდრომი
Q 87.1
23
ფოსფორის მეტაბოლიზმის დარღვევები
E83.3
24
განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები
E71.1
25
გლიკოპროტეინების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები
E77.8
26
რეტის სინდრომი
F84.2
27
ქრონიკული (ბავშვთა) გრანულომატოზური ავადმყოფობა
D71
28
პირველადი ცილიარული დისკინეზია
Q34.8 (J98.0)
29
აქონდროპლაზია/ჰიპოქონდროპლაზია
Q77.4
30
ნეიროფიბრომატოზი (I, II, III და IV ტიპის)
Q85.0
31
გალაქტოზის მეტაბოლიზმის დარღვევები
E74.2
32
ფერმენტების დეფიციტთან დაკავშირებული თანდაყოლილი ადრენოგენიტალიური დარღვევები (ადრენოგენიტალური სინდრომი − კლასიკური, მარილდამკარგავი)
E25.0
33
აუტოსომების სხვა დელეციები (ვილიამსის სინდრომი)
Q93.8
34
გენერალიზებული ლიპოდისტროფია
E88.1
დანართი №17.2
იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების სტაციონარული მომსახურება
№
დასახელება
კოდი
(ICD-10)
ერთეულის ღირებულება (ლარი)
მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები
1
რეგიონული ენტერიტი
K50
214
2
მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით
K90.4
214
3
იუვენილური დერმატომიოზიტი
M33.0
246
4
იუვენილური მაანკილოზირებელი სპონდილიტი
M08.1
368
5
რეიტერის დაავადება
M02.3
246
6
სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია)
M34
246
7
სისტემური წითელი მგლურა
M32
246
8
ვეგნერის გრანულომატოზი
M31.3
246
9
იუვენილური პოლიარტერიტი
M30.2
246
10
კან-ლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი (კავასაკი)
M30.3
246
11
არასრული ოსტეოგენეზი
Q78.0
609
12
ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება, კონსერვატიული მკურნალობა
M86
415
13
ქრონიკული ოსტეომიელიტი-სეკვესტრექტომია
M86.6
1816
14
მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია – მემკვიდრული სფეროციტოზი
D58.0
280
15
დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით)
D56.1
462
16
თანდაყოლილი დიზერითროპოეტური ანემია ტიპი II
D64.4
280
17
ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით
D55
280
18
მედიკამენტოზური ჰემოლიზი
D59.8
280
19
შონლაინ-ჰენოსის დაავადება
D69.0
280
20
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
D69.3
280
21
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი
M08.0
368
22
ჰიპერთირეოიდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე
E05
315
იშვიათი დაავადებები
23
მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია
E80.2
280
24
ადისონის დაავადება
E27.1
315
25
ბარტერის სინდრომი
E26.8
315
26
ბეხჩეტის სინდრომი
M35.2
246
27
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
D55.0
280
28
ჰემოქრომატოზი
E83.1
315
29
ინსულინომა
E16.8
315
30
ფენილკეტონურია
E70.1
315
31
ჰომოცისტინურია
E72.1
315
32
ფეოქრომოციტომა (ქირურგიული მკურნალობა)
C74
1816
33
ვულგარული იქთიოზი
Q80.0
210
34
ჰიპოფიზარული ნანიზმი
E23.0
315
35
ცელიაკია
K90.0
214
36
ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)
E84
909
37
ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი ლეკ-კალვე-პერტესის დაავადება) (ქირურგიული მკურნალობა)
M91.1
1202
38
მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)
D80.0
280
დანართი №17.3
ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მოცულობა და ნოზოლოგიური ჯგუფები
1. მომსახურების მოცულობა:
ა) ამბულატორიული მომსახურება:
ა.ა) ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;
ა.ბ) სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;
ა.გ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით В და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);
ა.დ) სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;
ა.ე) თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;
ა.ვ) ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).
ბ) სტაციონარული მომსახურება:
ბ.ა) ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;
ბ.ბ) ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება;
ბ.გ) ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრის ენდოპროტეზირება.
გ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების – VIII, IX, XIII ფაქტორების, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული აქტივირებული კოაგულაციური კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდება (მათ შორის, გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს). ამ მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულება. ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენება-განაწილების ინსტრუქცია განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სისხლის შედედების მემკვიდრული პათოლოგიები:
ა) D66 – VIII ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია А);
ბ) D67 – IX ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია В);
გ) D68.0 – ფონ-ვილებრანდის დაავადება (VWD);
დ) D68.1 – XI ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი;
ე) D68.2 – სისხლის შედედების სხვა ფაქტორების მემკვიდრული დეფიციტი:
ე.ა) I (ფიბრინოგენი);
ე.ბ) II (პროთრომბინი);
ე.გ) V (ლაბილური ფაქტორი, ანუ პროაქცელერინი);
ე.დ) VII (სტაბილური, ანუ პროკონვერტინი);
ე.ე) X (სტიუარტ-პრაუერი);
ე.ვ) XII (ჰაგემანი);
ე.ზ) XIII (ფიბრინ-მასტაბილიზირებელი).
ვ) D69.1 – თრომბოციტების თვისებრივი დეფექტები.
დანართი №17.4
ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ პირთა ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული დახმარება
№
დასახელება
ღირებულება (ლარი)
3
0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
85.0
4
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
65.0
5
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
42.0
6
7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
38.0
6
18 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის
33.0
დანართი №18
პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 27 03 03 07)
დანართი №18.1
პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
(პროგრამული კოდი 27 03 03 07 0