1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია ,,ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 5 დეკემბრის NMOH 9 23 00000356 ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის მიერ საერთაშორისო ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული სამედიცინო დაწესებულება.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ფსიქიატრი და სპეციალისტი (ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი), რომელიც ატარებს შესაბამის თერაპიებს, აქვს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატი ტრავმა-თერაპიის სპეციალობაში ან/და ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრის ხარისხი.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია მოსარგებლის მიერ შერჩეული სადაზღვევო ორგანიზაცია.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი