1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფონდსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2024 წელს „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საკასო ხარჯი გასწიოს 2025 წლის „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სადაზღვევო ვაუჩერის საშუალებით „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების თანახმად (სადაზღვევო ვაუჩერის პირობები განისაზღვრება „ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 მარტის №01-12/ნ ბრძანების შესაბამისად).

5. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (თვის ლიმიტი 153.6 ათასი  ლარი).

6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან:

ა) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ერთეულის (პროცედურის/მანიპულაციის) ღირებულება განისაზღვრება შემდეგი №1 ცხრილის შესაბამისად;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ერთეულის (ერთი ვიზიტი/გაკვეთილი) ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 20 ლარით.

ცხრილი №1

მანიპულაციის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

მანიპულაციის საერთო რაოდენობა 18 თვის განმავლობაში

კოხლეარული იმპლანტის შეერთება-შერწყმა

50

1

კოხლეარული იმპლანტის შემოწმება

20

12

სხვა პროთეზის ტესტირება-მორგება

50

12

ტონის ბგერის დარღვევა-გაზომვა

20

1

ხმაურის დისკომფორტის დონის განსაზღვრა

20

12

აკუსტიკური წინაღობის განსაზღვრა

20

1

ელექტროკოხლეოგრაფია და ოტოაკუსტიკური ემისიის რეგისტრაცია

100