1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. პროგრამის მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ა“ და „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სრული კომპლექტი და „ექიმის ჩანთა“ შესყიდულ და გადაცემულ იქნეს ერთჯერადად, საჭიროების შესაბამისად. ამასთან, განმახორციელებლის მიერ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების კომპლექტის შევსება განხორციელდება მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაბეჭდილი რეცეპტის ბლანკები გადაეცემა სოფლის ექიმს, მოთხოვნის შესაბამისად;
გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმა შეისყიდება ეტაპობრივად, ჰოლდინგის გადაწყვეტილების შესაბამისად;
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა