1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად მხოლოდ შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად, ხოლო დანართ №18.2.1-ის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები“) მე-13-მე-14 პუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის დამატებით ფინანსური ანგარიშგების ფორმის წარდგენას.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის, დადგენილი ფორმის შესაბამისად, ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ფინანსური ანგარიშგების ფორმის წარდგენას.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, რეესტრში მოსარგებლის პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო (ავტოსაგზაო შემთხვევა, ქუჩის შემთხვევა, უცნობი გვამი, ბავშვები (რომელთაც მოწმობები დატოვებული აქვთ სკოლებში ან საბავშვო ბაღებში), ცრუ გამოძახება, გაუქმებული გამოძახება, გადაუდებელი დახმარების ცენტრის კოორდინაციისა და დავალების საფუძველზე გაწეული მომსახურება) ვერ ხერხდება მოსარგებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებისა) ვალდებულია, „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანების მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილის ელექტრონულად რეგისტრაციის საფუძველზე, 7 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ახალშობილის მშობელთან/მეურვესთან კომუნიკაცია (სატელეფონო ან/და საკარდაკარო შემოვლის გზით) და ახალშობილის აყვანა მეთვალყურეობაზე (მ/შ, იმუნიზაციის მოსარგებლედ).
5. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებისა) ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს (დადგენილი წესით) პრევენციულ/სკრინინგის პროგრამებში (მ/შ, C ჰეპატიტის, კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ღონისძიებებში) და უზრუნველყოს მასთან რეგისტრირებული სამიზნე კონტინგენტი სკრინინგული სერვისებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
დანართი №18.2.1
სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები
№
დაწესებულება
თვის ბიუჯეტი (ლარი)
1
ა(ა)იპ − ზემო აფხაზეთის საავადმყოფო
17 674
2
ა(ა)იპ − გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო
8 538 (მ/შ, 6 540 სახელფასო ფონდი)
3
საბერიოს საექიმო ამბულატორია
17 180 (მ/შ, 15 398 სახელფასო ფონდი)
4
ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორია
6 193 (მ/შ, 5 583 სახელფასო ფონდი)
5
ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორია
3 467 (მ/შ, 2 603 სახელფასო ფონდი)
6
ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია
3 410 (მ/შ, 2 433 სახელფასო ფონდი)
7
ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. რეფის საექიმო ამბულატორია
1 060 (მ/შ, 900 სახელფასო ფონდი)
8
ოქუმის საექიმო ამბულატორია
4 332
9
ქვემო ბარღების ამბულატორია
867
10
შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი – აფხაზეთი“
16 018
11
შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი – აფხაზეთი“
5 000
12
შპს „ჯვარის პოლიკლინიკა“
5 272
13
შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკა“
6 000
14
შპს „მესტიის საავადმყოფო – ამბულატორიული გაერთიანება“
48 632
15
შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“
2 000
16
შპს „ბარისახოს ამბულატორია დღის სტაციონარი“
2 900
17
შპს „ერედვის ამბულატორია“
8 470
18
შპს „ქარელის რაიონის სოფელ ავნევის ამბულატორია“
3 582
19
შპს „ქსუისის ამბულატორია“
8 160
20
შპს „ქურთის საავადმყოფო“
35 976
21
შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“
17 465
22
შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“
5 000
23
შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“
1 271
24
შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“
17 000
25
შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია“
1 733
26
შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ (ტყვიავის საავადმყოფო)
4 980
27
შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზირებული ამბულატორიული მომსახურეობა“
14 504.
დანართი №18.2.2
სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი
№
ოპერატორი კომპანია
ბრიგადების რაოდენობა
თვის ბიუჯეტი (ლარი)
1
ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორია
1
12 065 (მ. შ., 8 723 სახელფასო ფონდი)
2
ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორია
1
11 990 (მ. შ., 8 495 სახელფასო ფონდი)
3
საბერიოს საექიმო ამბულატორია
1
12 097 (მ. შ., 8 816 სახელფასო ფონდი)
4
ა(ა)იპ − გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო
2
20 108 (მ. შ., 16 545 სახელფასო ფონდი)
5
ქვემო ბარღების საექიმო ამბულატორია
1
9 158
6
ოქუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური
1
9 158
დანართი №18.3
სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამა
(პროგრამული კოდი: 27 03 03 07 0