ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 23.12.2024
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016007
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/01/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტის სახელდების თაობაზე „დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვირს N3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის N19 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩის სახელდების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №21
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხისა და ლეწურწუმის მაჟორიტარი დეპუტატის, შოთა წურწუმიას 2024 წლის 9 თებერვლის №111-111240256 ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 25 ნოემბრის №44 სხდომის საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩას და მასთან არსებულ თორმეტ ჩიხს მიენიჭოს ,,კოტე გობეჩია“-ს სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია