წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის ნაწილისთვის კოტე სამუშიას სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 27.12.2024
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.104.016004
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/01/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოსტროვსკის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კრასნოდარის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის, სოფ ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფ ჟებოტაში
მდებარე 1-ლი ქუჩის შესაბამისი შესახვევების და ჩიხების სახელწოდების შეცვლის და თამაზ მეჭიაურის სახელის მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის ნაწილისთვის კოტე სამუშიას სახელის მინიჭების თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №47
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის ნაწილისთვის კოტე სამუშიას სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის ნაწილს სსიპ – ლიის თემის (პალური) №2 საჯარო სკოლიდან ( ს/კ 47.02.39.001) ზურაბ აკობიას (ს/კ 47.02.39.129) სახლის ჩათვლით მიენიჭოს კოტე სამუშიას სახელი.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულებასთან დაკავშირებით 4 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების და ა.შ. დამზადება).
3. ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად;
4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. წალენჯიხა, ლაღიძის ქ. №12).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია