ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში( ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2024
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016016
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/01/2025
264 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხაშური, „ზემო სერსა“ და დაბა სურამში გამავალ, უსახელო ქუჩისათვის ,,ახალი ბანა“-ს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 01.12.2022 ხაშურში, ანტონ სულავას ქუჩისათვის ძველი სახელწოდების გალაკტიონ ტაბიძის I შესახვევის აღდგენის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 30.12.2024 კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 82% 24.03.2023 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 03.04.2025 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში მდებარე არაბული ციფრებით დანომრილი ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 04.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში( ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულება №70  2024 წლის 30 დეკემბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალი უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის ქუჩის“ სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ, უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (იწყება X-377937, Y-4654215 კოორდინატზე და მთავრდება X-377144, Y-4653812, ქუჩის სიგრძე შეადგენს 1000 მეტრს, მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თბილისი-სენაკი – ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – მოსახლეობა, ხოლო დასავლეთიდან – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიენიჭოს „გიორგობის ქუჩის“ სახელი. 2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე –  www.khashuri.org.ge. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ნინო ლიპარტელიანი