„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2025
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016560 27
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.04.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2025 წლის 23 იანვარი
დაბა თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი: 02.05.2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016492).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი
დანართი
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესსა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მუხლი 2🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება
1. მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურება.
2. მედიკამენტების დაფინანსება.
3. აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დახმარება.
4. ჰემო-დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები.
5. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვების ოჯახები.
6. შშმ ბავშვთა საკურორტო-სანატორიული მომსახურების დაფინანსება.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
8. ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები.
10. ობოლი ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
11. 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
12. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და ამავე კატეგორიის ოჯახის წევრისთვის ფინანსური დახმარება.
13. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
14. ახალშობილთა ოჯახების დახმარება.
15. ახალშობილთა ოჯახების ყოველთვიური დახმარება.
16. ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება.
17. უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი.
18. ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა ფინანსური დახმარება.
19. ახალდაქორწინებული ოჯახების ფინანსური დახმარება.
20. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა).
21. საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება.
22. დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
23. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
მუხლი 3🔗. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება)
1. სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება (გარდა ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; ქვეყნის გარეთ მკურნალობა, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა (გარდა შშმ ბავშვებისა)).
2. სამედიცინო მომსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება:
ა) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 500 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 100 %-ით;
ბ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 501-1000 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება – არანაკლებ 500 ლარისა;
გ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 1001-3000 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 50 %-მდე;
დ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 3001 ლარის ზევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება – არაუმეტეს 2000 ლარისა;
3. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების განმეორებით დაფინანსება შესაძლებელია არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება შესაძლებელია წელიწადში არაუმეტეს ორჯერ.
5. თიანეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობიდან (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, კერძო დაზღვევით დაფინანსების გათვალისწინებით).
6. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ან ინვოისი);
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის (ან კერძო დაზღვევის) მიერ გაცემული მიმართვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე (დაფინანსების შემთხვევაში);
ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
7. ანგარიშსწორება მოხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 4🔗. მედიკამენტების დაფინანსება
1. განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა წელიწადში ერთხელ.
2. განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 65 001-დან 200 000-ის ჩათვლითაა, მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა წელიწადში ერთხელ.
3. ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა წელიწადში ერთხელ.
4. დანარჩენ სხვა შემთხვევაში მოქალაქეები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
5. მედიკამენტების დაფინანსება განმეორებით შესაძლებელია არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
6. მედიკამენტების დაფინანსება შესაძლებელია წელიწადში არაუმეტეს ორჯერ.
7. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა);
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
8. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლის 5. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 18 წლამდე ასაკის პირები საჭირო თერაპიისათვის მიიღებენ დაფინანსებას არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა ჯამურად წლის განმავლობაში.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 6🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას წელიწადში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის ცნობა;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 7🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვთა დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მშობლის ან მეურვის/მზრუნველის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 8🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვთა საკურორტო-სანატორიული მომსახურება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვი (18 წლამდე) საკურორტო-სანატორიულ მომსახურებისათვის ისარგებლებს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
დ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ინვოისი (ანგარიშ-ფაქტურა)/კალკულაცია სანატორიულ-საკურორტო მომსახურების მიმწოდებლისგან.
3. ანგარიშსწორება მოხდება საკურორტო-სანატორიულ მომსახურების მიმწოდებლისგან შესრულებული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
მუხლი 9🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შშმ პირთა ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას წელიწადში ერთხელ:
ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირი – 300 (სამასი) ლარი;
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი –250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;
გ) ზომიერად გამოხატული შშმ პირი – 200 (ორასი) ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 10🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით მიიღებენ თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 65 001 -დან 200 000-ის ჩათვლითაა.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 11🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირთა ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 12🔗. ობოლი ბავშვების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის შესახებ;
დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 13🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები მიიღებენ წელიწადში ერთხელ ერთჯერად დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 14🔗. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და ამავე კატეგორიის ოჯახის წევრისთვის ფინანსური დახმარება.
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილის ოჯახის წევრი მიიღებს:
ა) სარიტუალო მომსახურებისათვის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;
ბ) ოჯახის წევრის ფინანსური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 15🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ფულადი დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, წელიწადში ერთხელ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუ მშობლები ორივე არის რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში და მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში).
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მშობლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობები (ორივე მშობლის) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 16🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახალშობილის შეძენის შემთხვევაში (ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში) მიიღებენ ოჯახები, თუ ბავშვის მშობლები ორივე არის რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში) .
2. პირველი შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. მეორე შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
4. მესამე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას დახმარების თანხა გაიზრდება 1500 ლარით ( მესამე შვილი – 4500 ლარი; მეოთხე შვილი – 6000 ლარი და ა.შ.).
5. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილი (შვილების) დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობები (ორივე მშობლის) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 17🔗. ახალშობილთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილის ოჯახი, როდესაც ორივე მშობელი რეგისტრირებულია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში) ყოველთვიურად ბავშვის 1 წლის ასაკამდე მიიღებენ ფულად დახმარებას:
ა) პირველი შვილის შეძენისას 150 ლარი;
ბ) მეორე შვილის შეძენისას 300 ლარი;
გ) მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას ყოველთვიურად გასაცემი თანხა გაიზრდება 150 ლარით (მესამე შვილი – 450 ლარი; მეოთხე შვილი – 600 ლარი და ა.შ.).
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობები (ორივე მშობლის) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 18🔗. ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ხელშეკრულების ვადის მოქმედების პერიოდში, წელიწადში ერთხელ (მშობლებიდან ერთ-ერთი რეგისტრირებული უნდა იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში).
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება;
დ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ვ) საბანკო ანგარიში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 19🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი
1. უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში).
2. თუ გარდაცვლილის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა გარდაცვლილის იდენტიფიცირებიდან ორი კვირის განმავლობაში.
3. დაკრძალვის ხარჯის გამღები (ოჯახის წევრი, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, ნათესავი) შესაძლებელია არ იყოს რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში.
4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 20🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი (დედ-მამით ობოლი) სტუდენტი (რომელიც ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტი (ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლით და რომელიც ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა (ანგარიშფაქტურა) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან გადასახდელი თანხისა და შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობა;
ვ) ცნობა სკოლიდან, რომ ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო
სკოლაში;
ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამის უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 21🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება
1. ახალდაქორწინებული ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თუ ახალდაქორწინებულები (ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებულნი არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში, ორივეს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში), ქორწინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 წლისა.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ქორწინების მოწმობა;
ე) ცნობები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 22🔗. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახისა)
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების/საცხოვრებლად გამოყენებული ადგილის შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების/საცხოვრებლად გამოყენებული ადგილის შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები (სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი და სხვა), თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების/საცხოვრებლად გამოყენებული ადგილის შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე და საკრებულოს თანხმობით, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა.
4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანძრის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
დ) ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათები;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა;
ვ) საბანკო ანგარიში.
5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 23🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები საცხოვრებლად უვარგის პირობებში ცხოვრების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 1500 ლარისა, თუ ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-150 000-ის ჩათვლითაა.
2. ფინანსური დახმარება გაიცემა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების/საცხოვრებლად გამოყენებული ადგილის შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. ერთ საცხოვრებელ სახლზე ფინანსური დახმარება გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საკუთრების მოწმობა/შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა საცხოვრებელი სახლის მფლობელობის დადასტურების შესახებ;
დ) ფოტოსურათები;
ე) საბანკო ანგარიში.
4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 24🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი სტუდენტი, რომელიც სწავლობს, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე) მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას წელიწადში ერთხელ 800 ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;.
დ) სტუდენტის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ე) ცნობა სასწავლებლიდან, რომ სწავლობს უფასო სახელმწიფო პროგრამაზე და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი.
ვ) საბანკო ანგარიში.
4.ანგარიშსწორება მოხდება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 25🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე, რომლისთვისაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაციის საფუძველზე რეკომენდებულია საზღვარგარეთ მომსახურება, მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა ან/და ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა IV-100/ა;
ე) შესაბამისი საბანკო ანგარიში, რომელზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა;
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 26🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 22-ე პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით, იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 22-ე პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.
3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებლის (მაძიებლის) გარდაცვალების შემთხვევაში, განცხადებაზე გადაწყვეტილება აღარ მიიღება.
4. კომისიის სხდომა ტარდება, სულ მცირე, თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის ჩატარება შეიძლება ნებისმიერ დროს.
5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას მოქალაქისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
6. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
8. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისგან სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. ხანძრისა და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახის განცხადების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დასკვნის მისაღებად მიმართოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილ კომისიას.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრი უფლებამოსილია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში ოქმს თან დაურთოს წერილობითი მოსაზრება.
10. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა.
11. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე.
12. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 22-ე პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, განცხადებების შესწავლის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
13. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ანგარიშსწორებას ახორციელებს საფინანსო საბიუჯეტო სამსახური.
14. საჭიროების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის სამედიცინო დაწესებულების მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს, საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ მოქალაქეზეც, რომელიც განცხადების დაწერის დროისთვის იმყოფება სტაციონარში.
15. შესრულებული სამუშოს შესახებ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (დედანი ან/დედანის დასკანერებული ვერსია ელექტრონული ფორმით) საფუძველზე გამოიცემა ბრძანება.
16. მოქალაქეს, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია მომსახურების ღირებულების გადახდა, ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაირიცხოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. დახმარების თანხა განისაზღვრება მე-3 მუხლის შესაბამისად.